11 March 2011
09 March 2011
სტივ ჯობსის დარიგება
სტივ ჯობსის გამოსვლა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წინაშე 2005 წელს. ძალიან სასარგებლო რჩევებს აძლევს ახალგაზრდებს.
ნაწილი 1.
ნაწილი 2.
ნაწილი 1.
ნაწილი 2.
06 March 2011
iPad 2 – პოსტკომპიუტერული მსოფლიოს დასაწყისი!?
iPad–ის ახალი ვერსია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:
- პლანშეტის წონა შეადგენს 600 გრამზე ოდნავ მეტს, რაც 16% ნაკლებია, ვიდრე პირველ ვერსიას ჰქონდა;
- სისქე შეადგენს 8,8 მილიმეტრს, რაც მესამედით ნაკლებია;
- ეკრანის ზომა არ შეცვლილა და შეადგენს 9,7 დიუმს;
- iPad 2 აღიჭურვა ორი ვიდეოკამერით, რომლებიც ძირითადად ვიდეოზარებისთვისაა განკუთვნილი;
- პროცესორი შეიცვალა ორბირთვიანი პროცესორით A5, რამაც ორჯერ გაზარდა გამოთვლების სისწრაფე, ხოლო გრაფიკასთან მუშაობის სისწრაფე 9–ჯერ გაიზარდა.
ჩემი აზრით პლანშეტი ძალიან ეფექტიანი იქნება განათლებაში. ამას შემდეგი ფაქტიც ადასტურებს:
1968 წლის ნოემბერში, 28 წლის ამერიკელმა ინჟინერმა და მეცნიერმა ალან კეიმ, რომელიც იმ დროს Xerox–ის ლაბორატორიაში მუშაობდა გამოაქვეყნა სტატია "პერსონალური კომპიუტერი ყველა ასაკის ბავშვებისათვის". სტატიის საილუსტრაციოდ მან ქვემოთ წარმოდგენილი სურათი გამოიყენა.
როგორც ვხედავთ ბავშვებს სწორედ პლანშეტისმაგვარი კომპიუტერები უჭირავთ ხელში (არ დაგვავიწყდეს, რომ იმ დროს არსებული კომპუტერები რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებდნენ). კეის აზრით ასეთ კომპიუტერებს ბავშვები გამოიყენებენ საკუთარი განვითარებისათვის, შექმნიან საკუთარ თამაშებს, რესურსებს, მოახდენენ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, ჩაერთვებიან საინფორმაციო ქსელებში. მოკლედ, ბავშვები თვითონ მართავენ საკუთარ სწავლას. ამ კომპიუტერისათვის კეიმ გამოიგონა სპეციალური ტერმინი Dynabook (დინამიური წიგნი).წინასწარმეტყველების საოცარი მაგალითია. იმედია მომავალი თაობის პლანშეტები კეის იდეების განხორციელებას შეუწყობენ ხელს.
ალან კეის საუბარი TED–ზე.
ტეგები:
Apple,
Hardware,
ისტ ინტეგრაცია
21 February 2011
PISA - 2009
მოკლე ცნობა: მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამას (PISA - Programme for International Student Assessment) ახორციელებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD – Organization for Economic Cooperation and Development) 2000 წლიდან. კვლევები ტარდება სამწლიანი ციკლებით. კვლევის სუბიექტებია 15 წლის ასაკის მოსწავლეები.
PISA-ს ბოლო კვლევა ჩატარდა 2009 წელს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2010 წლის ბოლოს. მთელ მსოფლიოში PISA-ს შედეგებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ქვეყნდება უამრავი სტატიები წამყვან გამოცემებში, მონაწილე ქვეყნები ცდილობენ გაანალიზონ საკუთარი შედეგების მიზეზები. სამწუხაროდ PISA 2009-ის შედეგებთან დაკავშირებული არცერთი პუბლიკაცია ჩვენ პრესაში მე არ შემხვედრია. ჩემი აზრით ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
PISA 2009-ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 65-მა ქვეყანამ. სამწუხაროდ, საქართველოს ამ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია (საინტერესოა რატომ?), არადა ჩვენში განათლების ხარისხთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღებდით გაცილებით უფრო ზუსტ პასუხებს, ვიდრე ამას პოლიტიკოსების კომენტარებიდან ვიღებთ.
კვლევამ მოიცვა სამი ძირითადი სფერო: კითხვის წიგნიერება ანუ ტექსტების გაგებისა და გამოყენების უნარი (Reading), მათემატიკური წიგნიერება ანუ მათემატიკური ცოდნის გამოყენების უნარი (Mathematics) და საბუნებისმეტყველო წიგნიერება ანუ საბუნებისმეტყველო ცოდნის ათვისებისა და გამოყენების უნარი (Science). 2009 წელს პრიორიტეტული იყო კითხვის წიგნიერება, რომელსაც დაეთმო ტესტირების დროის ორი მესამედი.
PISA-ს მთავარი მიზანია არა სასკოლო საგნების ათვისების დონის დადგენა, არამედ იმის შეფასება, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს მიღებული ცოდნის გამოყენება ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ტესტებიც შესაბამისად არის შედგენილი.
კვლევა დიდ ყურადღებას უთმობს ასევე იმ ფაქტორების შესწავლას, რომლებიც ხსნიან განსხვავებებს სხვადასხვა ქვეყნების მოსწავლეების შედეგებს შორის.
შედეგების გაზომვისას ფასდება მოსწავლეების ფუნქციონალური წიგნიერება, დამოკიდებულებები, ინტერესი, მოტივაცია და სასწავლო სტრატეგიები.
შედეგები კვლევის სამივე სფეროს მიხედვით:
კითხვის წიგნიერება.
შეფასება განხორციელდა 1000-ბალიანი სკალით. მონაწილეთა საშუალო შეფასებამ შეადგინა 493 ბალი. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
პირველი ხუთეული:
შედეგების ცხრილი:

- შანხაი (ჩინეთი) - 556
- სამხრეთ კორეა - 539
- ფინეთი - 536
- ჰონკონგი - 533
- სინგაპური - 526
პირველი ხუთეული:
- შანხაი (ჩინეთი) - 600
- სინგაპური - 562
- ჰონკონგი - 555
- სამხრეთ კორეა - 546
- ტაივანი- 543
- შანხაი (ჩინეთი) - 575
- ფინეთი - 554
- ჰონკონგი - 549
- სინგაპური - 542
- იაპონია - 539
შედეგების ცხრილი:
ტეგები:
განათლების რეფორმა,
კვლევის შედეგები
13 February 2011
Психофизиологические основы научения и методы обучения
ძალიან საინტერესო ლექცია!
ტეგები:
ვიდეო,
ტვინის კვლევები
26 January 2011
ხელმძღვანელის როლი IT კომპანიაში
ძალიან საინტერესო დიაგრამა, რომელზეც ასახულია Microsoft-ის აქციების კურსები 1986 წლიდან დღემდე.

ამ პერიოდის მანძილზე კომპანიას ჰყავდა ორი ხელმძღვანელი: ბილ გეიტსი და სტივ ბალმერი. სტივ ბალმერმა კომპანია 2000 წელს ჩაიბარა. როგორც ვხედავთ, სწორედ ამ წლიდან Microsoft-ის აქციების კურსის ზრდა შეწყდა. რატომ? ბილ გეიტსი იყო ნოვატორი, შემოქმედი, რომელსაც შეეძლო რისკზე წასვლა. სტივ ბალმერი მხოლოდ ეფექტიანი მენეჯერია, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ არ ძალუძს ინოვაციური გარღვევები.
ასეთივე რისკის ქვეშ დადგა Apple. სტივ ჯობსის გარეშე ამ კომპანიის იმიჯი, როგორც ნოვატორისა, შეიძლება შესუსტდეს.
სტივ ჯობსის როლი Apple-ის განვითარებაში ფანტასტიურია. დაბრუნებისთანავე მან შესძინა კომპანიას ხედვა, რომლის შედეგია: Mac, Macbook, iPod,iPhone, the iTunes and iPhone App Stores, iPad.

ამ დიაგრამაზე წარმოდგენილია Microsoft-ის და Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციის დონე 2001 წლიდან დღემდე. 2001 წელს Apple-ის კაპიტალიზაცია შეადგენდა 7,6 მილიარდ დოლარს ანუ 38-ჯერ ნაკლებს, ვიდრე Microsoft-ის კაპიტალიზაცია. 10 წლის შემდეგ Apple-ის კაპიტალიზაცია შეადგენს 300 მილიარდ დოლარს, Microsoft-ის - ”მხოლოდ” 239 მილიარდს.
Microsoft-ის და Apple-ის ისტორიას იმეორებენ Google და Facebook. მიუხედავად Google-ის ავტორიტეტისა და მისი შემოსავლების ზრდისა, მისი ინოვაციური განვითარება შეჩერდა. Google-ის ყველა მცდელობა სოციალურ ქსელების სფეროში გარღვევისა წარუმატებლად მთავრდება (Buzz, Google Wave). Facebook ამ სფეროში კონკურენციის გარეშეა და სწრაფად ვითარდება. შესაძლოა Google-მაც გაიზიაროს Microsoft-ის ბედი, რა თქმა უნდა, თუ ლარი პეიჯი, კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე არ ჩამოაყალიბებს ახალ ინოვაციურ ხედვას კომპანიის განვითარებისა.

Microsoft,
ეკონომიკა და ისტ
24 January 2011
Subscribe to:
Posts (Atom)