კალიფორნიის უნივერსიტეტმა შექმნა შუასაუკუნეების ხელნაწერთა ციფრული კატალოგი, რომელიც განთავსებულია საიტზე Catalogue of Digitized Medieval Manuscripts.
საიტზე წარმოდგენილია ინტერნეტში ხელმისაწვდომი ძველებური მანუსკრიპტების ბმულები. საჭირო ხელნაწერის მოძებნა შესაძლებელია სათაურის, ავტორის, ქვეყნის ან ენის მიხედვით.
დღეისათვის ხელმისაწვდომია 1000-მდე წიგნი 59 ბიბლიოთეკიდან. წარმოდგენილია 193 ავტორის ხელნაწერი 20 ენაზე.
ძალიან საინტერესოა, მაგალითად, არისტოტელეს, მარკო პოლოს და სხვა ავტორების ხელნაწერთა ელექტრონული ასლების დათვალიერება, რომლებიც ადრე მხოლოდ ცალკეული ადამიანებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
17 February 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment