ეს კატა მაგონებს იმ ადამიანებს, ვისაც დღემდე ვერ გაუგია საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი თანამედროვე განათლებაში.
28 February 2009
26 February 2009
საინტერესო საიტები - 26 თებერვალი, 09

სასურველი რესურსების მოძიება შესაძლებელია როგორც მენიუს გამოყენებით, ასევე საძიებო სისტემის საშუალებით. საიტზე არის ასევე სპეციალური საგანმანათლებლო განყოფილება, სადაც წარმოდგენილია საგანმანათლებლო მულტიმედიური რესურსები და თამაშები, სხვადასხვა თემატიკის აუდიო/ვიზუალური მოდულები.
ტეგები:
საინტერესო საიტები,
სასარგებლო რესურსები,
ფოტოები
24 February 2009
Microsoft-ის ახალი ბრაუზერი

ამ ბრაუზერის მთავარი მახასიათებელი იქნება უსაფრთხოების სრულიად ახალი და გაცილებით უფრო საიმედო სისტემა. დღეისათვის არსებულ არცერთ ბრაუზერს არა აქვს უსაფრთხოების სრული სისტემა. ამ ფუნქციის დიდი ნაწილი მოდის ოპერაციულ სისტემაზე. Microsoft-ის ახალი ბრაუზერი და მისი უსაფრთხოების სისტემა იქნება სრულიად დამოუკიდებელი და იზოლირებული ოპერაციული სისტემისგან. ფაქტიურად ეს იქნება ”ბრაუზერი-ოპერაციული სისტემა”.
Microsoft-ის ეს წამოწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრაუზერებისადმი ყურადღება ძალიან იზრდება და მომავალში ალბათ ბევრი ახალი იდეა და პროდუქტი იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიების მიერ.
22 February 2009
"1984"
Apple-ის სარეკლამო რგოლი (1984 წელი), რომელიც მიჩნეულია სარეკლამო ხელოვნების ერთ-ერთ შედევრად. რეკლამა აგებულია ჯორჯ ორუელის რომანის ”1984” მოტივებზე.
ტეგები:
ვიდეო,
ინფორმაციის პრეზენტაცია
20 February 2009
If You Give a Teacher a Mouse
ვიდეოში სახალისო ფორმით წარმოდგენილია ტექნოლოგიის ინტეგრაციის თანამედროვე კონცეფცია.
ტეგები:
ვიდეო,
ისტ ინტეგრაცია
ვიდეო ლექციები

საიტზე Academic Earth განთავსებულია სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტების (როგორიცაა MIT, Princeton, Berkeley, Harvard, Stanford, Yale) სალექციო კურსების ვიდეო ჩანაწერები. დღეისათვის საიტზე წარმოდგენილია კურსები 17 დისციპლინაში (ასტრონომია, ბიოლოგია, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და სხვა).
საკმაოდ სასარგებლო რესურსია მათთვის, ვინც თვითგანათლებაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი - მასწავლებლებისათვის და ინგლისურის მცოდნე ცნობისმოყვარე მოსწავლეებისათვის.
ტეგები:
სასარგებლო რესურსები,
უმაღლესი განათლება
18 February 2009
ინტერნეტის ისტორია
საინტერესო ვიდეო, რომელიც მოგვითხრობს ინტერნეტის ისტორიის შესახებ. რუსული თარგმანი.
ტეგები:
Web 2.0,
ეს საინტერესოა,
ვიდეო
სამი საძიებო სისტემა ერთში

Triplify არის ახალი საძიებო სისტემა, რომელიც ახდენს სამი ყველაზე რეინტიგული საძიებო სისტემის (Google, Yahoo, და MSN Live) ძიების შედეგების გაერთიანებას.
ტეგები:
ძებნა ინტერნეტში
საინტერესო საიტები - 18 თებერვალი, 09

100 Awesome Ivy League Video Lectures - 100 ვიდეოლექცია სხვადასხვა დისციპლინებში (ბუნიბისმეტყველება, ისტორია, ფინანსები, ტექნოლოგიები და სხვა).
ტეგები:
საინტერესო საიტები
სწრაფი ჩანაწერები - 18 თებერვალი, 09
მოსწავლე ორგანიზაციის მახასიათებლებია:
- ის მუდმივად თვალს ადევნებს ცვლილებებს გარე სამყაროში, რათა მოახდინოს მათზე ადექვატური სტრატეგიული რეაგირება;
- თანამშრომლები ჩართულნი არიან სტრატეგიულ დაგეგმვაში;
- თავისუფალი ინფორმაციული ნაკადები;
- კონტროლის და ანგარიშგების მარტივი და მკაფიოდ განსაზღვრული სისტემა;
- ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები ორგანიზაციის შიგნით;
- წახალისებების მოქნილი სისტემა;
- ღია და მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურები (სტრუქტურა უნდა იძლეოდეს ექსპერიმენტირების, ზრდის, თვითგანვითარების, თვითსწავლის შესაძლებლობას ორგანიზაციის ყველა წევრისათვის);
- შემოქმედებითი კლიმატი;
- პრობლემების სისტემატურ გადაჭრაზე;
- ახალი მიდგომების გამოყენებაზე;
- საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობილ სწავლებაზე;
- სხვების საქმიანობის საუკეთესო ნიმუშებისა და გამოცდილების გამოყენებაზე.
საინტერესო ციტატები:

თანამედროვე მზარდი ცვლილებების პირობებში უფრო მომგებიანია მუდმივი შეწყობა (ადაპტაცია) და არა მოქმედებათა ხისტი პროგრამა. ასეთი ცვლილებების პირობებში ადამიანის კარიერას დაგეგმვა შეუძლებელია. ამიტომ კარიერას არჩევა აღარ არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ბოლო დრომდე პროფესიული შეჯიბრის სული იყო წარმატების ყველაზე ჯანსაღი მოტივი. თანამედროვე საზოგადოება აღარ განიხილავს საკუთარ თავს ველურ ჯუნგლებად, ის გადაიქცა თანამეგობრობად, რომლის ევოლუცია პირდაპირ არის დამოკიდებული კოოპერაციაზე, განათლების გავრცელებაზე, პარტნიორობაზე.
სოციალური წარმატების ცნება იცვლება. თუ ადრე ამ ცნებასთან იყო ასოცირებული ჯილდოები, ყურადღება, თანამდებობები, მატერიალური კეთილდღეობა, დაცულობა და ძალაუფლება, დღეს სოციალური წარმატება ეფუძნება პირველ რიგში პირად მიღწევებს, მდიდარ პირად გამოცდილებას და პიროვნების მდიდარ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან და სხვა კულტურებთან, სიამოვნებას, რომელსაც ადამიანი იღებს კარგად გაკეთებული საქმისგან.
სწორედ აქედან გამომდინარე გაცილებით მნიშვნელოვანია მოსწავლის პოზიცია, მისი პირადი აზრი და არა ის, თუ რამდენად შეესაბამება მოსწავლის აზრი გარკვეულ ზოგად სტანდარტს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მოსწავლის დამოუკიდებლობას, მის სწრაფვას თვითრეალიზაციისაკენ.
ტეგები:
საინტერესო ჩანაწერები
17 February 2009
შუასაუკუნეების ხელნაწერთა ციფრული კატალოგი

საიტზე წარმოდგენილია ინტერნეტში ხელმისაწვდომი ძველებური მანუსკრიპტების ბმულები. საჭირო ხელნაწერის მოძებნა შესაძლებელია სათაურის, ავტორის, ქვეყნის ან ენის მიხედვით.
დღეისათვის ხელმისაწვდომია 1000-მდე წიგნი 59 ბიბლიოთეკიდან. წარმოდგენილია 193 ავტორის ხელნაწერი 20 ენაზე.
ძალიან საინტერესოა, მაგალითად, არისტოტელეს, მარკო პოლოს და სხვა ავტორების ხელნაწერთა ელექტრონული ასლების დათვალიერება, რომლებიც ადრე მხოლოდ ცალკეული ადამიანებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
ტეგები:
სასარგებლო რესურსები
16 February 2009
ადამიანების ძებნა ინტერნეტში

ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია საიტი Pipl.
ტეგები:
ძებნა ინტერნეტში
აშშ-ს განათლების სისტემის პრობლემები
ბილ გეიტსმაც ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომ მოსწავლეების 80% ვერ იღებს კარგ განათლებას. ახალგაზრდების 30% არ ამთავრებს საშუალო სკოლას. ახალგაზრდებში ღარიბ ოჯახებიდან ეს მაჩვენებელი 50% უახლოვდება.
განათლების სისტემის რეფორმირების გზებთან დაკავშირებული დებატები საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილია ორი მიდგომა: რადიკალური ცვლილებების და ზომიერი ცვლილებების. რადიკალები მოითხოვენ განათლების სისტემის სრულ ტრანსფორმაციას.
ერთ საკითხში ყველა თანხმდება, რომ რეფორმის მთავარი სუბიექტი მასწავლებელია, რომ საჭიროა ”დიდი მასწავლებლები”. ბილ გეიტსის სიტყვები: ”HAVING GREAT TEACHERS is the key”. ამისათვის საჭიროდ მიიჩნევენ, რომ მასწავლებლის ხელფასი მკაცრად იყოს მიბმული მისი მუშაობის შედეგებთან, თუმცა ამის განხორციელება საკმაოდ რთულია.
ასევე დიდ ყურადღებას იქცევს სკოლების ანგარიშგების პოლიტიკა. სკოლების შეფასება სტანდარტიზირებული ტესტების შედეგების მიხედვით, რომელიც დამკვიდრებულია აშშ-ს განათლების სისტემაში ბევრ კრიტიკას იწვევს. ალტერნატიული სისტემა ჯერ არ არის შემუშავებული. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დროში ალბათ ბევრი სიახლე იქნება. ერთი რამ უდავოა - სკოლების შეფასების ალტერნატიული სისტემა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე არსებული. საერთოდ უნდა ითქვას, რომ კარგი განათლების სისტემა სულ უფრო ძვირადღირებული ხდება. ეს ბევრ პრობლემას შეუქმნის ისეთ ღარიბ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. ამავე დროს განათლება ხდება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ეკონომიკის განვითარებისა.
მესამე პრობლემა, რომელიც იქცევს ყურადღებას, არის საგანმანათლებლო გარემო და საგანმანათლებლო რესურსები. აღნიშნავენ, რომ გარემო უნდა იყოს მოქნილი, ღია, მჭიდროდ დაკავშირებული რეალურ ცხოვრებასთან.
ტეგები:
განათლების რეფორმა,
დასავლეთის სკოლები
14 February 2009
ობამა ასრულებს დანაპირებს
ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებულია განათლება. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დაპირებად არ დარჩება. აშშ-ს ახალ განათლების მინისტრს Arne Duncan-ს გამოეყო 600 მილიონი დოლარი ინოვაციური შტატების, სასკოლო ოლქებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად. თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლების მინისტრის ფონდი აქამდე არასოდეს არ აღემატებოდა 30 მილიონ დოლარს, გასაგები გახდება რამდენად უპრეცედენტოა ეს დაფინანსება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაფინანსება განკუთვნილია ინოვაციური პროექტებისათვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაფინანსება განკუთვნილია ინოვაციური პროექტებისათვის.
ტეგები:
დასავლეთის სკოლები
04 February 2009
სწრაფი ჩანაწერები - 4 თებერვალი, 09
განათლების მიზანია ადამიანის კულტურის, მსოფლმხედველობის აღზრდა. ინტერნეტი მნიშვნელოვნად გვიადვილებს ინფორმაციის წვდომას, მაგრამ ეს ინფორმაცია ქაოტურია, არ არის ”სუფთა”. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინფორმაციის გაფილტვრა და სწორედ ეს უნდა ასწავლოს მას მასწავლებელმა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯერ არ ნიშნავს კარგ განათლებას. ინტერნეტის ეპოქაში ახალი ტიპის მასწავლებელია საჭირო. მას უნდა ჰქონდეს ახალი კომპეტენციები. მას უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან ერთად სწავლა. მას უნდა ესმოდეს ”ინტერნეტის ენა”.
სამუშაო ბაზარი დღეს მოითხოვს ადამიანისგან ინფორმაციის ანალიზის უნარს, პროექტულ აზროვნებას და გუნდური მუშაობის უნარს. მთავარია არა ცოდნის მოცულობა, არამედ ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი.
რაც უფრო ძვირდება ადამიანის შრომა და იაფდება მანქანება, ბიზნესს არ რჩება სხვა არჩევანი გარდა ავტომატიზაციისა. დაქირავებულთა რიცხვი სულ უფრო შემცირდება. დიდ ხელფასებს გადაიხდიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ქმნიან ძალიან მაღალ მოთხოვნად პროდუქციას. ასეთ კომპანიებს კი ინოვაციური და შემოქმედი ადამიანები დასჭირდებათ.
ჯერ კიდევ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ახალგაზრდებს ამზადებენ სტანდარტიზებული სამსახურებისათვის იმ სამყაროში, რომელიც მალე გარიყავს მათ, ვინც არ არის ინოვაციური.
უდიდესი უნივერსიტეტი ყველა ჩვენთაგანისათვის არის ინტერნეტის კონტენტი და ინტერნეტში ჩართული ადამიანები.
ძალიან მნიშვნელოვანია გავუღვიოთ მოსწავლეებს კითხვის აუცილებლობის შიდა მოტივაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მიაღწიოს მასწავლებელმა არის ის, რომ ჩაუნერგოს მოსწავლეებს იმის გრძნობა, რომ კითხვა აუცილებელი იქნება მათთვის მთელი ცხოვრების მანძილზე.
წიგნიერება დღეს უფრო ზუსტად შეიძლება გაიზომოს არა მხოლოდ მოსწავლის მიერ ”მოხმარებული” ტექსტებით, არამედ იმ ცოდნის პროდუქტებით, რომლებიც მან შექმნა.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ონლაინ კითხვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბეჭდვითი წყაროების კითხვისგან. ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ონლაინ კითხვის ეფექტიანი ხერხები.
სწავლა იწყება მაშინ, როცა ტოვებ საკლასო ოთახს, როცა იწყებ ადამიანებთან დისკუსიას იმაზე, თუ რა მოისმინე გაკვეთილებზე. საუბრისას შენ ითვისებ შენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. სწავლა არის მოძრაობა პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობამდე ანუ ”პროდუქტიული კვლევა”.
ტეგები:
საინტერესო ჩანაწერები
02 February 2009
Subscribe to:
Posts (Atom)