07 November 2008

საინტერესო საიტები - 7 ნოემბერი

Newseum
ამ საიტზე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ასობით გაზეთის პირველი გვერდების (frontpages) გამოსახულებები. შესაძლებელია მიმდინარე დღის გაზეთების პირველი გვერდების დათვალიერება. წარმოდგენილია ასევე ამ გვერდების თემატური არქივი. ძალიან მდიდარი წყაროა სხვადასხვა პროექტებისათვის და კვლევებისათვის.

National Library of Virtual Manipulatives
ათობით ინტერაქტიული java-აპლეტების კოლექცია, რომელიც მოიცავს მათემატიკის კურსის ყველა თემას. აპლეტები დაყოფილია კლასების მიხედვით. ძალიან მდიდარი რესურსი მათემატიკური ინტერაქტიული აქტივობებისა.

Xpeditions Atlas
მსოფლიოს კონტურული რუკების კოლექცია. შესაძლებელია მათი დაბეჭდვა ან გადმოწერა PDF ფორმატის ფაილის სახით.

ABCya
სასწავლო დანიშნულების ინტერაქტიული კომპიუტერული აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.

Kidsknowit
საგანმანათლებლო საიტების კოლექცია ბავშვებისათვის.

06 November 2008

ტექნოლოგიური სიმარდე

საინტერესო მოსაზრებები:

”ინფორმაციის გარდაქმნა ცოდნაში ხდება მაშინ, როცა ჩვენ ვიყენებთ იმ ცოდნას, რომელიც უკვე გვაქვს ახალი ინფორმაციის დამუშავების პროცესში.

ისტორია, ბუნებისმეტყველება და მათემატიკა არ არიან დისკრეტული (განცალკევებული) საგნები. ისინი მუდმივ ურთიერთკავშირში არიან. თუ ჩვენ შეგვიძლია კომბინირება ამ საგნებში ნასწავლის და შემდეგ ამ კომბინირებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ინფორმაციის აღქმა და გაგება, ჩვენ შევძლებთ სულ სხვა თვალით დავინახოთ სამყარო”.

ასეთივე ურთიერთკავშირშია ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ არა ინსტრუმენტის ათვისებაზე მხოლოდ, არამედ მის გამოყენებაზე. ტექნოლოგიური წიგნიერება, ტექნოლოგიური სიმარდე ნიშნავს უნარს დაადგინო რა ინსტრუმენტები გჭირდება კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად და ამ ინსტრუმენტების დახმარებით გადაწყვიტო ეს პრობლემა. აქვე უნდა შეგვეძლოს იმის გათვალისწინება, რომ ერთი და იგივე პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა გზებით.

ისტ-ს სწავლებისას ჩვენ პერიოდულად უნდა ვუბრუნდებოდეთ ადრე ნასწავლ ინსტრუმენტებს. ისეთი პრობლემები და დავალებები უნდა შევარჩიოთ, რომ მოსწავლეებს დასჭირდეთ სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინირება მათ გადასაწყვეტად.

მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ფართე სპექტრს, რათა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მათ ჰქონდეთ ფართე არჩევანი.

ტექნოლოგიების სწავლებისას ხშირად უნდა მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა ისწავლონ ერთმანეთისგან.

05 November 2008

თანამედროვე მასწავლებელი

საინტერესო საიტები - 5 ნოემბერი

Meteorite Fragments
საიტზე წარმოდგენილია 6 მეტეორიტის ფრაგმენტი 3-D ფორმატში. შესაძლებელია ამ ფრაგმენტების ბრუნვა მაუსით.

Vincent van Gogh
ვან გოგის მუზეუმის რესურსები. წარმოდგენილია ბიოგრაფიული ინფორმაცია, წერილები, ფოტოები, რეპროდუქციები.

Einstein, Image and Impact
ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის მასალები აინშტაინის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ.

Virtual Geometry
ვირტუალური გეომეტრია. ოცდაათამდე java-აპლეტი სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით.

Spacesounds
ამ საიტზე შესაძლებელია კოსმოსის, დონოზავრების და კიდევ სხვა ხმების მოსმენა.

BBC - Ancient History
ანტიკური ისტორიის მრავალფეროვანი და საინტერესო მასალები.

04 November 2008

სემინარის ჩანაწერები - 4 ნოემბერი

21 საუკუნეში ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის სწავლებით, ჩვენ ვსწავლობთ, როცა ვახდენთ იმის გაზიარებას რაც აღმოვაჩინეთ.

საზღვრები აღარ არსებობს - კედლები ინგრევა - მოსწავლეებს შეუძლიათ დაამყარონ კავშირი იმასთან, რასაც სწავლობენ.

თავისუფალი მუშაკები, თავისუფალი საგანმანათლებლო აგენტები, შეიძლება ეს არის მომავლის მოდელი.

პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ გვიწევს ბავშვების მომზადება მომავლისათვის, რომლის განჭვრეტა არ შეგვიძლია.

ადამიანები სწავლობენ ვინაიდან არიან ქსელის ნაწილი, არიან კავშირში. შეიძლება მათ არ იცოდნენ რაიმე, მაგრამ მათ აქვთ თემი, საიდანაც შეძლებენ ამის გაგებას.

ქსელში, თემში, კავშირებში, თანამშრომლობაშია სწავლის სიძლიერე.

სოციალური ქსელები ასწავლიან ახალგაზრდებს თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას.

ის თუ როგორ ვეძებთ და ვიყენებთ ინფორმაციას, რის გაკეთება შეგვიძლია ინფორმაციასთან შეიცვალა. ინფორმაცია ხდება ქსელური, ციფრული, ჭარბი, მონაწილეობითი, მკითხველის მიერ მართვადი. ინფორმაციას სულ უფრო ხშირად ვიღებთ უშუალოდ ავტორისგან - ინფორმაციის ტრადიციული გამავრცელებლების გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკარი და გამომცემელი.

ჩვენი მოსწავლეები არიან გამომცემლები. ახალგაზრდების 57% აწარმოებს ორიგინალურ კონტენტს, აქვეყნებს მას ინტერნეტში და ჩართულია საუბრებში მათთან, ვინც მათ პროდუქციას ეცნობა (რამდენი მასწავლებელი მოქმედებს ასე?). მოსწავლეების ინფორმაციული გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი ინფორმაციულად უფრო წიგნიერნი არიან, ვიდრე მათი მასწავლებლები.

სწავლება ჩვენ გვეხმარება სწავლაში. როცა მოსწავლეები ასწავლიან თანატოლებს/მასწავლებლებს, ისინი უფრო ღრმად სწავლობენ.

უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და ისე ვასწავლოთ მათ. უფრო ხშირად უნდა შევეკითხოთ მათ თუ რას სწავლობენ, როგორ სწავლობენ და მათი ნაამბობიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სწავლების სტრატეგიები.

მთავარი სიახლე, რომელიც ახლა ხდება, არის ქსელური საუბრები. ეს საუბრები არის სწავლის გასაღები.

საკლასო ოთახი, სადაც არ არის ციფრული, ქსელური ინფორმაცია - ანაქრონიზმია!

03 November 2008

საკლასო ოთახის დიზაინის ნიმუში

ამ საკლასო ოთახის ფოტოები შემხვდა ინტერნეტში. ჩემი აზრით საინტერესო ნიმუშია საკლასო ოთახის მოწყობის. საკლასო ოთახის დიზაინი კარგი ინდიკატორია იმისა, თუ სწავლის რა მეთოდებს იყენებს ოთახის პატრონი ანუ მასწავლებელი.






















































































საკლასო ოთახის მოწყობა მასწავლებლის სრული პრეროგატივაა და აქ არავინ არ უნდა ჩაერიოს. ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობენ, რომ სასწავლო გარემოს მოწყობის მოდელად ეფექტიანია სტუდიის მოდელი (სტუდიის მოდელი გამოიყენება მხატვრების, დიზაინერების, არქიტექტორების სამუშაოს ორგანიზებისას).

სტუდიაში მასწავლებელს ეკისრება ოსტატის როლი, რომელიც სტუდიის ლიდერია და მუდმივად სწავლობს სტუდიის სხვა წევრებთან ერთად. ოსტატი საშუალებას აძლევს სტუდიის წევრებს გამოამჟღავნონ შემოქმედება, იყვნენ მუდმივ ძიებაში, არ ეშინოდეთ შემოქმედებითი რისკის და შეცდომის დაშვების. სტუდიის წევრები სწავლობენ ერთმანეთისგან და არა მხოლოდ ოსტატისგან. ეს ერთი მოსწავლე თემია, რომლის მიზანია სწავლა და შემოქმედება.

ამ იდეის განხორციელება მცირეკონტინგენტიან სოფლის სკოლებში უფრო მოხერხდება. ჩემი აზრით ინოვაციური ცვლილებების განხორციელება სოფლის სკოლებში უფრო რეალურია, ვიდრე დედაქალაქის გადატვირთულ სკოლებში.

ცვლილებების მოლოდინში

ხვალ აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებია.

არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას. ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ცვლილებების საჭიროების დევიზით. მე სავსებით ვეთანხმები ამ მოთხოვნას. ჩემი აზრით, ბარაკ ობამას გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმენი გავხდებით მთელ მსოფლიოში.

მსოფლიოს განვითარებამ მიაღწია გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს. საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ცალკეულ ადამიანს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების განვითარებაში. ამიტომ მას უნდა მიეცეს ამის რეალიზაციის შესაძლებლობა.

21 საუკუნეში მხოლოდ ის სახელმწიფოები შეძლებენ განვითარებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი გარემო, ინდივიდის თვითრეალიზაციის და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის უფლება, ხარისხიანი განათლება და კულტურული თვითმყოფადობა.

ჩემი აზრით ბარაკ ობამას ხედვა გაცილებით უფრო ახლოსაა ამ მოთხოვნებთან. კარგი იქნება, თუ ეს იმედი არ გამიცრუვდება. ამას რამოდენიმე თვეში ვიგრძნობთ.