- მოსწავლეები მოდიან კლასში საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო. თუ მათი ეს საწყისი გაგება არ არის გათვალისწინებული სწავლებისას, მოსწავლეებს შეიძლება გაუძნელდეთ ახალი ცნებებისა და ინფორმაციის აღქმა ან შეიძლება უბრალოდ ისწავლონ ტესტის ჩაბარების მიზნით, მაგრამ სკოლის გარეთ ისევ დაუბრუნდნენ საკუთარ წარმოდგენებს.
- კვლევითი უნარების განსავითარებლად მოსწავლეებს უნდა (ა) ჰქონდეთ ფაქტუალური ცოდნის ღრმა საფუძველი; (ბ) ფაქტები და იდეები უნდა ესმოდეთ კონცეპტუალური სტრუქტურის კონტექსტში; (გ) ცოდნა უნდა ჰქონდეთ ორგანიზებული ისე, რომ გაუადვილდეთ მისი აღდგენა და გამოყენება.
- მეტაკოგნიტური მიდგომა სწავლისადმი ეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ საკუთარი სწავლის კონტროლი სწავლის მიზნების განსაზღვრით და მათი მიღწევის მონიტორინგით.
”ცნობისმოყვარე თევზი”. თევზს ძალიან უნდოდა გაეგო რა ხდება წყლის გარეთ, მიწაზე. მას ამის შესახებ უყვება ბაყაყი. ბაყაყმა მოუყვა ჩიტებზე, ცხოველებზე, ადამიანებზე. თევზმა ისინი წარმოიდგინა საკუთარი თვალსაზრისით, როგორც თევზი-ჩიტები, თევზი-ძროხები და თევზი-ადამიანები:
ბავშვებიც ამ თევზის მსგავსად იყენებენ საკუთარ ცოდნას ახალი წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად.
მოსწავლეების მიერ ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე მიღებული წარმოდგენების შეცვლა მასწავლებლისათვის საკმაოდ რთულია, ვინაიდან ისინი ყოველდღიურ კონტექსტში მოქმედებენ. ამ მცადრმა წარმოდგენენბმა შეიძლება სერიოზული ბარიერი შეუქმნას მოსწავლეებს სწავლაში. ხშირად მოსწავლეები მექანიკურად იმახსოვრებენ მასალას (მაგალითად, ფორმულებს ფიზიკაში), მაგრამ ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას ხელმძღვანელობენ საკუთარი გამოცდილებიდან მიღებული ცრუწარმოდგენებით.
რა თქმა უნდა, მოსწავლის გამოცდილება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეიცნოს სამყარო. საჭიროა მას მივაწოდოთ შესაბამისი ფაქტობრივი და კონცეპტუალური ცოდნა. მაგალითად, ისეთი კონცეპტუალური ცოდნა, როგორიცაა ადაპტაციის თეორია ვერ იქნება მიღებული მოსწავლის მიერ მისი ყოველდღიური გამოცდილებიდან. სწორედ იმიტომ წარმოიდგინა თევზმა ჩიტები მფრენავ თევზებად, რომ მას არ ჰქონდა ცოდნა, რომ სხვადასხვა გარემოში არსებობის სხვადასხვა პირობებია, ამიტომ ცოცხალი არსებები განიცდიან ადაპტაციას ამ პირობებთან.
სწავლის თეირია და სწავლასთან დაკავშირებული მეცნიერებები სწრაფი ტემპებით ვითარდება:
- კვლევებმა კოგნიტურ ფსიქოლოგიაში გაზარდა ჩვენი გაგება იმისა, თუ როგორ ხდება კომპეტენტურობის განვითარება და ასევე ჩამოაყალიბა ცოდნის ორგანიზების ის პრინციპები, რომლებიც წარმოადგენენ საფუძველს ადამიანის უნარისა გადაჭრას პრობლემები სხვადასხვა სფეროებიდან, როგორიცაა, მეცნიერება, ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები და ისტროია.
- განვითარების მკვლევარებმა გვაჩვენეს, რომ ბავშვები იგებენ ბიოლოგიის საბაზო პრინციპებსა და ფიზკის მიზეზ/სედეგობრივ კავშირებს, მათემატიკურ ცნებებსა და ლიტერატურულ მოთხრობებს და ეს გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ინოვაციური სასწავლო პროცესი, სადაც ბავშვებს გავაცნობთ მნიშვნელოვან ცნებებს ადრეულ ასაკში.
- სწავლისა და ტრანსფერის კვლევები გვამცნობენ სწავლის გამოცდილების სტრუქტურირების ძირითად პრინციპებს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ ნასწავლი ახალ სიტუაციებში.
- სოციალური ფსიქოლოგიის, კოგნიტური ფსიქოლოგიისა და ანტროპოლოგიის მიღწევები ნათლად გვაჩვენებენ, რომ სწავლა მიმდინარეობს გარემოში, რომელიც დამოკიდებულია კულტურულ და სოციალურ ნორმებზე და მოლოდინებზე, ამიტომ ეს გარემო ახდენს დიდ გავლენას სწავლის შეგეგებზე და ცოდნის ტრანსფერზე.
- ნეირომეცნიერება ნათელს ხდის ტვინის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, რაც გვამცნობს, რომ სწავლა ცვლის ტვინის ფიზიკურ სტრუქტურას და მასთან ერთად მის ფუნქციონალურ ორგანიზებას.
- ტექნოლოგიების გამოყენება ადრე არნახულ შესაძლებლობებს იძლევა სწავლის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.
No comments:
Post a Comment