რა თქმა უნდა, ამ პროგრამების მიზანი არ არის მხოლოდ კომპიუტერების დარიგება მოსწავლეთათვის. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ორგანულად მოხდეს ამ ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეებმა ეფექტიანად გამოიყენონ სწავლაში მათი პოტენციალი .
მოვიყვან მოკლე ციტატებს ამ თემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი კონფერენციის მასალებიდან:
- ამ პროგრამების წარმატებისათვის სკოლებში, პირველ რიგში საჭიროა პროგრამის რეალიზაციასთან დაკავშირებული კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავება. სკოლის და სასკოლო თემის სუბიექტებს უნდა ავუხსნათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ და რატომ (ასეთი სტრატეგიები ჩვენი განათლების სისტემის რეფორმატორებსაც რომ შეემუშავებინათ, დღეს გაცილებით მდგრადი და ეფექტიანი იქნებოდა განათლების რეფორმა);
- რა სარგებელი მოაქვს პროგრამას მოსწავლეებისათვის და მასწავლებლებისათვის:
- სწავლის ინდივიდუალიზაცია
- სამართლიანი გარემო
- ინფორმაციის წვდომა
- კრეატულობა
- ჩართულობა
- ხალისით სწავლა
- როდის ვასწავლოთ
- სად ვასწავლოთ
- რა ვასწავლოთ
- და რაც მთავარია - როგორ ვასწავლოთ
- მოსწავლეები მზად არიან გახდნენ ისტორიკოსები და არა უბრალოდ გაიზეპირონ ისტორიული ფაქტები;
- იმპერატივები, რომლებიც განაპირობენ განათლების ახალ ხედვას:
- ეკონომიკური იმპერატივი
- უნივერსალური განათლების მოდელი, რომელიც სულ უფრო არაადექვატური ხდება
- განათლების გლობალიზაცია (თავისუფალი წვდომარესურსების, ექსპერტების და იდეების)
- ციფრული ცხოვრების სტილი: მულტი-მოდალური, მულტი-წიგნიერი, მულტი-ამოცანებით - სწავლის ახალ მედიუმთან მუდმივი კავშირი
ის უნარები, რომელთა სწავლა და შემდეგ ტესტებით შემოწმება არის ადვილი, ასევე ადვილად ექვემდებარება ავტომატიზაციას და კომპიუტერით შეცვლას.
- ჩვენ ყველამ გავიარეთ ის ეტაპი, როცა აქტიურად ვიყენებდით სხვადასხვა მასწავლ პროგრამებს და სასწავლო თამაშებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ მუშაობს;
- დღეს პოპულარულია ბლოგები, ვიკი და სხვა ინსტრუმენტები. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია;
- დღეს ინტერნეტი ეჭვქვეშ აყენებს
- სწავლის ტრადიციულ მიდგომებს
- ჩვენს წარმოდგენებს საკლასო ოთახსა და სწავლებაზე
- ჩვენს წარმოდგენებს ზოგადად ცოდნაზე
- დღეს ადამიანს მოეთხოვება უნარი შეძლოს იმის გაკეთება, რის კეთებაც არ უსწალია;
- სკოლების კომპიუტერიზაციის დონის დასადგენად ხშირად გამოიყენებენ ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა მოსწავლეებისა და კომპიუტერების შეფარდება (5:1, 3:1 და ა.შ.). ამასთან საინტერესოა ასეთი ციფრები: აშშ-ში ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მოსწავლეების 59% ატარებს სკოლაში კომპიუტერთან საშუალოდ 55 წუთს კვირაში.
- რა არის კომპიუტერი:
- ინსტრუმენტი, რომლის მუზიკას იდეები წარმოადგენენ
- ფანტაზიის მანქანა
- თვითმართვადი სწავლის კომპეტენციების გაძლიერება მოსწავლეებში
- სასწავლო პროცესის მორგება თითოეულ მოსწავლეზე, რათა მან მიაღწიოს შესაძლებლობების მაქსიმუმს
- მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გააღრმავონ და გააფართოვონ სწავლა
- სწავლა ყველგან (learn anywhere)
ჩვენ ხშირად ირონიულად ვახსენებთ ხოლმე აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს. ქვემოთ მომყავს პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია ურუგვაიში მიმდინარე პროექტზე, რომელსაც უშუალოდ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.
No comments:
Post a Comment