01 September 2009

ონლაინ განათლება ტრადიციულზე ეფექტიანია

აშშ-ს განათლების დეპარტამენტის დაკვეთით SRI International-მა ჩაატარა საკმაოდ ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანი იყო ონლაინ სწავლების ეფექტიანობის დადგენა და მისი შედარება ტრადიციულ საკლასო სწავლებასთან. კვლევის შედეგები 2009 წელს გამოქვეყნდა.

საკმაოდ საინტერესოა კვლევის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საშუალოდ ონლაინ სწავლების პირობებში მყოფი მოსწავლეების შედეგები უფრო მაღალია , ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ტრადიციულ საკლასო გარემოში სწავლობდნენ.

კვლევა მიმდინარეობდა 1996-2008 წლების განმავლობაში და მოიცავდა როგორც სკოლების მოსწავლეებს, ასევე კოლეჯების სტუდენტებსა და ზრდასრულთა განათლების სხვადასხვა კურსების მსმენელებს. ამ პერიოდში ჩატარდა დიდი რაოდენობის კვლევები, რომლებიც ახდენდნენ ონლაინ და საკლასო სწავლების ეფექტიანობის რიცხობრივ შედარებას. შედეგად დადგინდა, რომ ონლაინ სწავლებაში ჩართული საშუალო მოსწავლის შედეგი შეადგენდა 59%, ხოლო ტრადიციული სწავლების პირობებში საშუალო მოსწავლის შედეგი მხოლოდ 50% აღწევდა.

რა თქმა უნდა ეს შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალვე უნდა დავემშვიდობოთ საკლასო ოთახებს, მაგრამ უდავოა, რომ უახლოეს წლებში ონლაინ სწავლა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

ონლაინ სწავლის ეფექტიანობა განსაკუთრებით იზრდება Web 2.0-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინაიდან ეს ტექნოლოგიები სწავლის თითოეულ მოსწავლეზე მორგების ოპტიმალურ საშუალებებს გვაძლევენ. ასეთი შესაძლებლობები ტრადიციულ საკლასო გარემოს არ გააჩნია.

ბევრი მეცნიერი და პრაქტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია სწრაფად განვითარდება. ონლაინ გარემოში მოსწავლეები ერთმანეთისა და მასწავლებლების დახმარებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად აითვისებენ სხვადასხვა საგნების საფუძვლებს, ხოლო საკლასო ოთახში დროს ძირითადად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას დაუთმობენ.

31 August 2009

მე შენი მჯერა . . .

დავიწყოთ სასწავლო წელი სიმღერით.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი თითოეული მოსწავლისადმი განეწყობა სიმღერის ამ სიტყვების შესაბამისად:

”მე შენი მჯერა, მიჰყევი შენს ოცნებებს, გახდი სიკეთის ანგელოზი ...
შენ ყველაფერს შეძლებ”.


Lonely the path you have chosen
A restless road, no turning back
One day you will find your light again
Don't you know
Don't let go the chance
Follow your heart
Let your love lead through the darkness
Back to a place you once knew
I believe I believe I believe in you
Follow your dreams
Be yourself an angel of kindness
There's nothing that you cannot do
I believe I believe I believe in you

Someday I'll find you
Someday you'll find me too
And when I hold you close
I know that it's true
Follow your heart
Let your love lead through the darkness
Back to a place you once knew
I believe I believe I believe in you
Follow your dreams
Be yourself an angel of kindness
There's nothing that you cannot do
I believe I believe I believe in you
I believe I believe I believe in you
I believe I believe I believe in you...

ასეთი დამოკიდებულების მაგალითი:

... полтора года назад из зимнего лагеря Школы Самоопределения Маша привезла розовый листочек формата А5 — записочку: «Ты, Маша, хорошая девочка, умная, веселая, и всегда будь такой…». Вожатая написала. Сохранилась ли записочка в мусорном архиве Маши, не знаю. Но тогда, после лагеря, она ее всем показывала и была счастлива за себя. Вожатая, может быть, без опыта и образования, смогла сделать то, то Школа с директорами, методистами и учителями — вся королевская рать — не умеет делать. Если, допустим, по итогам четверти или месяца ученик получает такую записочку с теплыми словами — может, и оценка не так нужна…

05 August 2009

საინტერესო დიაგრამები

სხვადასხვა ქვეყნებში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ამსახველი დიაგრამა.


საინტერესო ინტერაქტიური დიაგრამა წარმოდგენილია ასევე ამ საიტზე:
http://www.nytimes.com/interactive/2009/07/31/business/20080801-metrics-graphic.html?

დაიგრამაზე აისახება თუ რას აკეთებენ აშშ-ს მოქალაქეები დღე-ღამის განმავლობაში. მონაცემების გამოტანა შესაძლებელია სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა ასაკი, სქესი, რასა და სხვა.

მაგალითად, საკმაოდ მოულოდნელია ის, რომ 15-24 წლის ახალგაზრდები დღე-ღამის მხოლოდ 2-3% უთმობენ კომპუტერთან მუშაობას. ტელევიზორის ყურების მაჩვენებელი 27%-მდე ადის. (როგორც ჩანს ამერიკელი ახალგაზრდებისათვის ინტერნეტი ჯერ ”უბედურებად” არ ქცეულა).

დიაგრამის გამოყენებით მოსწავლეებს საკმაოდ საინტერესო გამოკვლევების ჩატარება შეუძლიათ. საერთოდ ეს დიაგრამა მონაცემების ვიზუალიზაციის ძალიან კარგი ნიმუშია.

31 July 2009

უკომენტაროდ

გუშინ ვკითხულობდი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალ ”მასწავლებლის” მეშვიდე ნომერს.

ქალბატონ ნაირა გელაშვილის ინტერვიუში ”თუ სკოლა არ შეიცვალა . . .” შემხვდა ასეთი სიტყვები:
. . . კომპიუტერიცა და ტელევიზიაც ნარკოტიკებადაა ქცეული, ასეთი დოზით და ასეთი შინაარსით ისინი ყველას ფსიქიკას ასახიჩრებენ. . . . თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. ჩემი გერმანელი მეგობრები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, სკოლის მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ინტერნეტი და ტელევიზორი მოწაფისა და მასწავლებლის უბედურებად იქცა.
კომენტარი მკითხველისთვის მიმინდია.
საერთოდ ეს ძალიან საინტერესო დისკუსიის თემაა.

მომავლის წიგნები

საინტერესო პროგნოზი შემხვდა ერთ-ერთ ბლოგში, რომელიც შეეხება გამომცემლობებისა და წიგნების მომავალს.

ამ პროგნოზის თანახმად, 10-15 წლის შემდეგ (შეიძლება უფრო ადრეც), წიგნების უმრავლესობა გაიყიდება ელექტრონულ ფორმატში. როგორც ვარაუდობენ ამ დროისათვის შეიქმნება ელექტრონული წიგნების წამკითხავი იაფი და მოხერხებული მოწყობილობები, შემუშავდება ელექტრონული წიგნების გავრცელების ერთიანი ფორმატი და წიგნების პუბლიკაციისა და გაყიდვის ერთიანი პლატფორმა, ადამიანებს ჩვევად ექცევად ელექტრონული წიგნების ყიდვა და კითხვა.

ამას ხელს შეუწყობს სკოლების მასიური გადასვლა ელექტრონული სახელმძღვანელოების გამოყენებაზე. შესაძლებელი გახდება ყოველ წელს ელექტრონული წიგნების წამკითხავ მოწყობილობაში მოსწავლესათვის საჭირო სახელმძღვანელოების, დამხმარე მასალების, ენციკლოპედიაბის, ლექსიკონებისა და სხვა სასწავლო მასალების ჩატვირთვა. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის და გააიაფებს სახელმძღვანელოების შექმნისა და დისტრიბუციის პროცესს.

ტექსტის გარდა ასეთი მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრული მულტიმედიური კურსების გაცნობა, ტესტების შესრულება და სხვა. მოწყობილობას შეიძლება ჰქონდეს ასევე ელექტრონული დღიურის ფუნქციები.

მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ელექტრონული წიგნების გავრცელება შეზღუდავს გამომცემლობების მონოპოლიას. ავტორს თვითონ ექნება წიგნის გამოცემისა და მისი მკითხველამდე მიტანის შესაძლებლობა.

ინტერნეტში ჩართული ასეთი მოწყობილობა ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი იქნება მოსწავლის ხელში.

დინამიური არქიტექტურა

ინივაციური აზროვნების საინტერესო ნიმუში: დინამიური არქიტექტურა
  • შენობები თვითონ აწარმოებენ საჭირო ელექტროენერგიას
  • შენების ღირებულება და დრო მნიშვნელოვნად მცირდება
  • მოძრავი იატაკი შეიძლება შეიცავდეს ავტოფარეხს, საცურაო აუზს და სხვა

01 July 2009

Firefox 3.5

30 ივნისს ფონდ Mozilla Foundation-მა გამოაქვეყნა საკუთარი ბრაუზერის ახალი ვერსია - Firefox 3.5. ბრაუზერის საინსტალაციო ფაილის გადმოწერა შესაძლებელია ამ საიტიდან.







ახალი ვერსია გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • HTML 5-ის სტანდარტის მხარდაჭერა
  • გაზრდილი სისწრაფე (Firefox 3-ზე ორჯერ უფრო სწრაფია, ხოლო Internet Explorer 8-ზე - სამჯერ სწრაფია)
  • ძალიან სასარგებლოა ვებ-გვერდების პრივატული დათვალიერების ფუნქცია