04 January 2009

საინტერესო საიტები - 4 იანვარი, 09

Storynory
აუდიო მოთხრობები
ბავშვებისათვის (ინგლისურ ენაზე).

launchball
საინტერესო თამაში ბავშვებისათვის

ფოტოები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

Words in English
საინტერესო საიტი ინგლისური ენის შემსწავლელთათვის.

კომპიუტერული ტერმინების ლექსიკონი

Webopedia - კომპიუტერული ტერმინების ონლაინ ლექსიკონი.
კარგი რესურსია ახალი ტერმინების გასაცნობად.

03 January 2009

სწრაფი ჩანაწერები - 3 იანვარი, 09

ინტერვიუდან Tony Wagner-თან (Tony Wagner-ი ავტორი წიგნებისა: ”Making the Grade: Reinventing America's Schools”, ”The Global Achievement Gap”, თანადირექტორი Change Leadership Group, რომელიც იკვლევს აშშ-ს განათლების სისტემას):

რატომ ჩამორჩებიან ამერიკელი მოსწავლეები საერთაშორისო კვლევების შედეგებით სხვა ქვეყნების მოსწავლეებს?
რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი და უმთავრესი მიზეზია ის, რომ ტესტები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ სწავლის შედეგების გასაზომად (სწორი პასუხის არჩევა რამოდენიმე ვარიანტიდან), მოითხოვენ ძალიან მცირე აზროვნებას. ჩვენგან განსხვავებით, ყველა იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც გვისწრებენ PISA-ს (Programme for International Student Assessment) ტესტირების შედეგებით გამოიყენება ზეპირი და წერითი გამოცდები და ასევე მოსწავლეებთან გასაუბრება, მათი კომპეტენციის დასადგენად. შეფასება გავლენას ახდენს სწავლებაზე - ან დადებით გავლენას ან უარყოფითს. (ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც ადასტურებს სწავლის შედეგების გაზომვის დიდ მნიშვნელობას. ჩვენში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევენ ძველი სისტემიდან შედეგზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლას, რაც მაგალითად, დეკლარირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში. მაგრამ, ამავე დროს, არ ხდება სახელმწიფოს მიერ სწავლების შედეგების გაზომვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ დეკლარაციას. ანუ გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს შედეგზე ორიენტირებული განათლების სისტემა, მაგრამ მასწავლებლის, სკოლის მუშაობის შედეგს არავინ არ ზომავს. ჩემი აზრით სწორედ ეს წინააღმდეგობა წარმოადგენს მთავარ საფუძველს ჩვენ სკოლებში არსებული პრობლემებისა, რომლებიც დღითიდღე ღრმავდება - ჯ.გ.).
მეორე მიზეზია ის, რომ ჩვენი სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდები არ არის მიმართული იმაზე, რომ ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს მსჯელობა, ანალიზი, წერა და ა.შ. სწავლა მიმართულია არა აზროვნებაზე, არამედ დამახსოვრებაზე. ეს კი იწვევს მოწყენილობას მოსწავლეებში და არის მთვარი მიზეზი იმისა, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი არ ამთავრებს სკოლას.
და ბოლოს, განათლების სფეროში მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, ფინეთი, მასწავლებლის სტატუსი ძალიან მაღალია. ამ ქვეყნებში სხვაობა მოწინავე სკოლებსა და დანარჩენ სკოლებს შორის შეადგენს მხოლოდ 5%.

Wagner-რის აზრით 21 საუკუნეში წარმატებისათვის საჭიროა შემდეგი 7 უნარის სწავლება:
  1. კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა;
  2. ერთობლივი მუშაობა ქსელების გამოყენებით;
  3. სიმარდე და შეწყობილობა (ადაპტურობა);
  4. ინიციატივა და მეწარმეობა;
  5. ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  6. ინფორმაციის წვდომა და ანალიზი;
  7. ცოდნისმოყვარეობა და წარმოსახვა (ფანტაზია).

ერთი ფოტოს მოდიფიკაციები

საინტერესო ნიმუში ფოტოების რედაქტირების ინსტრუმენტების შესაძლებლობებისა:
ერთი ფოტოს საფუძველზე

02 January 2009

”ცხელი წერტილების” რუკა

საინტერესო პროექტი სახელწოდებით Buzztracker. აქ, ახალი აბმების ანალიზის შედეგად ხდება დღის ყველაზე ”ცხელი წერტილების” გამოვლენა და მათი აღნიშვნა მსოფლიო რუკაზე. რუკაზე ეს წერტილები წარმოდგენილია წითელი წრეებით. წრეზე დაწკაპუნებით გამოვა ყველა იმ წყაროების ჩამონათვალი, სადაც მოიხსენიება ეს გეოგრაფიული ადგილი.


01 January 2009

ბლოგერის პერსპექტივა



მასწავლებელი

შემხვდა მაკარენკოს (ცნობილი რუსი პედაგოგი) ჩანაწერი, რომელშიც ის აღწერს მის დროინდელ მასწავლებლებს. სამწუხაროა, რომ ეს ჩანაწერი დღესაც საკმაოდ აქტუალურად ჟღერს:


«Они, как и семьдесят лет назад, «…имеют жалкий вид. В лучшем случае это люди, насобачившиеся в области своего предмета, которые с раннего утра до позднего вечера гоняют из школы в школу, чтобы побольше заработать. В других случаях и в большинстве — это замученные нуждой, бессилием и семейной обстановкой работники, которые кое-как выполняют свою работу в классе, кое-как удерживаются на своем месте, более или менее удачно обходя опасные склоки и подсиживания, которые ничего не читают, которые кое-как одеты и имеют кое-какую квартиру. Учитель получает жалование, которое почти равно жалованию городской уборщицы или дворника, но дворник получает одежду, а учитель ничего, кроме 100-120 рублей, не получает. Естественно, что на эту работу идет человек, который настолько слаб по своим личным данным, что ни на какую другую работу устроиться уже не может».


აქვე მოვიყვან რამოდენიმე აფორიზმს:


Кто умеет, делает; кто не умеет, учит других.
Бернард Шоу (1856 — 1950)


Кто умеет, делает; кто не умеет, учит других; а кто не умеет и этого, учит учителей.
Лоуренс Питер


Хороший учитель может научить других даже тому, чего сам не умеет.
Тадеуш Котарбиньский (1886 — 1981)


Что переварили учителя, тем питаются ученики.
Карл Краус (1893 — 1954)


Посредственный учитель излагает. Хороший учитель объясняет. Выдающийся учитель показывает. Великий учитель вдохновляет.
Уильям Уорд


Учиться дозволено и у врага.
Овидий (43 г. до н.э. — 17 г. н.э.)