თითოეული ადამიანი იბადება ტვინით, რომელიც ფუნქციონირებს უაღრესად მძლავრი პროცესორის მსგავსად. ტრადიციული სასკოლო სწავლება, ამის მიუხედავად, ხშირად აბრკოლებს სწავლას იმით, რომ იგნორირებას ახდენს ტვინის ბუნებრივი სწავლის პროცესს.
ტვინზე დაფუძნებული სწავლის პრინციპებია:
- ტვინი არის პარალელური პროცესორი, რაც ნიშნავს, რომ მას შეუძლია ერთდროულად რამოდენიმე აქტივობის შესრულება, მაგალითად, დაგემოვნება და ყნოსვა.
- სწავლაში ჩაბმულია მთელი ფიზიოლოგია.
- არსის ძიება არის თანდაყოლილი
- ემოციები მნიშვნელოვანია სწავლისათვის
- სწავლა მოიცავს როგორც ფოკუსირებულ ყურადღებას, ასევე პერიფერიულ აღქმას
- სწავლა მოიცავს როგორც ცნობიერ, ასევე შეუცნობელ პროცესებს
- ჩვენ გვაქვს ორი ტიპის მეხსიერება: სივრცული და მექანიკური
- ჩვენ უკეთ ვიგებთ, როცა ფაქტები ჩაქსოვილია ბუნებრივ, სივრცულ მეხსიერებაში
- სწავლა უმჯობესდება რთული პრობლემებით და იბრკოლება მუქარით, საშიშროებით
- თითოეული ტვინი უნიკალურია.
მართვადი ჩაძირვა - ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სრულად ჩააბავს მოსწავლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში.
დაძაბულობის მოხსნა - მოსწავლეების შიშის მოხსნის მცდელობა, ძალიან პერსპექტიული გარემოს შექმნით.
აქტიური დამუშავება - შესაძლებლობის მიცემა მოსწავლესათვის, რომ მან მოახდინოს ინფორმაციის კონსოლიდაცია და ათვისება მისი აქტიური დამუშავებით.
რა გავლენას ახდენს ტვინზე დაფუძნებული სწავლა განათლებაზე
კურიკულუმი - მასწავლებელმა უნდა ააგოს სწავლა მოსწავლის ინტერესების ირგვლივ და გახადოს სწავლა კონტექსტუალური.
სწავლება - მასწავლებელმა უნდა წაახალისოს გუნდური სწავლა და პერიფერიული სწავლის გამოყენება. მათ უნდა მოახდინონ სწავლის სტრუქტურირება რეალური პრობლემების ირგვლივ, წაახალისონ მოსწავლეები ისწავლონ ის რაც საკლასო ოთახისა და სკოლის ფარგლებს გარეთ არის.
შეფასება - შეფასებამ უნდა საშუალება მისცეს მოსწავლეებს გაიგონ საკუტარი სწავლის სტილები და უპირატესობები. ამ გზით მოსწავლეები აკონტროლობენ და აძლიერებენ საკუთარი სწავლის პროცესს.
რას გვირჩევს ტვინზე დაფუძნებული სწავლა
მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს რათა მათ მიიღონ შესაბამისი გამოცდილება. სამი ინტერაქტიული ელემენტია ამისათვის საჭირო:
- მასწავლებელმა უნდა ”ჩაძიროს” მოსწავლეები კომპლექსურ, ინტერაქტიულ პრაქტიკაში, რომელიც ერთდროულად მდიდარი და რეალურია. მაგალითად, მოსწავლის მოთავსება უცხო კულტურაში, უცხო ენის შესწავლისათვის. მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ტვინის შესაძლებლობა შეასრულოს პარალელური პროცესები.
- მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ პირადად მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები. ასეთი პრობლემები სტიმულს აძლევენ მოსწავლის აზროვნებას.
- გარდა იმისა, რომ მოსწავლე უნდა წავახალისოთ, რომ ჩაწვდეს პრობლემის არსს, ჩვენ ასევე მუდმივად უნდა ვახდენდეთ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზების ინტენსიურ ანალიზს და ზოგადად სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ცნობილია, როგორც ”გამოცდილების აქტიური გამომუშავება”.
- უკეთესია, რომ უკუკავშირი მოდიოდეს რეალობიდან და არა უფლებამოსილი პირისგან
- ადამიანები უკეთ სწავლობენ ცხოვრებისეული, რეალური პრობლემების გადაწყვეტისას
- მთლიანი სურათი ვერ იქნება იზოლირებული დეტალებისგან
- ვინაიდან თითოეული ტვინი განსხვავებულია, მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს საშუალება შექმნან საკუთარი გარემო
- პრობლემებს ისინი წყვეტენ უკეთესად, ვინც იცინის
- მასწავლებელმა უნდა გაითავისოს, რომ სწავლის საუკეთესო გზაა არა ლექცია, არამედ მონაწილეობა რეალურ საქმიანობაში.
No comments:
Post a Comment