”განათლების ტრანსფორმაციული ცვლილებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კონცეპტუალური და ტექნოლოგიური. ეს არის ამ ცვლილებების მთავარი მახასიათებელი.
. . . განათლების ტრადიციული მიზნების მიღწევა სულ უფრო რთულდება ჰიპერ-ფრაგმენტულ სამყაროში. როგორ უნდა შეასრულოს განათლებამ მისი სოციალური როლი, რომელიც მდგომარეობს ქაოსში სიცხადეს შეტანაში, როცა ინფორმაციის შექმნისა და გავრცელების ინსტრუმენტების კონტროლი თვით მოსწავლის ხელშია (რაც ქაოსის გაძლიერებას უწყობს ხელს). ექსპერტების (მასწავლებლების) და ახალბედების (მოსწავლეების) როლი საფუძვლიანად იცვლება. ის რაც ადრე გულისხმობდა მედიატორებისა და ექსპერტების ჩართულობას (ჟურნალები, წიგნები, ენციკლოპედიები), დღეს შეიძლება არაფორმალურად იქნეს შექმნილი ბევრის აგრეგირებული ქმედებებით (Wikipedia, ბლოგები, ე-წიგნები).
დღეს ინფორმაციის შექმნა ინდივიდების ხელშია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი იზრდება - ვიდეო საიტები, ბლოგები, ვიკი-სისტემები. ინფორმაციის წარმოება ინდივიდს ადრეც შეეძლო, მაგალითად, სტატიის გაგზავნა გაზეთში, მაგრამ დღეს ბარიერები მნიშვნელოვნად დაბალია. Web 2.0 სერვისები საშუალებას აძლევენ მოსწავლეს მეტი კონტროლი იქონიოს იმ კონტენტზე, რომელსაც აწყდება ქსელებში. დღეს შესაძლებელია ინფორმაციის ორგანიზება ყოველი ინდივიდუალური მოსწავლის მოთხოვნილებებისა და ინტერესების შესაბამისად.
მოსწავლის საგანმანათლებლო შესაძლებლობები იზრდება ინტერნეტის საშუალებით. ის რაც ადრე იმყოფებოდა პრივილეგირებული ექსპერტებისა და ორგანიზაციების კონტროლის ქვეშ, დღეს ინდივიდების კონტროლს ექვემდებარება.
კონტენტი ზოგადად განიხილება როგორც რაღაც, რაც საჭიროებს შემეცნებით გამოყენებას სწავლისას. მაგრამ სწავლა ჰგავს კარების გაღებას და არა ჭურჭლის გავსებას. კონტენტი შეიძლება შეიქმნას სწავლის პროცესში და არა მხოლოდ სწავლის დაწყებამდე.
We are changing our system of values, changing all our identities, our partners, our illusions, and so on. We are obliged to change, but changing is something other than becoming, they are different things. We are in a "changing" time, where it is the moral law of all individuals, but changing is not becoming. We can change everything, we can change ourselves, but in this time we don't become anything. It was an opposition put forth by Nietzsche, he spoke about the era of chameleons. We are in a chameleonesque era, able to change but not able to become.
ამ ციტატაში კარგად არის ასახული იმ ცვლილებების არსი, რომლის წინაშეა განათლების ინსტიტუტები (სკოლები, კოლეჯები, უნივერსიტეტები)
შეიძლება გამოიყოს სწავლის ოთხი ძირითადი კომპონენტი. სწავლა არის:
- სოციალური. სწავლა სოციალური პროცესია. ცოდნა არის დამოუკიდებელი თვისება მოსწავლეთა ქსელებს შორის არსებული ინტერაქციებისა.
- სიტუაციური. სწავლა ხდება გარკვეულ სიტუაციებში ანუ კონტექსტებში. ”სწავლა და შემეცნება . . . ფუნდამენტალურად სიტუაციურია”, რაც ზრდის ისეთი საგანმანათლებლო აქტივობების მნიშვნელობას, რომლებიც ასახავენ ფაქტიურ სიტუაციებს.
- რეფლექტური, გონიერი. მოსწავლეს სჭირდება დრო ახალი ინფორმაციის ათვისებისათვის. მოსწავლეებს სჭირდებათ შესაძლებლობა ნასწავლის გააზრებისათვის, დაცვისათვის, გაზიარებისათვის, რათა ის გახდეს მათი ქმედითი უნარების ნაწილი.
- მრავალწახნაგიანი. სწავლა აერთიანებს თეორიას, ჩართულობას, ხელოსნობას და აქტიურ კონსტრუირებას.
1 comment:
Good luck my friend...
Post a Comment