29 September 2009
Fact Monster
28 September 2009
ინფორმაციის ერას პარადოქსი
ამ პარადოქსული დასკვნის არგუმენტები მოისმინეთ Alisa Miller-ის ოთხწუთიან საუბარში.
სწავლის სტილები - კრიტიკული აზრი
ამ კონცეფციის თანახმად ბავშვები განსხვავდებიან სწავლის სტილით: ზოგი კარგად ითვისებს ვიზუალურ მასალას (ვიზუალური მოსწავლეები), ზოგს მასალის მოსმენა ურჩევნია (სმენითი მოსწავლეები), ზოგი უკეთ სწავლობს სხვადასხვა ნივთების მანიპულაციის დროს (კინესთეტიკური მოსწავლეები). აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ დავადგენთ ბავშვის სწავლის სტილს და მივაწვდით მასალას იმ ფორმით, რომელიც შეეფერება ამ სტილს, ბავშვის მიერ მასალის ათვისების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, ამ თეორიას ჰყავს კრიტიკოსებიც. ერთ-ერთი მათგანის, კოგნიტური ფსიქოლოგის Daniel Willingham-ის საინტერესო მოსაზრებები, დაიბეჭდა Washington Post-ში:
”50 წელია რაც მკვლევარები ატარებენ სწავლის სტილებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. მაგრამ ეს ექსპერიმენტები არ გვაძლევენ საკმარის საფუძველს იმისა, რომ ბავშვები სწავლობენ ფუნდამენტურად განსხვავებულად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი ერთნაირია და ყველა ერთნაირად უნდა ვასწავლოთ. უბრალოდ საჭიროა გარკვევა, რა არის ბავშვების განსხვავების საფუძველი.
მაგალითად, დავაკვირდეთ ბავშვებს მუზეუმში ექსკურსიის დროს. ბავშვებს სხვადასხვა მხატვრები მოსწონთ. ზოგს იზიდავს იმპრესიონისტების ტილოები, ზოგს კუბიზმი ხიბლავს, ზოგი ძველი ოსტატების ტილოებითაა აღტაცებული. ეს განსხვავებები არ აიხსნება იმით, რომ ბავშვებს განსხვავებული ვიზუალური სისტემები აქვთ, არამედ იმით, რომ მათ განსხვავებული ცოდნა, გემოვნება და სხვა პერსონალური თვისებები ახასიათებთ, რომლებიც განაპირობებენ ხელოვნების ნიმუშების განსხვავებულ აღქმას.
ასევეა სწავლაში. ის, რომ რომელიმე კონკრეტული გაკვეთილი კარგად აღიქმევა კლასის გარკვეული მოსწავლეების მიერ და ცუდათ - სხვა მოსწავლეების მიერ, სულაც არ მიუთითებს მათ შორის რაიმე მუდმივ ფუნდამენტურ განსხვავებებზე. გაკვეთილის აღქმაზე გავლენას ახდენს წინა ცოდნა, რომლითაც ბავშვები მოვიდნენ კლასში, მათი ინტერესი და კიდევ სხვა ფაქტორები.
სწავლის სტილების თეორიის მიზანია არა მოსწავლეებს შორის არსებული რეალური განსხვავებების დადგენა, არამედ ბავშვების კატეგორიზაცია. კატეგორიზაცია შეიძლება იყოს სასარგებლო, თუ ის იძლევა ინფორმაციას, რომელიც რეალურად ეხმარება მასწავლებელს. ამ თვალსაზრისით სწავლის სტილების მიხედვით კატეგორიზაცია უსარგებლოა და მხოლოდ დამატებით სირთულეებს უქმნის მასწავლებელს.
მასწავლებელმა მასალის გადაცემის ფორმა უნდა შეარჩიოს არა მოსწავლის ”სწავლის სტილის”, არამედ მასალის შენაარსიდან გამომდინარე”.
ამ სტატიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არსებული სწავლის თეორიების გაზეპირებას არანაირი პრაქტიკული სარგებელი მასწავლებლისათვის არ მოაქვს. მანძილი სწავლის თეორიასა და მასწავლებლის კონკრეტულ პრაქტიკას შორის უზარმაზარია. საჭიროა ქართულენოვანი მეთოდური მასალები, რომლებიც აჩვენებენ მასწავლებელს სწავლის თეორიების პრინციპების საკლასო ოთახში რეალიზაციის კონკრეტულ გზებს, რომლებიც ითვალისწინებენ ჩვენში არსებულ პირობებს, ჩვენს საგანმანათლებლო ტრადიციებს.
21 September 2009
აშშ-ს ელექტრონული მთავრობის ახალი კონცეფცია
სერვისი განთავსდება ერთ სისტემაში გაერთიანებულ მრავალრიცხოვან სერვერებზე და გაუნაწილებს რესურსებს მის მომხმარებლებს. ფედერალურ სტრუქტურებს აღარ დასჭირდებათ დამოუკიდებელი საინფორმაციო სისტემების შექმნა და მათი მომსახურება. ახალი სერვისი თვითონ შეასრულებს ამ ამოცანებს და შესთავაზებს მომხმარებლებს მრავალფეროვან მზა პროდუქტებს. შედეგად ბიუჯეტი მიიღებს უდიდეს ეკონომიას.
საინტერესოა, რომ ექსპერტებმა სამთავრობო სტრუქტურებში ბლოგების წარმოების პლატფორმად შეარჩიეს Blogger.com-ი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გაცილებით მოხერხებული და მომგებიანია ინტერნეტში არსებული გამოცდილი, საიმედო, მზა Web 2.0 სერვისების გამოყენება და არა საკუთარი კუსტარული ინსტრუმენტების შექმნა.
ანტივირუსი Microsoft-ისგან
ეს ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებისათვის. სასკოლო კომპიუტერებზე Windows-ის ოპერაციული სისტემის დაყენებასთან დაკავშირებით ბევრს აშინებს ვირუსების პრობლემა. ალბათ Microsoft-ის უფასო ანტივირუსი გაგვიადვილებს ამ პრობლემის მოგვარებას.
18 September 2009
ე-წიგნების ძებნის სისტემა
საძიებო სისტება Free Book-s შექმნილია იმ მიზნით, რომ გაგვიადვილდეს სხვადასხვა საიტებზე გაფანტულ კოლექციებში ელექტრონული წიგნების მოძიება .
16 September 2009
კლავიატურის ტრენაჟორი
კარგი კლავიატურის ტრენაჟორია პატარებისათვის.
12 September 2009
ინოვაციური სკოლა
ამ გზავნილში დირექტორი მოგვითხრობს საკუთარი სკოლის საქმიანობის შესახებ.
Интересное Дело - это не американский project. Первое, проект - это надолго: на месяц, четверть, год. Скучно. Второе, тему проекта говорит учитель: «Тема нашего проекта - защита окружающей среды»… Проект - это вариация на тему Школы.
Русский язык: газета о жизни класса, переписка с учениками другого класса (другой школы), страница на сайте с новостями для родителей, вопросы к настольной игре, подписи к фотографиям, переписка с Нафаней (Белочкой, Зайчиком…), сценарии спектаклей по литературе, задачи по математике, газеты по истории и естествознанию, стихи, сказки, романы…
Математика: математические игры и головоломки, измерения расстояния (площади, размеров), взвешивание различных предметов, деньги (цена, сдача…), собственные интересные задачки…
Литература: инсценировки, написание собственных шедевров: рассказы, стихи, фантастические повести; чтение любимых книг - чтобы потом рассказать о них другим, фильм и книга (можно посмотреть фильм и прочитать книгу - потом обсудить), спектакль и книга (то же, но вместо фильма - театральная постановка)…
Естествознание и История: доклады на самые разные темы по естествознанию, «Путешествие на Машине времени» в другие эпохи, история семьи; экскурсии, поездки, выходы в лес; аквариум, попугай или морская свинка - живой уголок в классе.
Сколько длится работа над темой? Мы пробовали разные варианты, но, как правило - это 8-10 часов. Хорошо, когда тема укладывается в неделю. Получается, по 2 урока в день на протяжении недели. Возможно, это первые два урока. Потому что главная работа - ради этого ребёнок идёт в школу. Ведь это не развлечение - настоящая учеба.
Возможность работать самостоятельно, это награда, это «пятёрка» для того, кто научился. Научился говорить в полголоса, спокойно читать книгу, слушать товарища, задавать вопросы, поднимать руку, когда надо. Свобода в обмен на Умения. Я умею! Я научился тому, что не мог делать вчера. И теперь я могу быть самостоятельным, я получаю больше свободы!
Работа в группах - более реальный вариант, чем индивидуальная работа. Здоровый ребёнок любит работать вместе, общаться, говорить. Классика: четыре группы по четыре человека. И детям нетрудно. И учитель с ума не сойдет. У каждой группы - своя тема. Скорее всего, в рамках общей большой темы. Например, Общая тема - Космическое путешествие. Темы групп: Солнце, Планеты Солнечной системы, Звезды, Черные дыры.
Сначала, как правило, смотрим фильм. Потом делимся на группы и каждая группа выбирает тему. Идем в библиотеку, ищем книги по своим темам. Передвигаем парты в классе, чтобы было удобнее работать в группах. Дети читают, говорят в полголоса.
Ставить запятые, читать с выражением стихи, правильно произносить английские звуки, красиво писать прописную букву «Д», делить столбиком, знать, что нашими предками были славяне (и тюрки), представлять что будет с водой при нагревании - бесспорно, надо.
Это навыки. Полезные знания и умения, без которых не выйдет Интересное Дело. И поэтому - именно поэтому! - они нужны. Навыки всегда идут вслед за делом. Пишем газету - надо уметь писать. Считаем булочки в столовой - складывать, умножать и делить. Ставим спектакль - читать, писать, рисовать… Сколько времени на эту техническую работу? Быть может половину, может меньше. Решает учитель - всё зависит от ситуации. Нет рецептов и четких инструкций - есть различные ситуации в жизни.
Как мы прорабатываем навыки: все вместе, по группам, по одиночке? Главным образом, индивидуально. Математика - много разноуровневых карточек. Русский - карточки на грамматические структуры.
Хотя, что такое индивидуальная работа? Дети могут обсуждать и спрашивать у товарищей, как делать задачу или упражнение. Индивидуальная работа превращается в групповую.
На стенде висит Лист успехов - лист «Я УМЕЮ». Если я уже умею делить двузначное число на однозначное - у меня стоит «зачёт», плюс. Такой «зачёт» - не оценка. Это признание учителем, что я действительно хорошо могу делать эту работу. И могу помочь товарищу, который ещё не научился это делать.
А когда учитель считает, что надо что-то объяснить всем, он требует внимания и тишины. И начинается урок. Но небольшой, на 5-10 минут. Это – урок по следам: детского интереса, возникающих проблем.»
ЛИЦЕЙ «КОВЧЕГ» - это ДРУГАЯ ШКОЛА
ИНТЕРЕС
А опираемся на его природное любопытство, интерес.
САМОСТОЯТЕЛЬНОСТЬ
Смотреть в окно времени не остается.
МЫШЛЕНИЕ
И каждый урок у нас - это маленькое открытие.
для тех, кому нужна поддержка – особое внимание и любовь.
Умные и добрые учителя
Физкультура - каждый день
Фантастический выбор спецкурсов
Без домашних заданий (до 9 класса)
После обеда – Школа Искусств и Ремесел
Старшие классы: скидки – до 50% в оплате
В каникулы: экскурсии, походы, поездки, экспедиции...
შეადარეთ ჩვენ ”პრესტიჟულ” სკოლებს!
11 September 2009
Google - Internet Stats
Google-მა აამოქმედა ახალი სერვისი: Google - Internet Stats, რომელიც წარმოადგენს სტატისტიკური ინფორმაციის კატალოგს.
კატალოგი დაყოფილია ხუთ კატეგორიად:
მაკროეკონომიკა (Macro Economic Trends), ტექნოლოგიები (Technology), სამომხმარებლო ტენდენციები (Consumer Trends), მედია-აუდიტორია (Media Consumption), მასმედიის საშუალებები (Media Landscape). კატეგორიებში ფაქტები დაყოფილია უფრო ვიწრო სფეროების მიხედვით.
ინფორმაცია გროვდება 50-მდე დამოუკიდებელ წყაროდან.
09 September 2009
PowerPoint to YouTube
ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია PowerPoint-ის ფაილის კონვერტირება MP4 ვიდეო ფორმატში YouTube-ზე ასატვირთად. პრეზენტაციის ფაილის კონვერტაციისას შენარჩუნდება პრეზენტაციაში არსებული ყველა ეფექტები (ანიმაციები, ხმა, ვიდეო და სხვა). პროგრამის გადმოწერა უფასოდ არის შესაძლებელი.
06 September 2009
ექსპერტი Sir Ken Robinson-ი კრეატულობის შესახებ
ბევრ ადამიანს აქვს არასწორი წარმოდგენა კრეატულობის შესახებ. ჩამოვთვლით სამ ძირითად მცდარ წარმოდგენას:
- კრეატულობა იშვიათი მოვლენაა და ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანია კრეატული. სინამდვილეში ყველა ადამიანს აქვს უდიდესი კრეატული პოტენციალი.
- კრეატულობა ვლინდება მხოლოდ სპეციალურ სფეროებში, მაგალითად, ხელოვნებაში. სინამდვილეში კრეატულობა ვლინდება ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
- კრეატულობა ადამიანის განსაკუთრებული, ხშირად არანორმალური მდგომარეობაა. სინამდვილეში კრეატულობა დისციპლინირებული პროცესია, რომელსაც ესაჭიროება გარკვეული უნარები, ცოდნა, კონტროლი. ასევე მას ესაჭიროება შთაგონება და ფანტაზია.
ჩვენ ვცხოვრობთ არაპროგნოზირებად დროში. არავის არ შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ როგორ ვიცხოვრებთ თუნდაც 20-30 წლის შემდეგ.
კომპანიები სულ უფრო ხშირად ეძებენ ინოვაციურ ადამიანებს, ვისაც შეუძლია განსხვავებული აზროვნება.
დიდი პრობლემებია განათლების სისტემაში, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ბევრ განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანაში. როცა სკოლას არ ამთავრებს მოსწავლეების 30-50%, დიდი ალბათობაა, რომ ეს არა ბავშვების, არამედ განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების ბრალია. ამის ერთ-ერთი მიზეზია ბოლო წლებში დამკვიდრებული სტანდარტიზირებული ტესტების კულტურა. ეს ტოტალურად კონტპროდუქტიულია.
დავაკვირდეთ საკუთარ სწავლას. ჩვენ ვცოცხლდებით მხოლოდ გარკვეულ გაკვეთილებზე, მხოლოდ გარკვეულ მასწავლებლებთან მაშინ, როცა მოგვეცემა იმის კეთების შესაძლებლობა რაც გვაინტერესებს, რაც გვიზიდავს. როცა აღმოვაჩენთ რაიმეს, რაშიც ვგრძნობთ რომ ძლიერები ვართ, ეს გრძნობა სხვა საგნებზეც გადაგვაქვს. ბავშვებს ხშირათ უნდა მივცეთ იმის კეთების და სწავლის საშუალება, რაც მათ იზიდავს.
ადამიანების კულტურა საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია, ხოლო განათლების სისტემა სულ უფრო მოსაწყენი და მონოტონური ხდება. არ არის გასაკვირვი რატომ ვერ ძლებენ სკოლაში ბავშვები.
კრეატულობა ხშირად განიხილება ინდივიდუალურ პროცესად, რაც არ არის სწორი. ამ პროცესში სოციალური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობა, მრავალფეროვნება, იდეების გაცვლა, სხვა ადამიანების მიღწევებზე საკუთარი მიღწევების დაშენება - კრეატული პროცესის არსს წარმოადგენს. განათლება, რომელიც ფოკუსირებას ახდენს მხოლოდ იზოლირებულ ინდივიდზე ზღუდავს ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებას.
ბევრს მიაჩნია, რომ კრეატულობის სწავლა შეუძლებელია, რაც ასევე არ არის სწორი.
შესაძლებელია კრეატულობის შემადგენელი უნარების სწავლება, მაგალითად, ფანტაზიის , ვიზუალური აზროვნების განვითარება, როგორც ვასწავლით კითხვას, წერას, თვლას. მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოს მრავალფეროვნება, რაც გაზრდის იმის ალბათობას, რომ ბავშვები მოძებნიან მასში მათთვის საინტერესოს და მიმზიდველს. ხშირად ბავშვის კრეატულობის სტიმულირებას ახდენს გარკვეული მედიუმი ან გარკვეული მასალების გამოყენება. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის მიდრეკილებები.
სწავლებისას კრეატულობის მიღწეული დონის ქულებით ან ნიშნებით შეფასება ალბათ არ არის საჭირო და ალბათ შეუძლებელიცაა. თუ სწავლების პროცესი თვითონ არის კრეატული, თუ მასწავლებელი თვითონ ახდენს ახალი იდეებისა და მეთოდების გენერირებას, შედეგიც ალბათ კარგი იქნება. ეს აუცილებელი პირობაა კრეატული სწავლებისა. ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვებს ორიგინალურობის კრედიტი, ჩვენ უნდა ვენდოთ მათ, უნდა წავახალისოთ, უნდა მივცეთ მათ რეფლექსიის საშუალება. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კრეატულობის ქულებით შეფასება.
05 September 2009
პირველი ნაბიჯები მთვარეზე
სოციალური მედიის რევოლუცია
პორნოგრაფიას უკავია 1-ლი ადგილი დათვალიერებების რაოდენობით
ყოველმა მერვე წყვილმა აშშ-ში, რომლებიც დაქორწილდნენ 2008 წელს, ერთმანეთი სოციალურ ქსელებში გაიცნო
FaceBook-ი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ის მოსახლეობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იქნებოდა
სოციალური ქსელების ყველაზე აქტიური აუდიტორია რუსეთშია
აშშ-ს განათლების დეპარტამენტის მონაცემებით მათი რიცხვი ვინც სწავლობს ონლაინ აღემატება ტრადიციულ მოსწავლეთა რიცხვს. აშშ-ში ონლაინ სწავლობს ყოველი მეექვსე სტუდენტი
YouTube სიდიდით მეორე საძიებო სისტემაა
ვიკეპედიაში 13 მლნ. სტატიაა. სტატიების 78% - არაინგლისურენოვანია
ქსელში 200 მლნ. ბლოგია
ბლოგერების 54% ყოველდღიურად წერენ გზავნილებს
25-თი მსხვილი გაზეთიდან 24-ხმა აღიარა ტირაჟების შემცირება. ახალ ამბებს არავინ აღარ ეძებს, ახალი ამბები თვითონ ეძებენ მკითხველებს
ყველაზე საჭირო საგნები
კითხვაზე, თუ რომელ საგნებს მიიჩნევენ ყველაზე სასარგებლოდ, რუსეთის მოქალაქეებმა ასეთი პასუხები გასცეს:
ალგებრა და მათემატიკა (50%)
რუსული ენა (47%)
უცხო ენა (25%)
ისტორია (24%)
ფიზიკა (17%)
ლიტერატურა (16%)
ინფორმატიკა (13%)
ქიმია (9%)
გეოგრაფია (7%)
ფიზკულტურა (4%)
ბიოლოგია (3%)
ყველაზე უსარგებლოდ გამოკითხულები მიიჩნევდნენ შრომის, ეკონომიკის, ეთიკისა და კულტუროლოგიის გაკვეთილებს.
საინტერესო საიტები - 5 სექტემბერი, 09
საიტი ეძღვნება გამოგონებებს. წარმოდგენილია გამოგონებებთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, გამომგონებლების ბიოგრაფიები და სხვა.
Ancient Web
ანტიკური ვები. საიტი ეძღვნება ანტიკურ ისტორიას. წარმოდგენილია საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა.
WatchKnow
საგანმანათლებლო ვიდეოების კოლექცია. ვიდეოები დაყოფილია კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად.
Online Stopwatch
Online -Stopwotch
ონლაინ ქრონომეტრი
Time Zone Map
დროის ზონების ამსახველი რუკა. შეგვიძლია გავიგოთ დრო მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში.
პრესტიჟული სასწავლებლების არაპრესტიჟული მომავალი
ჩემი აზრით ასეთივე ბედი ელის ”პრესტიჟულ” და ძვირადღირებულ სკოლებს.
02 September 2009
სკოლის დირექტორის ჩანაწერები
Процветаете?
Обычный вопрос при встрече с отдаленным знакомым на улице: «Ну как там лицей «Ковчег»? Процветаете?». Процветаем мы или уже плодоносим? Но часто в этом вопросе читается подтекст: «Как, вас еще не закрыли?».
И второй вопрос: «Ну, а в какие институты поступают ваши выпускники?». Смысл вопроса ясен: «Ну, разве куда-нибудь можно поступить после вашей Школы!».
«А в каких институтах учатся ваши выпускники?» Все равно что у врача спросить: «А на каком кладбище лежат ваши бывшие пациенты?». Ясно, что все там будем… Но 11 лет жизни!
Детский сад — подготовка к Школе. Школа — подготовка к институту. Потом — поиск работы. А там не за горами старость. Пора уж о пенсии думать. А где жизнь?
Беда Школы — не в низких зарплатах и не в ЕГЭ. Беда в том, что Школа рассматривается родителями как подготовительные курсы в институт. Одиннадцатилетние подготовительные курсы.
Похвальное слово единому экзамену
ЕГЭ показал абсурдность того, что мы делаем в Школе.
Десять лет назад большинство родителей принимали за чистую монету все требования Школы: морфологический разбор, процесс перегонки нефти, координаты мыса Доброй Надежды. Все это пригодится в жизни, без этого нельзя стать образованным человеком… Сейчас достаточно беглого знакомства с тестами единого экзамена по любому предмету, чтобы понять, что это «не пригодится».
Теперь каждому ясно, что и тесты, и одиннадцатилетняя подготовка к ним — это не образование. Это условность, формальность и к этому надо относиться условно и формально…
ЕГЭ нанес серьезный удар по мифу о Советской Школе. И в этом его положительный смысл.
Раньше было проще. Слезы, домашнее задание по ночам, переписывание тетрадок.
Сейчас ясно: то, что Школа требует, — это не образование. Так зачем страдания и жертвы?
Пять минут демократии
Таня, 5-й класс, три года назад. На спецкурсе заканчивали какую-то тему, как-то не клеилось все, шло вяло, без энтузиазма. Последнее средство, чтобы взбодрить пятиклассников: «Ну, что мы будем делать: газету нарисуем или пойдем выступать в начальную Школу?».
Таня проснулась… Девочка, которая молчала на уроках, сидела с видом скучающим и безразличным — ожила. За эти пять минут обсуждения высказала несколько здравых соображений. Креатив! Такое обсуждение возвращает ребенка к действительности. Обычно на обычном уроке ученик спит-не спит: в полудреме, полусне, в режиме экономии энергии — а тут пробуждается.
Вот она, демократия. Не обязательны школьные парламенты и советы, президенты и конституции. Нужно только пять минут. Пять минут на каждом уроке — чтобы подумать вместе: что будем делать? как? зачем? Если б мы нашли эти пять минут, «трудных подростков» было б меньше…
Наблюдение в школьной столовой за детьми, доедающими третью добавку макарон с сыром
Дети, которые «не вписываются в Школу», любят покушать. У них хороший аппетит. А послушные дети часто страдают гастритом. Люди вообще делятся на две группы: послушные — кто «обломал себя» и «вписался». Непослушные — кто остался самим собой. Головная боль и другие болезни — следствие послушания. Природа не выдержала такого насилия.
Строгая Школа не страшна для троечника — у него иммунитет. Она ломает отличников — эти дети становятся жертвами манипуляций взрослых.
Мама Саши жалуется, что едут в Испанию, ребенок не хочет ходить по паркам и музеям, а хочет лежать на пляже. Для Саши это большой шаг вперед! Он изменился. Теперь он может честно сказать родителям, что хочет лежать на пляже. А два года назад говорил, что хочет ходить по музеям. И думал даже, что он действительно хочет ходить по музеям…
Рустам Курбатов
директор школы «Ковчег XXI»,
Красногорск
01 September 2009
მომავლის მერხები
ასეთი მერხებით აღჭურვილ საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზრდება. მასწავლებელს ამ მერხების მართვა მობილური ტელეფონითაც შეეძლება.
ვიდეოში წარმოდგენილია მერხების შესაძლებლობები:
ონლაინ განათლება ტრადიციულზე ეფექტიანია
საკმაოდ საინტერესოა კვლევის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საშუალოდ ონლაინ სწავლების პირობებში მყოფი მოსწავლეების შედეგები უფრო მაღალია , ვიდრე იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ტრადიციულ საკლასო გარემოში სწავლობდნენ.
კვლევა მიმდინარეობდა 1996-2008 წლების განმავლობაში და მოიცავდა როგორც სკოლების მოსწავლეებს, ასევე კოლეჯების სტუდენტებსა და ზრდასრულთა განათლების სხვადასხვა კურსების მსმენელებს. ამ პერიოდში ჩატარდა დიდი რაოდენობის კვლევები, რომლებიც ახდენდნენ ონლაინ და საკლასო სწავლების ეფექტიანობის რიცხობრივ შედარებას. შედეგად დადგინდა, რომ ონლაინ სწავლებაში ჩართული საშუალო მოსწავლის შედეგი შეადგენდა 59%, ხოლო ტრადიციული სწავლების პირობებში საშუალო მოსწავლის შედეგი მხოლოდ 50% აღწევდა.
რა თქმა უნდა ეს შედეგი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალვე უნდა დავემშვიდობოთ საკლასო ოთახებს, მაგრამ უდავოა, რომ უახლოეს წლებში ონლაინ სწავლა მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
ონლაინ სწავლის ეფექტიანობა განსაკუთრებით იზრდება Web 2.0-ის ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინაიდან ეს ტექნოლოგიები სწავლის თითოეულ მოსწავლეზე მორგების ოპტიმალურ საშუალებებს გვაძლევენ. ასეთი შესაძლებლობები ტრადიციულ საკლასო გარემოს არ გააჩნია.
ბევრი მეცნიერი და პრაქტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია სწრაფად განვითარდება. ონლაინ გარემოში მოსწავლეები ერთმანეთისა და მასწავლებლების დახმარებით უფრო სწრაფად და ეფექტიანად აითვისებენ სხვადასხვა საგნების საფუძვლებს, ხოლო საკლასო ოთახში დროს ძირითადად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას დაუთმობენ.