17 November 2008

სწრაფი ჩანაწერები - 17 ნოემბერი

21 საუკუნის მოსწავლე მუდმივად უნდა ეძებდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
  • როგორ შევაფასო ინფორმაციის ჭეშმარიტობა?
  • როგორ ვისწავლო ეფექტიანი კომუნიკაცია?
  • რას ნიშნავს იყო გლობალური მოქალაქე?
  • როგორ ვისწავლო უფრო უკეთესად?
  • როგორ ვიყო უკეთ დაცული?
ამ კითხვებით იწყება აზროვნება, ინფორმაციის ანალიზი და კრიტიკული შეფასება, კომუნიკაცია. მოსწავლე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარ სწავლაზე და მას უნდა შეეძლოს კომპეტენტური დაკვირვება საკუთარი სწავლის პროცესზე. სკოლის უმთავრესი ამოცანაა ამ კომპეტენტურობის უზრუნველყოფა. ამისათვის სკოლა უნდა გახდეს მოსწავლე ორგანიზაცია, სადაც სწავლის კულტია გამეფებული. ასეთ სკოლაში თითოეული მასწავლებელიც უნდა იყოს მოსწავლე, რომელიც მუდმივად სწავლობს. თუ ეს არ იქნა გაგებული და რეალიზებული, შეუძლებელია განათლების რეფორმის წარმატებაზე საუბარი.


მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა გულისხმობს, რომ ყურადღება ფოკუსირებულია მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე და მის მიერ მასალის პრეზენტაციის მეთოდებზე. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე, რა შესაძლებლობები ეძლევა საკუთარი თავის და საკუთარი ცოდნის წარმოსაჩენად, როგორ ადგენს მასწავლებელი იმას, თუ რას სწავლობს მოსწავლე, რა არის მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები.


ტექნოლოგიების გამოყენება სწავლაში არის ძალიან კომპლექსური ამოცანა. ამ ამოცანის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც აქვთ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენების წინასწარი გამოცდილება. ასეთი გამოცდილება მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ინფორმატიკის (ისტ-ს) გაკვეთილებზე (მიზანშეწონილია ეს მოხდეს სულ გვიან 5-8 კლასებში), ხოლო მასწავლებლებმა ჯერ თვითონ უნდა დაიწყონ ტექნოლოგიების გამოყენება საკუთარ სწავლაში და საქმიანობაში. ამის გარეშე ჩვენში გავრცელებული ”ინტეგრირებული გაკვეთილების” იდეა ვერ იქნება დანერგილი და მხოლოდ ფიქციად დარჩება.

ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიის ინტეგრაცია არის ინოვაციური მიმართულება განათლებაში, განათლება კი - ძალიან კონსერვატული სფეროა. ამიტომ სირთულეები ამ საქმეში ძალიან ბევრი იქნება. მაგალითად, ძალიან ხშირად ისმევა კითხვა: ”რატომ არის საჭირო ეს ახალი ტექნოლოგიები, მიდგომები, მეთოდები?”. ამ კითხვის დასმის მოტივაცია სხვადასხვაა. ზოგი სვავს ამ კითხვას იმიტომ, რომ აქვს შიში იმისა რაც არ იცის და არ ესმის. ზოგი იმიტომ სვავს ამ კითხვას, რომ არ სურს რაიმე ახლის სწავლა. ზოგს მართლაც აინტერესებს ახალი ტექნოლოგიების პედაგოგიური ფასეულობა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წარუმატებელი ცდები ინოვაციური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. წარუმატებლობა უნდა გახდეს შეცდომების ანალიზის მასტიმულირებელი. საჭიროა მიდგომების მრავალფეროვნება, ღიაობა, დისკუსია, იდეების და გამოცდილების გაცვლა. სწორედ ამის უზრუნველყოფა შეუძლია Web 2.0 ტექნოლოგიებს.

2 comments:

elizabeta badashvili said...

me vfiqrob rom moswavleebs nebismier saukuneshi ertnairi kitxvebu unda hqondet.ubralod pasuxebi iqneba sxvadasxvagvari.
* vin var me?
* ra minda?
* rogorr unda mivagwio ?...
sakutari tavis shecnobit iwyeba azrovneba.pasuxismgeblobis grdznobis ganvitareba - yvelaze rtuli procesia.vinaidan dges maswavlebelsac ki ara aqvs pasuxismgebloba-momzadebuli movides titoeuli gakvetilistvis.da amaze gvaqvs brdzola.
"skola-moswavle organizacia"- es chemi ocnebaa.amisatvis bevri ramaa gasaketebeli.mtavaria skolashi aseti garemos sheqmna da rac mtavaria maswavlebelta motivacia.skola unda iyos "laboratoria" - kargi gagebit.

ჯემალი said...

მოგესალმები, ელზა.
დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისათვის. გამეხარდა შენი ბლოგი რომ ვიხილე.

რა თქმა უნდა მასწავლებლის მუშაობის პირობები ძალიან რთულია. მათი ანაზღაურება უაღრესად დაბალია. აუცილებელია ამის გამოსწორება და მე მჯერა, რომ ამის გაგება ახლო მომავალში მოვა ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ ამის მიუხედავად მასწავლებელს არანაირი უფლება არა აქვს უპასუხისმგებლობის. ასეთი მასწავლებლის სკოლაში მუშაობა არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ ამასაც მალე დაეთანხმება ჩვენი საზოგადოება. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.