ძველი სასკოლო მოდელი, რომლის საფუძველს წარმოადგენს ფაქტების პასიური სწავლა და შემდეგ ნასწავლის მასწავლებლისათვის მოყოლა აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. დღეს გვიწევს უაღრესად კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტა, რაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან არა მხოლოდ ფუნდამენტალური უნარების (წერა, კითხვა და თვლა), არამედ ციფრული ერას უნარების (გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაწყვეტა, კვლევა, დროის მენეჯმენტი, ინფორმაციის სინთეზი, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენება) ფლობა. ასეთი უნარების ფლობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს თვითონ გახდნენ საკუთარი სწავლის მენეჯერები. მასწავლებელი კი გამოდის პარტნიორის როლში სწავლის პროცესში.
21 საუკუნის უნარებია:
- პერსონალური და სოციალური პასუხისმგებლობა
- დაგეგმვა, კრიტიკული აზროვნება, მსჯელობა და შემოქმედება
- საკომუნიკაციო და საპრეზენტაციო უნარები
- სხვადასხვა კულტურების გაგება, ცოდნა
- მკაფიო წარმოდგენა (ვიზუალიზაცია) და გადაწყვეტილების მიღება
ტრადიციული სწავლება მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, ამ პროცესის მონაწილეთა თანხმობით. პროექტული სწავლება და ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას გამოაღწიონ სასკოლო შენობის გარეთ. მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის ბაზის მშენებლები, აქტიური მოსწავლეები. ისინი სწავლობენ თუ როგორ აკონტროლონ საკუთარი სწავლა, რაც საწინდარია იმისა, რომ შეძლებენ მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლას.
No comments:
Post a Comment