
Report on American Consumers”.
2008 წელს ამერიკელები მოიხმარდნენ ინფორმაციას 1,3 ტრილიონი საათის განმავლობაში ანუ საშუალოდ 12 საათი დღეში. მოხმარებულმა ინფორმაციამ შეადგინა 3.6 zettabyt-ი (1 zettabyt-ი შეადგენს მილიონ მილიონ გიგაბაიტს) და 10845 ტრილიონი სიტყვა, საშუალოდ 100500 სიტყვა ან 34 გიგაბაიტი ინფორმაცია ერთ მოქალაქეზე ერთ დღეში. კვლევა არ ითვალისწინებს სამსახურში მოხმარებულ ინფორმაციას.
1980 წლიდან მოხმარებული ინფორმაციის მოცულობა ყოველწლიურად 5,4 % - ით იზრდება.
კომპიუტერმა განაპირობა ის, რომ სიტყვების მესამედს და ბაიტების ნახევარს ადამიანი იღებს ინტერაქტიურ რეჟიმში.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მონაცემები ეხება საშუალო ამერიკელს. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის, სურათი განსხვავებული იქნება. მაგალითად, თინეიჯერები გაცილებით ნაკლებ დროს ხარჯავენ ტელევიზორის ყურებაში, ვიდრე ხანდაზმულები, სამაგიეროდ მეტ დროს უთმობენ კომპიუტერს და მობილურს.
კიდევ ერთი შენიშვნა. როგორც კვლევა აჩვენებს, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო მულტიმედიური ხდება. დღის განმავლობაში ინფორმაციას ვიღებთ მრავალი სახის წყაროდან. აქედან ინტერაქტიური წყაროების როლი სულ უფრო იზრდება.
რა ხდება ამ დროს სკოლებში? ყოველდღიური ცხოვრებისგან განსხვავებით, ბავშვები ინფორმაციის უდიდეს ნაწილს ბეჭდვითი წყაროებიდან იღებენ. ანუ სკოლის გარეთ გვაქვს მულტიმედიური გარემო, ხოლო სკოლაში - მონომედიური.
რამდენად ადეკვატური შეიძლება იყოს განათლება ასეთ გარემოში?
No comments:
Post a Comment