03 November 2008

ცვლილებების მოლოდინში

ხვალ აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებია.

არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას. ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ცვლილებების საჭიროების დევიზით. მე სავსებით ვეთანხმები ამ მოთხოვნას. ჩემი აზრით, ბარაკ ობამას გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების მოწმენი გავხდებით მთელ მსოფლიოში.

მსოფლიოს განვითარებამ მიაღწია გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს. საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ცალკეულ ადამიანს გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების განვითარებაში. ამიტომ მას უნდა მიეცეს ამის რეალიზაციის შესაძლებლობა.

21 საუკუნეში მხოლოდ ის სახელმწიფოები შეძლებენ განვითარებას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი გარემო, ინდივიდის თვითრეალიზაციის და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის უფლება, ხარისხიანი განათლება და კულტურული თვითმყოფადობა.

ჩემი აზრით ბარაკ ობამას ხედვა გაცილებით უფრო ახლოსაა ამ მოთხოვნებთან. კარგი იქნება, თუ ეს იმედი არ გამიცრუვდება. ამას რამოდენიმე თვეში ვიგრძნობთ.

No comments: