21 September 2009

ანტივირუსი Microsoft-ისგან

Microsoft-ის განცხადებით რამდენიმე კვირაში გამოვა მის მიერ შექმნილი ანტივირუსის ფინალური ვერსია. ანტივირუსი სახელწოდებით Microsoft Security Essentials უფასოდ გავრცელდება. მისი გამოყენება შეეძლებათ Windows 7, Vista-ს და XP-ის მომხმარებლებს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისათვის. სასკოლო კომპიუტერებზე Windows-ის ოპერაციული სისტემის დაყენებასთან დაკავშირებით ბევრს აშინებს ვირუსების პრობლემა. ალბათ Microsoft-ის უფასო ანტივირუსი გაგვიადვილებს ამ პრობლემის მოგვარებას.

No comments: