21 საუკუნეში ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის სწავლებით, ჩვენ ვსწავლობთ, როცა ვახდენთ იმის გაზიარებას რაც აღმოვაჩინეთ.
საზღვრები აღარ არსებობს - კედლები ინგრევა - მოსწავლეებს შეუძლიათ დაამყარონ კავშირი იმასთან, რასაც სწავლობენ.
თავისუფალი მუშაკები, თავისუფალი საგანმანათლებლო აგენტები, შეიძლება ეს არის მომავლის მოდელი.
პირველად კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ გვიწევს ბავშვების მომზადება მომავლისათვის, რომლის განჭვრეტა არ შეგვიძლია.
ადამიანები სწავლობენ ვინაიდან არიან ქსელის ნაწილი, არიან კავშირში. შეიძლება მათ არ იცოდნენ რაიმე, მაგრამ მათ აქვთ თემი, საიდანაც შეძლებენ ამის გაგებას.
ქსელში, თემში, კავშირებში, თანამშრომლობაშია სწავლის სიძლიერე.
სოციალური ქსელები ასწავლიან ახალგაზრდებს თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას.
ის თუ როგორ ვეძებთ და ვიყენებთ ინფორმაციას, რის გაკეთება შეგვიძლია ინფორმაციასთან შეიცვალა. ინფორმაცია ხდება ქსელური, ციფრული, ჭარბი, მონაწილეობითი, მკითხველის მიერ მართვადი. ინფორმაციას სულ უფრო ხშირად ვიღებთ უშუალოდ ავტორისგან - ინფორმაციის ტრადიციული გამავრცელებლების გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკარი და გამომცემელი.
ჩვენი მოსწავლეები არიან გამომცემლები. ახალგაზრდების 57% აწარმოებს ორიგინალურ კონტენტს, აქვეყნებს მას ინტერნეტში და ჩართულია საუბრებში მათთან, ვინც მათ პროდუქციას ეცნობა (რამდენი მასწავლებელი მოქმედებს ასე?). მოსწავლეების ინფორმაციული გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი ინფორმაციულად უფრო წიგნიერნი არიან, ვიდრე მათი მასწავლებლები.
სწავლება ჩვენ გვეხმარება სწავლაში. როცა მოსწავლეები ასწავლიან თანატოლებს/მასწავლებლებს, ისინი უფრო ღრმად სწავლობენ.
უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები და ისე ვასწავლოთ მათ. უფრო ხშირად უნდა შევეკითხოთ მათ თუ რას სწავლობენ, როგორ სწავლობენ და მათი ნაამბობიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბოთ ჩვენი სწავლების სტრატეგიები.
მთავარი სიახლე, რომელიც ახლა ხდება, არის ქსელური საუბრები. ეს საუბრები არის სწავლის გასაღები.
საკლასო ოთახი, სადაც არ არის ციფრული, ქსელური ინფორმაცია - ანაქრონიზმია!
04 November 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment