როგორც მედიის საშუალებები იუწყებიან, აშშ-მ გადაწყვიტა რევოლუცია მოახდინოს სამთავრობო ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში. მათ მიერ ანონსირებულია ”ღრუბლიანი” სერვისი Apps.gov, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაში.
სერვისი განთავსდება ერთ სისტემაში გაერთიანებულ მრავალრიცხოვან სერვერებზე და გაუნაწილებს რესურსებს მის მომხმარებლებს. ფედერალურ სტრუქტურებს აღარ დასჭირდებათ დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემების შექმნა და მათი მომსახურება. ახალი სერვისი თვითონ შეასრულებს ამ ამოცანებს და შესთავაზებს მომხმარებლებს მრავალფეროვან მზა პროდუქტებს. შედეგად ბიუჯეტი მიიღებს უდიდეს ეკონომიას.
საინტერესოა, რომ ექსპერტებმა სამთავრობო სტრუქტურებში ბლოგების წარმოების პლატფორმად შეარჩიეს Blogger.com-ი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გაცილებით მოხერხებული და მომგებიანია ინტერნეტში არსებული გამოცდილი, საიმედო, მზა Web 2.0 სერვისების გამოყენება და არა საკუთარი კუსტარული ინსტრუმენტების შექმნა.
21 September 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
ვეთანხმები ბოლო წინადადებას!
Post a Comment