მოსწავლე ორგანიზაციის მახასიათებლებია:
- ის მუდმივად თვალს ადევნებს ცვლილებებს გარე სამყაროში, რათა მოახდინოს მათზე ადექვატური სტრატეგიული რეაგირება;
- თანამშრომლები ჩართულნი არიან სტრატეგიულ დაგეგმვაში;
- თავისუფალი ინფორმაციული ნაკადები;
- კონტროლის და ანგარიშგების მარტივი და მკაფიოდ განსაზღვრული სისტემა;
- ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები ორგანიზაციის შიგნით;
- წახალისებების მოქნილი სისტემა;
- ღია და მოქნილი ორგანიზაციული სტრუქტურები (სტრუქტურა უნდა იძლეოდეს ექსპერიმენტირების, ზრდის, თვითგანვითარების, თვითსწავლის შესაძლებლობას ორგანიზაციის ყველა წევრისათვის);
- შემოქმედებითი კლიმატი;
- პრობლემების სისტემატურ გადაჭრაზე;
- ახალი მიდგომების გამოყენებაზე;
- საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობილ სწავლებაზე;
- სხვების საქმიანობის საუკეთესო ნიმუშებისა და გამოცდილების გამოყენებაზე.
საინტერესო ციტატები:
უნდა მოხდეს ძალაუფლების, დისციპლინისა და დომინირების ტრადიციული პირამიდას ტრანსფორმაცია უფრო ”ჰორიზონტალურ” სტრუქტურაში. ასეთ სტრუქტურაში ძალაუფლება, მოვალეობის გრძნობა, მეტოქეობა აღარ განაპირობებენ ადამიანების ქცევას. მათ ცვლის თანაგრძობა, შინაგანი მოტივაცია, პარტნიორული ურთიერთობები, თვითკონტროლი, თვითდისციპლინა და ერთობლივი საქმიანობა (სწორედ ამის დიდი დეფიციტია ქართულ საზოგადოებაში, რაც განაპირობებს ჩვენში არსებულ პრობლემებს. ვადაგასული დამოკიდებულებებით შეუძლებელია 21 საუკუნის სახელმწიფოს აშენება - ჯ.გ.).
თანამედროვე მზარდი ცვლილებების პირობებში უფრო მომგებიანია მუდმივი შეწყობა (ადაპტაცია) და არა მოქმედებათა ხისტი პროგრამა. ასეთი ცვლილებების პირობებში ადამიანის კარიერას დაგეგმვა შეუძლებელია. ამიტომ კარიერას არჩევა აღარ არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ბოლო დრომდე პროფესიული შეჯიბრის სული იყო წარმატების ყველაზე ჯანსაღი მოტივი. თანამედროვე საზოგადოება აღარ განიხილავს საკუთარ თავს ველურ ჯუნგლებად, ის გადაიქცა თანამეგობრობად, რომლის ევოლუცია პირდაპირ არის დამოკიდებული კოოპერაციაზე, განათლების გავრცელებაზე, პარტნიორობაზე.
სოციალური წარმატების ცნება იცვლება. თუ ადრე ამ ცნებასთან იყო ასოცირებული ჯილდოები, ყურადღება, თანამდებობები, მატერიალური კეთილდღეობა, დაცულობა და ძალაუფლება, დღეს სოციალური წარმატება ეფუძნება პირველ რიგში პირად მიღწევებს, მდიდარ პირად გამოცდილებას და პიროვნების მდიდარ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან და სხვა კულტურებთან, სიამოვნებას, რომელსაც ადამიანი იღებს კარგად გაკეთებული საქმისგან.
სწორედ აქედან გამომდინარე გაცილებით მნიშვნელოვანია მოსწავლის პოზიცია, მისი პირადი აზრი და არა ის, თუ რამდენად შეესაბამება მოსწავლის აზრი გარკვეულ ზოგად სტანდარტს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მოსწავლის დამოუკიდებლობას, მის სწრაფვას თვითრეალიზაციისაკენ.
2 comments:
საინტერესოა
http://en.wikipedia.org/wiki/The_Fifth_Discipline
Post a Comment