კომპიუტერების ერა დასრულდა. დღეს მუშაობენ არა კომპიუტერები, არამედ კომუნიკაციები. ყალიბდება ქსელური ეკონომიკა და ქსელური განათლება.
განათლების მიზანია ადამიანის კულტურის, მსოფლმხედველობის აღზრდა. ინტერნეტი მნიშვნელოვნად გვიადვილებს ინფორმაციის წვდომას, მაგრამ ეს ინფორმაცია ქაოტურია, არ არის ”სუფთა”. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინფორმაციის გაფილტვრა და სწორედ ეს უნდა ასწავლოს მას მასწავლებელმა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჯერ არ ნიშნავს კარგ განათლებას. ინტერნეტის ეპოქაში ახალი ტიპის მასწავლებელია საჭირო. მას უნდა ჰქონდეს ახალი კომპეტენციები. მას უნდა შეეძლოს მოსწავლეებთან ერთად სწავლა. მას უნდა ესმოდეს ”ინტერნეტის ენა”.
სამუშაო ბაზარი დღეს მოითხოვს ადამიანისგან ინფორმაციის ანალიზის უნარს, პროექტულ აზროვნებას და გუნდური მუშაობის უნარს. მთავარია არა ცოდნის მოცულობა, არამედ ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი.
რაც უფრო ძვირდება ადამიანის შრომა და იაფდება მანქანება, ბიზნესს არ რჩება სხვა არჩევანი გარდა ავტომატიზაციისა. დაქირავებულთა რიცხვი სულ უფრო შემცირდება. დიდ ხელფასებს გადაიხდიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ქმნიან ძალიან მაღალ მოთხოვნად პროდუქციას. ასეთ კომპანიებს კი ინოვაციური და შემოქმედი ადამიანები დასჭირდებათ.
ჯერ კიდევ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ახალგაზრდებს ამზადებენ სტანდარტიზებული სამსახურებისათვის იმ სამყაროში, რომელიც მალე გარიყავს მათ, ვინც არ არის ინოვაციური.
უდიდესი უნივერსიტეტი ყველა ჩვენთაგანისათვის არის ინტერნეტის კონტენტი და ინტერნეტში ჩართული ადამიანები.
ძალიან მნიშვნელოვანია გავუღვიოთ მოსწავლეებს კითხვის აუცილებლობის შიდა მოტივაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მიაღწიოს მასწავლებელმა არის ის, რომ ჩაუნერგოს მოსწავლეებს იმის გრძნობა, რომ კითხვა აუცილებელი იქნება მათთვის მთელი ცხოვრების მანძილზე.
წიგნიერება დღეს უფრო ზუსტად შეიძლება გაიზომოს არა მხოლოდ მოსწავლის მიერ ”მოხმარებული” ტექსტებით, არამედ იმ ცოდნის პროდუქტებით, რომლებიც მან შექმნა.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ონლაინ კითხვა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბეჭდვითი წყაროების კითხვისგან. ამიტომ მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ ონლაინ კითხვის ეფექტიანი ხერხები.
სწავლა იწყება მაშინ, როცა ტოვებ საკლასო ოთახს, როცა იწყებ ადამიანებთან დისკუსიას იმაზე, თუ რა მოისმინე გაკვეთილებზე. საუბრისას შენ ითვისებ შენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. სწავლა არის მოძრაობა პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობამდე ანუ ”პროდუქტიული კვლევა”.
04 February 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment