ძირითადი მიმართულებები:
- ეფექტიანი, სუფთა ენერგეტიკა;
- ეკონომიკის გარდაქმნა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საშუალებით;
- განათლება 21 საუკუნისათვის;
- ჯანდაცვის ღირებულების შემცირება;
- სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სხვა.
დიდი ყურადღება მიექცევა ეფქტიანი ენერგეტიკის შექმნას. გაიზრდება ენერგიის ალტერნატიული წყაროების კვლევებთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება.
6 მილიარდი დოლარი გამოიყოფა უკაბელო და სწრაფი ინტერნეტის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით დახარჯული თითოეული დოლარი ათმაგ მოგებას მოიტანს, აღნიშნულია გეგმაში. დიდი დახმარება გაეწევა ფუნდამენტალურ მეცნიერებას და ტექნიკას. განსაკუთრებით გამოყოფილია კვლევები ბიომედიცინის სფეროში.
განათლების სფეროში ინვესტიციები დაიხარჯება შემდეგი მიმართულებებით:
- სკოლების რეკონსტრუქცია და რემონტი (20 მლრდ. დოლარი);
- საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრაცია (1 მლრდ. დოლარი);
- სწავლის ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამების მხარდაჭერა;
- სწავლების დონის ამაღლების დაფინანსება და სხვა;
No comments:
Post a Comment