მოსწავლე არა მარტო უნდა ფლობდეს ამა თუ იმ უნარს, არამედ უნდა შეეძლოს მათი გამოყენების კონტროლი. ის უნდა გრძნობდეს საკუთარ პასუხისმგებლობას და ჰქონდეს თვითშეფასების უნარი.
დღევანდელი მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია ასევე ინფორმაციული უნარების განვითარება, რომლებიც მისცემენ მათ შესაძლებლობას გამოიყენონ ტექნოლოგიები სწავლაში.
მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაზიარების უნარის განვითარება და ასევე სხვებთან ერთად სწავლის უნარის.
მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ:
- კვლევის, კრიტიკული აზროვნების და ცოდნის მოპოვების უნარები;
- დასკვნების გაკეთების, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მირების, არსებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების და ახალი ცოდნის შექმნის უნარები;
- ცოდნის გაზიარების და საზოგადოებაში ეთიკური ქცევის უნარები.
No comments:
Post a Comment