საინტერესო მოსაზრებები:
”ინფორმაციის გარდაქმნა ცოდნაში ხდება მაშინ, როცა ჩვენ ვიყენებთ იმ ცოდნას, რომელიც უკვე გვაქვს ახალი ინფორმაციის დამუშავების პროცესში.
ისტორია, ბუნებისმეტყველება და მათემატიკა არ არიან დისკრეტული (განცალკევებული) საგნები. ისინი მუდმივ ურთიერთკავშირში არიან. თუ ჩვენ შეგვიძლია კომბინირება ამ საგნებში ნასწავლის და შემდეგ ამ კომბინირებულ ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ინფორმაციის აღქმა და გაგება, ჩვენ შევძლებთ სულ სხვა თვალით დავინახოთ სამყარო”.
ასეთივე ურთიერთკავშირშია ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ არა ინსტრუმენტის ათვისებაზე მხოლოდ, არამედ მის გამოყენებაზე. ტექნოლოგიური წიგნიერება, ტექნოლოგიური სიმარდე ნიშნავს უნარს დაადგინო რა ინსტრუმენტები გჭირდება კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად და ამ ინსტრუმენტების დახმარებით გადაწყვიტო ეს პრობლემა. აქვე უნდა შეგვეძლოს იმის გათვალისწინება, რომ ერთი და იგივე პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია სხვადასხვა გზებით.
ისტ-ს სწავლებისას ჩვენ პერიოდულად უნდა ვუბრუნდებოდეთ ადრე ნასწავლ ინსტრუმენტებს. ისეთი პრობლემები და დავალებები უნდა შევარჩიოთ, რომ მოსწავლეებს დასჭირდეთ სხვადასხვა ინსტრუმენტების კომბინირება მათ გადასაწყვეტად.
მოსწავლეები უნდა ფლობდნენ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ფართე სპექტრს, რათა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მათ ჰქონდეთ ფართე არჩევანი.
ტექნოლოგიების სწავლებისას ხშირად უნდა მივცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა ისწავლონ ერთმანეთისგან.
06 November 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment