22 December 2009

საინტერესო საიტები - 23 დეკემბერი, 09














Ninite
აქ თავმოყრილია სხვადასხვა სახის პოპულარული უფასო პროგრამები. შესაძლებელია ნებისმიერი მათგანის საიტიდან პირდაპირ კომპიუტერზე დაინსტალება.

Pixlr
ონლაინ გრაფიკული რედაქტორი. აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

საინტერესო საიტები - 22 დეკემბერი, 09

დიზაინი

Design You Trust

Delicious CSS - ლამაზი საიტების კატალოგი

The Raster Group - სხვადასხვა დიზაინერული იდეების კატალოგი

DeviantART

Designflavr

Creativestem

Behance

21 December 2009

Youtube-ის ხიტები - 21.12.2009

რობოტები ანადგურებენ ურუგვაის (4 მილიონი დათვალიერება)

13 December 2009

Время Картины Мира

საინტერესო ლექცია.



ინტერნეტის ერთი დღე

12 December 2009

How Much Information?

რამდენ და რა სახის ინფორმაციას მოიხმარენ ამერიკელები? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება მოვძებნოთ საინტერესო კვლევის ანგარიშში: ”How Much Information? 2009
Report on American Consumers”.


2008 წელს ამერიკელები მოიხმარდნენ ინფორმაციას 1,3 ტრილიონი საათის განმავლობაში ანუ საშუალოდ 12 საათი დღეში. მოხმარებულმა ინფორმაციამ შეადგინა 3.6 zettabyt-ი (1 zettabyt-ი შეადგენს მილიონ მილიონ გიგაბაიტს) და 10845 ტრილიონი სიტყვა, საშუალოდ 100500 სიტყვა ან 34 გიგაბაიტი ინფორმაცია ერთ მოქალაქეზე ერთ დღეში. კვლევა არ ითვალისწინებს სამსახურში მოხმარებულ ინფორმაციას.

1980 წლიდან მოხმარებული ინფორმაციის მოცულობა ყოველწლიურად 5,4 % - ით იზრდება.

კომპიუტერმა განაპირობა ის, რომ სიტყვების მესამედს და ბაიტების ნახევარს ადამიანი იღებს ინტერაქტიურ რეჟიმში.

კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები მეტს კითხულობენ. მართალია ბეჭდვითი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მოცულობა მცირდება, სამაგიეროდ იზრდება კომპიუტერით მიღებული ინფორმაციის მოცულობა. ეს კარგად ჩანს კითხვის ევოლუციის დიაგრამაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები ეხება საშუალო ამერიკელს. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, სურათი განსხვავებული იქნება. მაგალითად, თინეიჯერები გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ ტელევიზორის ყურებაში, ვიდრე ხანდაზმულები, სამაგიეროდ მეტ დროს უთმობენ კომპიუტერს და მობილურს.

კიდევ ერთი შენიშვნა. როგორც კვლევა აჩვენებს, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო მულტიმედიური ხდება. დღის განმავლობაში ინფორმაციას ვიღებთ მრავალი სახის წყაროდან. აქედან ინტერაქტიური წყაროების როლი სულ უფრო იზრდება.

რა ხდება ამ დროს სკოლებში? ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, ბავშვები ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ბეჭდვითი წყაროებიდან იღებენ. ანუ სკოლის გარეთ გვაქვს მულტიმედიური გარემო, ხოლო სკოლაში - მონომედიური.

რამდენად ადეკვატური შეიძლება იყოს განათლება ასეთ გარემოში?

11 December 2009

Youtube-ის ხიტები - 11.12.2009

4-5 წლის ბიჭუნა უკრავს ოთხსიმიან ჰავაიურ გიტარაზე (ukulele). ერთ კვირაში მილიონზე მეტი დათვალიერება.

09 December 2009

მომავლის ჟურნალი!?

დავაკვირდეთ ამ ვიდეოს. კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ იცვლება ტრადიციული მედია.



”ტექსტთან” მუშაობის ტრადიციული ფორმებიც რადიკალურად იცვლება. ამიტომ არის ყურადსაღები შემდეგი რჩევა (მომყავს ინგლისურად):

We need to stop paper training our students. We should spend less time training our students how to use paper, and more time helping them use digital tools to interact in meaningful and productive ways with the media forms of the day.

ასევე იცვლება ”წერის” კულტურა. წერა თანამედროვე გაგებით უფრო კომპლექსური პროცესია, ვიდრე უბრალოდ ტექსტზე მუშაობა. ციფრული ინსტრუმენტებით ”წერა” გულისხმობს სხვადასხვა მედიის შერწყმას საკუთარი აზრის გადმოსაცემად.

50 Best Websites 2009

2009 წლის საუკეთესო საიტების სია.

სკოლების აკრედიტაციის შესახებ

სკოლების აკრედიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, როგორც ჩანს, გაურკვეველი დროით გადაიდო. ალბათ ეს გამართლებულია, ვინაიდან სკოლების აკრედიტაციის პროექტი, ჩემი აზრით, საკმაოდ მოუმზადებელი იყო და გამოიწვევდა თვით ამ კარგი იდეის დისკრედიტაციას (სწორედ ასე მოხდა, მაგალითად, სამეურვეო საბჭოს, სკოლების კომპიუტერიზაციის, საგნების ინტეგრაციის და სხვა კარგი იდეების დისკრედიტაცია).

სკოლების აკრედიტაციასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითად, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება ამ კუთხით აშშ-ში.

ობამას ადმინისტრაციამ გამოყო 3,5 მილიარდი დოლარი ყველაზე წარუმატებელი სკოლების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის. აშშ-ში ასეთი სკოლების რაოდენობა 5000-ს შეადგენს (არსებული სკოლების 1%).

ეს თანხა გადაეცემა შტატებს, რომლებიც გამოაცხადებენ საგრანტო კონკურსებს სასკოლო ოლქებისათვის. ანუ ფულს მიიღებენ მხოლოდ ის ოლქები, რომლებიც წარადგენენ სკოლების განვითარების დასაბუთებულ და რეალისტურ გეგმებს.

სასკოლო ოლქებმა უნდა გამოავლინონ სკოლები, რომლებსაც ესაჭიროება მოდერნიზაცია და შესთავაზონ საგრანტო კომისიებს მოქმედებათა გეგმა წინასწარ განსაზღვრული ოთხი მოდელის შესაბამისად:

მოდელი 1: დირექტორისა და არანაკლებ მასწავლებელთა ნახევარის განთავისუფლება და სკოლის ხელახალი გახსნა ახალი პერსონალით;

მოდელი 2: სკოლის გადაცემა მართველობაში ჩარტერული სკოლების ოპერატორს ან სხვა რომელიმე ორგანიზაციას;

მოდელი 3: სკოლის დახურვა და მოსწავლეების გადანაწილება სასკოლო ოლქის უფრო წარმატებულ სკოლებში;

მოდელი 4: მხოლოდ დირექტორის განთავისუფლება და სკოლის განვითარება დასახული გეგმის მიხედვით.

08 December 2009

სწავლების სტრატეგიები და მეთოდები

ქვემოთ წარმოდგენილია კარგად სტრუქტურირებული, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებისა და მეთოდების სია.

როგორც წესი, მასწავლებლების ტრენინგების შინაარსი ამ სტრატეგიებისა და მეთოდების სხვადასხვა კომბინაციებს შეადგენს.

Direct Instruction:
  • Structured Overview
  • Lecture
  • Explicit Teaching
  • Drill & Practice
  • Compare & Contrast
  • Didactic Questions
  • Demonstrations
  • Guided & Shared - reading, listening, viewing, thinking
Interactive Instruction:
  • Debates
  • Role Playing
  • Panels
  • Brainstorming
  • Peer Partner Learning
  • Discussion
  • Laboratory Groups
  • Think, Pair, Share
  • Cooperative Learning Groups
  • Jigsaw
  • Problem Solving
  • Structured Controversy
  • Tutorial Groups
  • Interviewing
  • Conferencing
Indirect Instruction:
  • Problem Solving
  • Case Studies
  • Reading for Meaning
  • Inquiry
  • Reflective Discussion
  • Writing to Inform
  • Concept Formation
  • Concept Mapping
  • Concept Attainment
  • Cloze Procedure
Independent Study:
  • Essays
  • Computer Assisted Instruction
  • Journals
  • Learning Logs
  • Reports
  • Learning Activity Packages
  • Correspondence Lessons
  • Learning Contracts
  • Homework
  • Research Projects
  • Assigned Questions
  • Learning Centers
Experiential Learning:
  • Field Trips
  • Narratives
  • Conducting Experiments
  • Simulations
  • Games
  • Storytelling
  • Focused Imaging
  • Field Observations
  • Role-playing
  • Synectics
  • Model Building
  • Surveys
Instructional Skills:
  • Explaining
  • Demonstrating
  • Questioning
  • Questioning Technique
  • Wait Time
  • Levels of Questions

06 December 2009

ტექნოლოგიური სიახლეები - 6-12-09

შეიცვალა Google-ის მთავარი გვერდის დიზაინი. გვერდის ჩატვირთვისას მასზე აისახება მხოლოდ ლოგოტიპი, საძიებო სტრიქონი და ორი ღილაკი. Google-ის მენიუ და სხვა ბმულები გამოჩნდება მხოლოდ მაუსის ამოძრავების შემდეგ.

ამით Google-მა გაუსვა ხაზი, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - საძიებო სერვისია.

ნოემბერში Google-მა გამოაქვეყნა საკუთარი ოპერაციული სისტემა Chrome OS-ის კოდი და პარალელურად წარუდგინა ოპერაციული სისტემა საზოგადოებას.

Chrome OS-ის პოზიციონირება ძირითადად ხდება ნეტბუქების სექტორში. Google-ი გვთავაზობს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო სისტემას, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ Chrome ბრაუზერისგან შედგება.

Google-ის აზრით ნეტბუქები ძირითადად ინტერნეტში სამუშაოდ გამოიყენება, ამიტომ უნივერსალური ოპერაციული სისტემები მათთვის საკმაოდ ”მძიმეა”. Chrome OS-ში იშვება მხოლოდ ბრაუზერი, ხოლო გამოყენებითი პროგრამების როლს ვებ-პროგრამები ასრულებენ. სპეციალურ პანელზე სწორედ მათი პიქტოგრამებია წარმოდგენილი.

უფრო დაწვრილებით Chrome OS-ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

Google-ის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე - სურათების ძებნის ექსპერიმენტალური სერვისი Image Swirl.

ჩვენი მოთხოვნის შედეგად მივიღებთ მოძებნილი სურათების რამდენიმე ჯგუფს. თითოეულ ჯგუფში სურათები დაჯგუფებულია გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. ჯგუფზე დაწკაპუნებით ის დაიშლება ცალკეულ სურათებად და შეგვეძლება მათი დათვალიერება. ასევე გავხსნით სხვა ჯგუფებს.

Google-ის ბლოგში ამ სერვისის მუშაობის სადემონსტრაციოდ მოყვანილია ძებნის შედეგები მოთხოვნაზე washington.

05 December 2009

საინტერესო საიტები - 5 დეკემბერი, 09

Lessons of a Widowmaker (and Other Aircraft)

ავიაციის ისტორია ბავშვებისათვის (NASA-ს გაკვეთილები)

ZuiTube

ვიდეოების კოლექცია ბავშვებისათვის (მათ შორის მულტფილმები, სიმღერები და სხვა).


The Sun in Motion

დავაკვირდეთ მზეს.

39 Olympic Logos From 1924 to 2012

ოლიმპიადების ლოგოების კოლექცია.

Learn English Kids

British Council-ის მიერ დაფინანსებული საიტი, სადაც წარმოდგენილია მასალები (თამაშები, მოთხრობები, სიმღერები და სხვა), რომლებიც დაეხმარება ბავშვებს ინგლისურის შესწავლაში.

03 December 2009

სწრაფი ჩანაწერები - 3 დეკემბერი, 09

თითოეულ მოსწავლეს - ლეპტოპი (1:1 computing). ეს ინიციატივები სულ უფრო პოპულარული ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ მომავალი თაობების წინაშე.

რა თქმა უნდა, ამ პროგრამების მიზანი არ არის მხოლოდ კომპიუტერების დარიგება მოსწავლეთათვის. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანულად მოხდეს ამ ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეებმა ეფექტიანად გამოიყენონ სწავლაში მათი პოტენციალი .

მოვიყვან მოკლე ციტატებს ამ თემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი კონფერენციის მასალებიდან:

- ამ პროგრამების წარმატებისათვის სკოლებში, პირველ რიგში საჭიროა პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებული კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავება. სკოლის და სასკოლო თემის სუბიექტებს უნდა ავუხსნათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ და რატომ (ასეთი სტრატეგიები ჩვენი განათლების სისტემის რეფორმატორებსაც რომ შეემუშავებინათ, დღეს გაცილებით მდგრადი და ეფექტიანი იქნებოდა განათლების რეფორმა);

- რა სარგებელი მოაქვს პროგრამას მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის:
  • სწავლის ინდივიდუალიზაცია
  • სამართლიანი გარემო
  • ინფორმაციის წვდომა
  • კრეატულობა
  • ჩართულობა
  • ხალისით სწავლა
- ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა კლასში თითოეულ მოსწავლეს აქვს საკუთარი ლეპტოპი, მასწავლებელი რწმუნდება, რომ საჭიროა მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ტრადიციულ პრაქტიკაში. იცვლება ის თუ
  • როდის ვასწავლოთ
  • სად ვასწავლოთ
  • რა ვასწავლოთ
  • და რაც მთავარია - როგორ ვასწავლოთ
ფაქტიურად უნდა მოხდეს საკლასო პრაქტიკის ტრანსფორმაცია ანუ მოსწავლის სწავლის რეკონცეპტუალიზაცია. (ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ სწორედ ეს შეადგენს თანამედროვე განათლების რეფორმის არსს და არა გაუთავებელი მსჯელობა, თუ რა გამოცდები უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა, უნდა მოხდეს თუ არა მასწავლებლების ატესტაცია, სკოლების აკრედიტაცია, უფასოდ უნდა დაურიგდეთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოები, თუ რაიმე სხვა წესით . . .);

- მოსწავლეები მზად არიან გახდნენ ისტორიკოსები და არა უბრალოდ გაიზეპირონ ისტორიული ფაქტები;

- იმპერატივები, რომლებიც განაპირობენ განათლების ახალ ხედვას:
  • ეკონომიკური იმპერატივი
  • უნივერსალური განათლების მოდელი, რომელიც სულ უფრო არაადექვატური ხდება
  • განათლების გლობალიზაცია (თავისუფალი წვდომარესურსების, ექსპერტების და იდეების)
  • ციფრული ცხოვრების სტილი: მულტი-მოდალური, მულტი-წიგნიერი, მულტი-ამოცანებით - სწავლის ახალ მედიუმთან მუდმივი კავშირი
- იცვლება უნარების მოთხოვნა ბაზარზე.
ის უნარები, რომელთა სწავლა და შემდეგ ტესტებით შემოწმება არის ადვილი, ასევე ადვილად ექვემდებარება ავტომატიზაციას და კომპიუტერით შეცვლას.

- ჩვენ ყველამ გავიარეთ ის ეტაპი, როცა აქტიურად ვიყენებდით სხვადასხვა მასწავლ პროგრამებს და სასწავლო თამაშებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ მუშაობს;

- დღეს პოპულარულია ბლოგები, ვიკი და სხვა ინსტრუმენტები. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია;

- დღეს ინტერნეტი ეჭვქვეშ აყენებს
  • სწავლის ტრადიციულ მიდგომებს
  • ჩვენს წარმოდგენებს საკლასო ოთახსა და სწავლებაზე
  • ჩვენს წარმოდგენებს ზოგადად ცოდნაზე
- უნდა მოხდეს ხელახალი გააზრება სწავლისა და სწავლების. ეს მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას. რას იტყოდით ერთობლივ სადოქტორო დისერტაციებზე?

- დღეს ადამიანს მოეთხოვება უნარი შეძლოს იმის გაკეთება, რის კეთებაც არ უსწალია;

- სკოლების კომპიუტერიზაციის დონის დასადგენად ხშირად გამოიყენებენ ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა მოსწავლეებისა და კომპიუტერების შეფარდება (5:1, 3:1 და ა.შ.). ამასთან საინტერესოა ასეთი ციფრები: აშშ-ში ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მოსწავლეების 59% ატარებს სკოლაში კომპიუტერთან საშუალოდ 55 წუთს კვირაში.

- რა არის კომპიუტერი:
  • ინსტრუმენტი, რომლის მუზიკას იდეები წარმოადგენენ
  • ფანტაზიის მანქანა
- სინგაპურის განათლების მინისტრის (Dr Ng Eng hen) ხედვა განათლების სისტემის ამოცანებისა:
  1. თვითმართვადი სწავლის კომპეტენციების გაძლიერება მოსწავლეებში
  2. სასწავლო პროცესის მორგება თითოეულ მოსწავლეზე, რათა მან მიაღწიოს შესაძლებლობების მაქსიმუმს
  3. მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გააღრმავონ და გააფართოვონ სწავლა
  4. სწავლა ყველგან (learn anywhere)
ძნელად წარმოსადგენია მთავრობის წარმომადგენლის ამაზე უფრო რადიკალური ხედვა. როდის მოვესწრებით, როცა ჩვენი მინისტრებიც ამ კატეგორიებით იმსჯელებენ? არ არის გასაკვირვი, რომ სინგაპურში 1:1 computing პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინერგება.

ჩვენ ხშირად ირონიულად ვახსენებთ ხოლმე აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს. ქვემოთ მომყავს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია ურუგვაიში მიმდინარე პროექტზე, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.

02 December 2009

ობამას გამოსვლის ”ღრუბელი”

1 დეკემბერს ობამას ჰქონდა ავღანეთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოსვლა.

ინტერნეტში შემხვდა ამ გამოსვლის ”სიტყვების ღრუბელი”, რომელიც მიღებულია ძალიან საინტერესო ინტერნეტ-პროგრამის Wordle-ის საშუალებით (Wordle-ლი, მიწოდებული ტექსტის საფუძველზე, ტეგების ღრუბლის მსგავსად, ქმნის ტექსტის ”სიტყვების ღრუბელს”).












ამ ”ღრუბლიდან” ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პრობლემები აწუხებს ამერიკის პრეზიდენტს.

ობამას გამოსვლის სრული ტექსტი იხილეთ აქ.