ამ ვებ-გვერდზე წარმოდგენილია საინტერესო მათემატიკური ფოკუსი.
ვებ-გვერდის მარცხენა ნაწილში წარმოდგენილია მაგიური სფერო, ხოლო მარჯვენა ნაწილში - მაგიური ცხრილი.
ფოკუსი მდგომარეობს შემდეგში: ჩავიფიქროთ ნებისმიერი ორნიშნა რიცხვი, გამოვთვალოთ ამ რიცხვის ციფრთა ჯამი და გამოვაკლოთ ეს ჯამი ჩაფიქრებულ რიცხვს. შედეგად მიღებული რიცხვი მოვძებნოთ ცხრილში და გარკვეული დროით მოვახდინოთ კონცენტრაცია ამ რიცხვის გვერდით მდებარე სიმბოლოზე. შემდეგ დავაწკაპუნოთ მაგიურ სფეროზე. სფეროზე აისახება სწორედ ის სიმბოლო, რომელზეც ვახდენდით კონცენტრაციას.
როგორ ახერხებს ამას კომპიუტერი?
14 March 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
მართლაც საინტერესო ფოკუსია. ეშმაკურად მოუფიქრებია გამკეთებელს. მათემატიკის მასწავლებლებს ვურჩევ, რომ ბავშვებს მისცენ დავალებად, იპოვონ ფოკუსის ახსნა.
:)საინტერესო ფოკუსია; ამ ფოკუსის ამოსახსნელად Excel-ის ცხრილსაც თუ შეადგენენ - ანუ ყველა ორნიშნა რიცხვზე ააგებენ ცხრილს - ამოხსნას იოლად იპოვნიან; ასე, რომ ინფორმატიკის გაკვეთილზეც შიძლება ამ ამოცანის ამოხსნა.
პატივისცემით შორენა აბესაძე
Post a Comment