აშშ-ს განათლების დეპარტამენტის დაკვეთით SRI International-მა ჩაატარა საკმაოდ ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანი იყო ონლაინ სწავლების ეფექტიანობის დადგენა და მისი შედარება ტრადიციულ საკლასო სწავლებასთან. კვლევის შედეგები 2009 წელს გამოქვეყნდა.
საკმაოდ საინტერესოა კვლევის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საშუალოდ ონლაინ სწავლების პირობებში მყოფი მოსწავლეების შედეგები უფრო მაღალია , ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ტრადიციულ საკლასო გარემოში სწავლობდნენ.
კვლევა მიმდინარეობდა 1996-2008 წლების განმავლობაში და მოიცავდა როგორც სკოლების მოსწავლეებს, ასევე კოლეჯების სტუდენტებსა და ზრდასრულთა განათლების სხვადასხვა კურსების მსმენელებს. ამ პერიოდში ჩატარდა დიდი რაოდენობის კვლევები, რომლებიც ახდენდნენ ონლაინ და საკლასო სწავლების ეფექტიანობის რიცხობრივ შედარებას. შედეგად დადგინდა, რომ ონლაინ სწავლებაში ჩართული საშუალო მოსწავლის შედეგი შეადგენდა 59%, ხოლო ტრადიციული სწავლების პირობებში საშუალო მოსწავლის შედეგი მხოლოდ 50% აღწევდა.
რა თქმა უნდა ეს შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალვე უნდა დავემშვიდობოთ საკლასო ოთახებს, მაგრამ უდავოა, რომ უახლოეს წლებში ონლაინ სწავლა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
ონლაინ სწავლის ეფექტიანობა განსაკუთრებით იზრდება Web 2.0-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინაიდან ეს ტექნოლოგიები სწავლის თითოეულ მოსწავლეზე მორგების ოპტიმალურ საშუალებებს გვაძლევენ. ასეთი შესაძლებლობები ტრადიციულ საკლასო გარემოს არ გააჩნია.
ბევრი მეცნიერი და პრაქტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია სწრაფად განვითარდება. ონლაინ გარემოში მოსწავლეები ერთმანეთისა და მასწავლებლების დახმარებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად აითვისებენ სხვადასხვა საგნების საფუძვლებს, ხოლო საკლასო ოთახში დროს ძირითადად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას დაუთმობენ.
01 September 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment