შეიცვალა Google-ის მთავარი გვერდის დიზაინი. გვერდის ჩატვირთვისას მასზე აისახება მხოლოდ ლოგოტიპი, საძიებო სტრიქონი და ორი ღილაკი. Google-ის მენიუ და სხვა ბმულები გამოჩნდება მხოლოდ მაუსის ამოძრავების შემდეგ.
ამით Google-მა გაუსვა ხაზი, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - საძიებო სერვისია.
ნოემბერში Google-მა გამოაქვეყნა საკუთარი ოპერაციული სისტემა Chrome OS-ის კოდი და პარალელურად წარუდგინა ოპერაციული სისტემა საზოგადოებას.
Chrome OS-ის პოზიციონირება ძირითადად ხდება ნეტბუქების სექტორში. Google-ი გვთავაზობს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო სისტემას, რომელიც ფაქტიურად მხოლოდ Chrome ბრაუზერისგან შედგება.
Google-ის აზრით ნეტბუქები ძირითადად ინტერნეტში სამუშაოდ გამოიყენება, ამიტომ უნივერსალური ოპერაციული სისტემები მათთვის საკმაოდ ”მძიმეა”. Chrome OS-ში იშვება მხოლოდ ბრაუზერი, ხოლო გამოყენებითი პროგრამების როლს ვებ-პროგრამები ასრულებენ. სპეციალურ პანელზე სწორედ მათი პიქტოგრამებია წარმოდგენილი.
უფრო დაწვრილებით Chrome OS-ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
Google-ის კიდევ ერთი საინტერესო სიახლე - სურათების ძებნის ექსპერიმენტალური სერვისი Image Swirl.
ჩვენი მოთხოვნის შედეგად მივიღებთ მოძებნილი სურათების რამდენიმე ჯგუფს. თითოეულ ჯგუფში სურათები დაჯგუფებულია გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით. ჯგუფზე დაწკაპუნებით ის დაიშლება ცალკეულ სურათებად და შეგვეძლება მათი დათვალიერება. ასევე გავხსნით სხვა ჯგუფებს.
Google-ის ბლოგში ამ სერვისის მუშაობის სადემონსტრაციოდ მოყვანილია ძებნის შედეგები მოთხოვნაზე washington.
06 December 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment