(2005 წელს სწორედ Tim O'Reilly-იმ პირველმა წარმოადგინა Web 2.0 ტექნოლოგიების თავისებურებების განმარტება)
- პატერნების ამოცნობა არის მთავარი
- ღია კოდი, სერვისები და არა პროგრამული პაკეტები, მონაცემების აგრეგატორები და არა პროგრამები. ქსელური ეფექტები არის გადამწყვეტი.
- მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა გაგიზიარონ იდეები
- Web 2.0 სერვისების არსი: ისინი აძლიერებენ ქსელურ ეფექტებს. მთავარია მონაცემები. მონაცემები არის ახალი თაობის Intel Inside
- რა უნდა ვასწავლოთ ადამიანებს. არა ინსტრუმენტები, არამედ როგორ გამოიყენონ ისინი. როგორ მიაღწიონ მონაცემების მოგროვებას. ინფორმაციული ერას მთავარი კომპეტენცია - კოლექტიური ინტელექტის ამოქმედება
- სტატისტიკა, დიზაინი - ახალი წიგნიერების მნიშვნელოვანი ნაწილებია
- რჩევა - ასწავლეთ იმ ადამიანებს, ვისაც არ სჭირდებათ თქვენი დახმარება. მოძებნეთ ის ადამიანები, რომლებიც მოწინავე პოზიციებზეა და მათ ასწავლეთ
- აჩვენეთ, შემდეგ გააკეთებინეთ. გააძლიერეთ ხშირად გამეორებადი წარმატებებით. უზრუნველყავით ადამიანების დაინტერესება ამ პროცესით
- ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკა (hands-on)
- შექმენით ერთმანეთის სწავლების შესაძლებლობები
- გააცანით წარმატებული ისტორიები
- შეწყვიტეთ ჩაქუჩის მოფერება, ყურადღება გაამახვილეთ სახლზე. მთავარი არა ტექნოლოგიებია, არამედ ის, რის გაკეთება გვსურს.
No comments:
Post a Comment