30 January 2010

Apple iPad

27 იანვარს სტივ ჯობსმა წარმოადგინა Apple-ის ახალი მოწყობილობა (პლანშეტი), სახელწოდებით iPad. ამ მოწყობილობას სტივმა რევოლუციური უწოდა.



















უამრავი რამ იწერება პრესაში ახალ მოწყობილობასთან დაკავშირებით. არის როგორც აღტაცებული, ასევე სკეპტიკური დამოკიდებულებები. მოკლედ წარმოვადგენ Apple iPad-ის ძირითად მახასიათებლებს.

სიგრძე: 242.8 mm
სიგანე: 189.7 mm
სისქე: 13.4 mm
წონა: 0.68 - 0.73 კგ.

ეკრანის დიაგონალი: 9,7 დიუმი
გარჩევადობა: 1024 x 768

პროცესორი: 1GHz Apple A4, მწარმოებელი Samsung (როგორც წერენ, საკმაოდ სწრაფია)
შიდა მეხსიერება (სამ ვარიანტად): 16GB, 32GB ან 64GB flash drive
(ოპერატიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ არის)
უკაბელო კავშირი: Wi-Fi 802.11a/b/g/n, Bluetooth 2.1
აქვს მიკროფონი და დინამიკი
აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა 10 საათი.

მუშაობისას პლანშეტი შეიძლება მოვათავსოთ მუხლებზე ან დავდოთ მაგიდაზე.

ტექსტის შესატანად გამოიყენება ვირტუალური კლავიატურა (თუმცა შესაძლებელია ნამდვილი კლავიატურის მიერთება).

პროგრამული უზრუნველყოფა:
Mail, Mobile Safari, Calendar, Contacts, iTunes, iPod, App Store (დაახლოებით 140 000 სხვადასხვა სახის პროგრამების კრებული), Maps, Notes, iWork (საოფისე პროგრამების პაკეტი), ე-წიგნების წამკითხავი პროგრამა iBooks (Apple-ი აპირებს ე-წიგნების საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიის გახსნას).

სამწუხაროდ iPad ერთამოცანიანი სისტემაა (ყოველ მოცემულ მომენტში შესაძლებელია მხოლოდ ერთ პროგრამასთან მუშაობა). ალბათ მომავალში ეს შეიცვლება.

ხელნაწერი ტექსტის შეტანის შესაძლებლობა არ არის.

ფასები აშშ-ში (გაყიდვები ორ თვეში დაიწყება):
  • Wi-Fi, 16 Gb: $499
  • Wi-Fi, 32 Gb: $599
  • Wi-Fi, 64 Gb: $699
  • 3G, Wi-Fi, 16 Gb: $629
  • 3G, Wi-Fi, 32 Gb: $729
  • 3G, Wi-Fi, 64 Gb: $829

29 January 2010

ინტერნეტი, მორიგი კვლევა

საინტერესო კვლევა ჩაატარა კომპანია Nielsen-მა. მან გამოთვალა, რომ 2009 წლის დეკემბერს ინტერნეტის სოციალური ქსელების უნიკალური ვიზიტორების რიცხვმა გადააჭარბა 300 მილიონს (კვლევა შეეხო ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილ ქვეყნებს). მომხმარებელთათვის ყველაზე მიმზიდველი საიტებია სოციალური ქსელი Facebook (207 მლნ. უნიკალური ვიზიტი დეკემბერში) და მიკრობლოგების სერვისი Twitter.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ერთი ვიზიტორი საშუალოდ 5 საათსა და 35 წუთს ატარებს თვეში. ეს 82%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინად.

ცალკეულ ქვეყნებს შორის 142 მილიონი უნიკალური ვიზიტით თვეში პირველ ადგილზეა აშშ. აშშ-ში მომხმარებელი სოციალურ ქსელებში ატარებს საშუალოდ 6 საათს თვეში. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ავსტრალია, სადაც მომხმარებელი ინტერნეტში საშუალოდ 6 საათსა და 52 წუთს ხარჯავს.

26 January 2010

ბილ გეიტსის ბლოგი

20 იანვარს ბილ გეიტსმა გახსნა საკუთარი ბლოგი სახელწოდებით The Gates Notes.

ბლოგში გეიტსი გაუზიარებს მკითხველებს საკუთარ აზრებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, განათავსებს მის მოგზაურობებთან დაკავშირებულ მასალებს, ღია წერილებს და სხვა.

ბლოგის თემატური განყოფილებებია:

What I'm Thinking About
What I'm Learning
My Travels
Infrequently Asked Questions და სხვა.

25 January 2010

სერიალი ”Школа”









11 იანვრიდან რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე გადის ტელესერიალი ”Школа”, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთის საზოგადოებაში. მაგალითად, სერიალის ჩვენების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა მოსკოვის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ფილმს უარყოფითად აფასებენ ასევე მასწავლებლები. მათი აზრით სერიალი ახდენს მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაციას. მათ მშობლებიც ეთანხმებიან.

ალბათ ბევრმა მათგანმა საკუთარი თავი დაინახეს ფილმში და არ ესიამოვნათ.

სერიალი გადაღებულია მოსკოვის ჩვეულებრივ სკოლაში (თუმცა ამ სკოლის აღჭურვილობა და ინტერიერი ჩვენ კერძო სკოლებსაც შეშურდებოდათ) და ასახავს მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებას.

"Школа" - это о целом мире, о детях, о родителях, об учителях, о взрослении и одиночестве. Об этом закрытом мире, куда чужие не могут попасть. О невозможности найти общий язык с окружающими".

"Это картина о школе, такая какая она сейчас есть – без всяких прикрас. С ее плюсами, с ее минусами".

სერიალის ონლაინ ნახვა შესაძლებელია ამ გვერდზე.

21 January 2010

განათლება 2020-2030 წლებში. პროგნოზი

ევროკომისიის ეგიდით მიმდინარეობს კვლევა “The Future of Learning: New ways to learn new skills for future jobs” (”განათლების მომავალი: მომავალი სამუშაოებისათვის საჭირო ახალი უნარების სწავლის ახალი გზები”), რომლის მიზანია შეიმუშაოს ხედვა და სცენარები, თუ რა გზებით მოხდება ახალი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლება ევროპის ქვეყნებში 2020-2030 წლებში.

კომისიაში მიწვეულ ექსპერტებს შესთავაზეს საკუთარი პროგნოზების წარმოდგენა. ინტერნეტში შემხვდა ერთ-ერთი ექსპერტის პროგნოზები, რომლებიც მან საკუთარ ბლოგში გამოაქვეყნა. მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო პროგნოზებია (ბევრ მათგანს მე სრულიად ვიზიარებ):


  • ადამიანების აღიარება მოხდება იმის მიხედვით, თუ რის კეთება შეუძლიათ და არა დიპლომში მითითებული კვალიფიკაციით;
  • საყოველთაოდ გავრცელდება ღია განათლება ინტერნეტის საშუალებით
  • მოსწავლეები თვითონ გააკონტროლებენ საკუთარ სწავლას
  • ფორმალური განათლება უფრო ეპიზოდური გახდება ადამიანების კარიერის სხვადასხვა ეტაპებზე;
  • ციფრული იდენტურობა (ციფრული პორტფოლიო) შეცვლის ტრადიციულ CV-ს;
  • ციფრული იდენტურობების მართვა გახდება მნიშვნელოვან კომპეტენციად;
  • სამუშაო ადგილი გახდება სწავლის უმთავრეს კონტექსტად;
  • მობილური ინტერნეტ-მოწყობილობები გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად
  • სწავლის აქცენტი გამახვილდება პრაქტიკაზე, რაც მიიღწევა მობილური მოწყობილობებით და ინტეგრირებას მოახდენს ღრუბელზე დაფუძნებულ პორტფოლიოებთან (cloud based portfolios);
  • გაფართოებული რეალობის პროგრამები (Augmented reality applications) გახდება სწავლის მთავარ ინსტრუმენტად;
  • სკოლა (უმაღლესი სასწავლებელი) გახდება სწავლისათვის ნაკლებად მნიშვნელოვან ადგილად, სწავლა გადაინაცვლებს სამუშაო ადგილებზე, თემებში და სახლებში;
  • უმაღლესი განათლება დაუბრუნდება ტრადიციულ დანიშნულებას - კვლევებს;
  • სისტემები და მომსახურებები შემუშავდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფური ურთიერთსწავლება;
  • ქაღალდის წიგნები შეიცვლება ელექტრონული მულტიმედია კონტენტით;
  • ინტერნეტში გამოქვეყნებული მულტიმედია მასალები და ბლოგები აღიარებულ იქნება ლეგიტიმურ პუბლიკაციებად მეცნიერებისათვის;
  • მრავალმომხმარებლიანი ვირტუალური სამყაროები არააუცილებელს გახდიან სკოლაში ან უნივერსიტეტში გაკვეთილების ფიზიკურ დასწრებას;
  • ფინანსური კრიზისი გამოიწვევს უნივერსიტეტების პრივატიზაციის ზრდას;
  • სწავლის მაღალი ფასები სერიოზულ ბარიერს შეუქმნის ახალგაზრდებს ღარიბი ოჯახებიდან უმაღლესი განათლების მიღებაში;
  • ვირტუალური მობილობა დაანგრევს ბარიერებს ეროვნული განათლების სისტემებს შორის;
  • დაიწევს სკოლის დამთავრების ასაკი, ვინაიდან აღიარებულ იქნება, რომ სწავლის სხვა კონტექსტები უფრო ეფექტიანია სწავლისათვის და უფრო მოტივირებული მოსწავლეთათვის, ვიდრე სკოლა;
  • ჩვენ ნაკლებად ვენდობით ექსპერტებს, როგორც ცოდნის და სასწავლო პროგრამების მომწოდებლებს და უფრო მეტად ვენდობით ინტერნეტის სისტემებით დადასტურებულ ხარისხიან ცოდნას;
  • კონტექსტურად სპეციფიური სასწავლო მასალები და ამოცანები მიგვიყვანენ უფრო ლოკალურ სწავლამდე;
  • სწავლის პერსონალური გარემოები (Personal Learning Environments) შეცვლიან ინსტიტუციონალურ სწავლის ვირტუალურ სისტემებს (LMS);
  • პროფესიონალური პროფილები გაფართოვდება და მოიცავენ ელემენტებს, რომლებიც დღეს ცალკეულ პროფესიებად გვევლინება;
  • უფრო გავრცელდება პროფესიების ხშირი შეცვლის პროცესი, შესაბამისი გადამზადებით;
  • ტრადიციული საზღვრები დისციპლინებს შორის დაიმსხვრევა, მოსწავლეებს კი მიეცემათ საშუალება გაიარონ მულტი- და ინტერ- დისციპლინარულ სწავლაზე დაფუძნებული ინდივიდუალიზირებული კურსები;
  • საგანმანათლებლო ინსტიტუციები გარდაიქმნება სათემო ცოდნის ცენტრებად, რომლებიც მოემსახურებიან როგორც გეოგრაფიულ თემებს, ასევე უფრო ფართოდ განაწილებულ თემებს;
  • ინსტიტუციების ინტერსექტორული და ინტერდისციპლინარული ქსელები გაერთიანდებიან და შექმნიან ინტერესებზე დაფუძნებულ ქსელებს.

19 January 2010

შეფასების როლი სწავლაში - ნაწილი 2

იმის ნაცვლად, რომ ”ვასწავლოთ ტესტისათვის”, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ”იმის ტესტირება, რასაც ვასწავლით”.

არც ისე შორეულ წარსულში სწავლის თეორიები ამტკიცებდნენ, რომ მაღალორგანიზებული აზროვნების უნარები მიიღწევა მცირე პორციებით და შესაბამისად სწავლა იყოფოდა საწყისი უნარების სწავლების სერიებად. ითვლებიდა, რომ მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაიმახსოვრებდა ამ პორციებს, ის შეძლებდა შემდგომში მათ გაერთიანებას კომპლექსურ გაგებაში. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. თანამედროვე სწავლის თეორიების თანახმად, აუცილებელია, რომ მოსწავლე ჩავრთოთ პრობლემების გადაწყვეტაში და მან აქტიურად უნდა შექმნას მენტალური მოდელები. ცოდნა არ მიიღწევა უბრალოდ ინფორმაციის მიღებით, არამედ ინფორმაციის ინტერპრეტირებითა და მისი დაკავშირებით მოსწავლის უკვე არსებულ ცოდნასთან. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს არა ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, არამედ ინფორმაციის ორგანიზების, სტრუქტურირებისა და მისი გამოყენებით კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარები.

ინტერვიუდან ჰოვარდ გარდნერთან:

”... ჩვენ გვჯერა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს შეეძლებათ იმის გამოყენება ცხოვრებაში, რაც ისწავლეს. ამისი რომ არ გვჯეროდეს, სკოლები არ გვექნებოდა. დღეისათვის არსებობს დიდი რაოდენობის მტკიცებულებები სხვადასხვა სფეროებიდან, რომ სანამ პიროვნება არ მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას საკუთარი სწავლის პროცესში, ვერაფერი ვერ გამოვა. მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს კარგი ნიშნები გამოცდებში, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ის კარგად სწავლობს, მაგრამ სკოლის დამთავრებიდან ერთი-ორი წლის შემდეგ არაფერი არ რჩება ...

მეორესმხრივ, თუ მოსწავლე ატარებს ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე, აანალიზებს, აკეთებს პროგნოზებს, კითხულობს დოკუმენტებს, სვავს კითხვებს, წერს - ეს არის სწორი მიდგომა სწავლისადმი.

... მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვასწავლით ბევრ საგნებს და ვიყენებთ მრავალ მასალებს, მაგრამ ბოლოს მოსწავლეების ცოდნა არის ზედაპირული და სკოლის დამთავრების შემდეგ მათ თითქმის ყველაფერი ავიწყდებათ. მე ვფიქრობ, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს რამდენიმე პრიორიტეტი და რეალურად აიროს ამ პრიორიტეტებით ძალიან ღრმად.

... მე ვფიქრობ, რომ ამერიკის განათლების სისტემის ცვლილებები ხანგრძლივ დროს მოითხოვს. პირველ რიგში საჭიროა ნიმუშები, სადაც ახალი განათლების პრინციპები რეალურად მუშაობენ, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ღრმად, სადაც შეუძლიათ საკუთარი ცოდნის გამომჟღავნება საჟაროდ და ყველამ, ვინც ამ ნიმუშებს გაეცნობა უნდა თქვას: ”ასეთი ბავშვები მეც მინდა”. ჩვენ ასევე გვჭირდება ადამიანები, ვისაც სიახლეების სჯერა, ვისაც რეალურად სურთ ცვლილებების განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს შეფასების სქემები, რომლებიც რეალურად დაარწმუნებენ ყველას, რომ ეს განათლება მუშაობს. აბსურდია გქონდეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა და შეფასებაში გამოიყენებდე ძველ მრავალარჩევნიან ტესტებს, რომლებიც 50-100 წლის წინად გამოიყენებოდა”.

18 January 2010

ტრადიციული სკოლა

И сотворили Школу так, как велел им дьявол. Ребенок любит природу, поэтому его замкнули в четырех стенах. Ребенку нравится сознавать, что его работа имеет какой-то смысл, поэтому все устроили так, чтобы его активность не приносила никакой пользы. Он не может оставаться без движения – его принудили к неподвижности. Он любит работать руками, а его стали обучать теориям и идеям. Он любит говорить - ему приказали молчать. Он стремится понять - ему велели учить наизусть. Он хотел бы сам искать знания - ему они даются в готовом виде.

И тогда дети научились тому, чему они никогда бы не научились в других условиях. Они научились лгать и притворяться. Дети отбились от рук. Они бегут из дома, ищут приключений. Они становятся практичны, самоуверенны и упорны без помощи школы и даже вопреки ей. И разрушилась Школа, которая была сотворена по наущению дьявола.

Адольф Ферьер (начало XX века, Швейцария)


კიდევ ერთი ციტატა:

Одно из распространенных заблуждений относительно образовательного дела состоит в том, что имеющееся образование можно просто улучшить, и дела пойдут прекрасно. Это иллюзия. На самом же деле необходимо создание, выращивание, оттачивание совершенно нового образования – не каких-то там полезных вкраплений в ткань ныне существующей школы, а ее принципиальное, коренное изменение.

და კიდევ ერთი ციტატა:

Возможно, самый влиятельный сегодня педагог (в мировом масштабе!) — Джон Гудлэд (JOHN GOODLAD) — родился в 1920 году в Канаде. До сего дня работает в США.

В 1984 году у него вышла книга «Место, которое называется школой» (A Place Called School), результат тщательного изучения большой командой экспертов ВСЕГО, что происходит в учебных заведениях Америки. В 2004 году вышло специальное издание, приуроченное к 20-й годовщине выхода в свет этого бестселлера (John I. Goodlad. A Place Called School / John I. Goodlad. - Special 20th anniversary ed. - New York: McGraw-Hill, c2004. xxvi, 413 p.).

Картина получилась и остается до сего дня безрадостной. Эта картина похожа на нашу отечественную, как две капли воды.

Одну из причин печального состояния массового образования Гудлэд усмотрел в том, что цели школы разительно отличаются от ее главного назначения. Я считаю это открытием.
Вот его суть.

Пока их родители или опекуны работают, миллионы и миллионы детей, подростков, молодых людей нуждаются в присмотре, в социальном обеспечении, в уходе, в так называемой «дневной помощи» (бебиситтинг). Как обеспечить бебиситтинг для десятков миллионов детей? Если взглянуть в лицо проблемы, то станет ясным, что только школы представляют собой экономически самую выгодную службу бебиситтинга. Другой подобной службы общество не имеет.
Главная, первейшая, важнейшая функция школы — присмотр и уход за детьми, которых собирают вместе и, раз уж они собрались, их заодно пытаются обучить, дать им образование. При этом образовательную функцию школы все видят и считают главной, а социально обеспечивающую функцию не замечают.
Образовательная работа школы сегодня безнадежно устарела. По традиции, по инерции школу рассматривают преимущественно как источник информации, хотя вся эта информация находится вне школы, и она ныне доступна детям и без школы.

Образовательная задача школы в настоящих условиях сводится к организации информации, тренировке школьников в самостоятельных суждениях. Однако, в этом отношении делается очень мало. И не потому, что учителя не хотят учить критическому мышлению и решению нетиповых задач, и не потому, что дети не хотят этому учиться, а потому, что тесты тестируют не это, а как раз информацию.

Итак, школы содержат ради бебиситтинга и промывки мозгов, а оценивают их по результатам информационного тестирования. Виноваты в этом законодатели, чиновники, вообразившие, что им точно известно, как «совершенствовать» школьную систему, и не допускающие к этому процессу ни учителей, ни других профессионалов.

Так говорит Гудлэд.

Борис Бим-Бад


15 January 2010

შეფასების როლი სწავლაში - ნაწილი 1

მოსწავლის შეფასება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და განსაზღვრავს მიღწეულია თუ არა საგანმანათლებლო მიზნები. შეფასებისას ჩვენ მუდმივად ვპასუხობთ კითხვებზე: ”ნამდვილად იმას ვასწავლით, რაც გვგონია რომ ვასწავლით?”, ’ნამდვილად იმას სწავლობენ მოსწავლეები, რაც იგულისხმება, რომ უნდა ისწავლონ?”, ”არის საგნის ეკეთესად სწავლების გზები?”...

როგორც წესი, შეფასების მეთოდიკას ნაკლებ ყურადღებას ანიჭებენ. რატომღაც ითვლება, რომ სპეციალური ცოდნის გარეშეც მასწავლებელი შეძლებს მოსწავლეების ადექვატურად შეფასებას, რაც ჩემი აზრით არ არის სწორი. მოსწავლეების რეალური შეფასება რომ შეგვეძლოს, უამრავ პრობლემებს ავიცილებდით თავიდან.


რამდენიმე ნაწყვეტი ინტერვიუდან Grant Wiggins-თან (მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი შეფასების საკითხებში):

კითხვა: რა განსხვავებაა ”ტესტირებასა” და ”შეფასებას” შორის?.

პასუხი: ...ტესტირება შეფასების მცირე ნაწილია. ის არის მთელი სურათის ნაწილი. ტესტირება არის აუდიტი. ის არის მომენტალური ფოტოსურათი მოსწავლის ცოდნისა. მაგრამ თქვენ ხომ არ წარმართავთ თქვენს ბიზნესს მხოლოდ აუდიტისათვის. თქვენ გჭირდებათ არა მხოლოდ ერთი ფოტოსურათი, არამედ მთელი ოჯახური ფოტოალბომი. ტესტს შეუძლია დაგვანახოს ინდივიდუალური მოსწავლის დისკრეტული ცოდნა და კონკრეტული უნარი.

კითხვა: რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მასწავლებელმა ჯერ უნდა მოიფიქროს შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს გაკვეთილების ან პროექტების დაგეგმვა?

პასუხი: სწავლების ერთ-ერთი მოთხოვნა არის დიზაინი. კარგმა დიზაინერმა კი უნდა იფიქროს იმაზე, თუ რის მიღწევა სურს და მოახდინოს ოსტატური შეთავსება შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და შეფასების. ბოლო წლებში მასწავლებლებთან მუშაობისას ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასვა კითხვა: ”რის მიღწევა მსურს?”, ”რა არის იმ მიზნების საფუძველი, მე რომ დავსახე?”. სხვა შემთხვევაში თქვენი სწავლება წარუმატებლად დასრულდება. ჩვენ ვეძახით ამას უკუ-დიზაინს. სანამ აქტივობებზე გადახვალთ უნდა წარმოიდგინოთ, როგორი იქნება მიღწეული მიზანი, რითი დაამტკიცებთ, რომ მოსწავლეებმა მიზანს მიაღწიეს? ანუ მასწავლებელმა უნდა წარმოიდგინოს, თუ როგორი იქნება დასასრული. შემდეგ იწყებთ უკან მოძრაობას და განსაზღვრავთ, თუ რა აქტივობებით უნდა მიაღწიოთ ყოველივე ამას.

კითხვა: სტანდარტიზირებული ტესტები, როგორიცაა, მაგალითად, SAT - I, სკოლების მიერ გამოიყენება მოსწავლის მომავალი წარმატებების პროგნოზირებისათვის. არის ეს ამ ტესტის ვალიდური გამოყენება?

პასუხი: სტანდარტიზირებული ტესტი ასრულებს აუდიტის როლს, მაგრამ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებს და მშობლებს ხშირად ავიწყდებათ ან არ იციან, რომ ამ ტესტებს აქვთ ვიწრო ფოკუსი და მათი დანიშნულება აუდიტია. მათი საშუალებით ჩვენ ვცდილობთ იმის დადგენას, რომ ის რაც უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ნამდვილად ისწავლება. მაგრამ კითხვაზე წინასწარმეტყველებენ თუ არა ეს ტესტები მოსწავლის მომავალ წარმატებებს გეტყვით, რომ არა. მას მაქსიმუმ შეუძლია იწინასწარმეტყველოს, მაგალითად, ახალი მოსწავლის წარმატება პირველ სემესტრში. და ეს მაქსიმუმია. არსებობს მრავალი მაგალითები იმისა, რომ კოლეჯში მიღწეული რანგები არ არის კორელაციაში მომავალ წარმატებებთან. ეროვნული და შტატების ტესტების უმეტესობას შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ სკოლების საქმიანობის მხოლოდ ძალიან, ძალიან ვიწრო შედეგები.

პედაგოგიური აქსიომები

სელესტენ ფრენეს აზრები. (დარწმუნებული ვარ სელესტენ ფრენე ვერაფრით ვერ გაივლიდა სერტიფიცირებას).

Селестен Френе "Педагогические постоянные"

1. Ребенок - такой же человек, как и взрослый.

2. Большой рост - не основание для того, чтобы смотреть на других свысока.

3. Поведение ребенка в школе - это производная от его психологического и физиологического состояния.

4. Никто - ни взрослый, ни ребенок - не любит подчиняться силе.

5. Никто не любит ходить строем, потому что «строй» - это всегда подчинение внешней силе.

6. Никто не любит, когда его принуждают выполнять какую-либо работу, даже если эта работа сама по себе не вызывает отвращения. Принуждение парализует человека.

7. Человек предпочитает сам выбирать себе работу - пусть даже этот выбор не несет ему явных преимуществ.

8. Никто не любит работать вхолостую, как робот, то есть выполнять действия и подчинятьсяправилам, смысл которых он не понимает.

9. Нам надо научиться пробуждать интерес!

10. Никакой схоластики!

10 а. Человек стремится к успеху. Безуспешность губит желание работать.

10 б. Труд, а не игра - вот естественное занятие для ребенка.

11. Не объяснение учителя и не наблюдение за тем, как работает другой (обычная школьная методика), а «Познание на ощупь» - вот естественный и общий закон познания.

12. Память - а на этом держится вся Школа - является ценностью только в том случае, когда она отвечает жизненным интересам ребенка.

13. Знания приобретаются не через выучивание правил и законов, как обычно думают, - а опытным путем. Начинать с правил и законов - в изучении языка, искусств, математики, других наук - все равно что запрягать телегу впереди лошади.

14. Мышление не является, как учит схоластика, особым свойством, возникающим в отрыве от опыта, в стороне от реальной жизни человека.

15. Школа культивирует лишь абстрактную форму мышления, которая в отрыве от жизни, становится лишь игрой в слова, в чужие мысли.

16. Ребенок не любит слушать лекции.

17. Ребенок не устает от работы, если она ему интересна, отвечает его насущным потребностям.

18. Контроль с последующим наказанием воспринимается как унижение достоинства, особенно если это происходит публично. Никто - ни взрослый, ни ребенок - не любит такой «контроль».

19. Оценки и рейтинги не нужны.

20. Говорите как можно меньше.

21. Ребенок не любит работать «в стаде», когда индивид превращается в робота. Он любит работать сам no себе или в команде, в обстановке сотрудничества.

22. Порядок и дисциплина необходимы на уроках..

23. Наказания не нужны. Это унижает ученика и никогда не позволяют добиться поставленной цели. Наказания - это худший способ решения проблемы.

24. Новая школа предполагает существование коллектива, каждый член которого, в том числе учитель, принимает участие в управлении.

25. Переполненные классы - серьезная проблема школы

26. Крупные школы приводят к обезличиванию учителей и учеников.

27. Демократия завтрашнего дня рождается я в Школе. Авторитарная школа не может вырастить человека демократических убеждений.

28. Учить детей можно только в обстановке уважения. Уважение к ученикам, а в первую очередь к учителям - одно из первых условий обновления Школы.

29. Педагогический консерватизм - элемент социального и политического консерватизма - серьезная реальность, мы должны помнить об этом и уметь противостоять этой силе. (

30. Нами движет и придает силы оптимизм и вера в жизнь.


Перевод с французского - Р.Курбатов.

12 January 2010

დიდი კონვერგენცია

ამონარიდები ნოკიას კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის John Paul Shen-ის გამოსვლიდან.

”ჩვენ ვართ ორი განსხვავებული კულტურის (ღია და დახურული) და ოთხი ინდუსტრიის (ინტერნეტი, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ფიჭური ქსელები) შეჯახების მომსწრე...

ჩვენ ნოკიაში გვსურს ამ მოედანზე თამაში. ჩვენ გვსურს ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოწყობილობები. ანალოგიურად კომპიუტერულ კომპანიებს სურთ მობილური ტელეფონების გაყიდვა...

ამ მოედანზე კიდევ სხვა ინდუსტრიებიც მოვლენ - საავტომობილო, სამომხმარებლო ელექტრონიკის, გასართობი და კონტენტის.

მომდევნო 5-10 წელიწადი იქნება ფენომენალური ინოვაციების ფაზა, რასაც სწორედ ამ ინდუსტრიების ერთ მოედანზე თავმოყრა გამოიწვევს. ეს იქნება ოქროს ერა მკლევარებისათვის.

ნოკიას კვლევები ფოკუსირებულია ოთხ სფეროზე:
  • მდიდარი კონტექსტის მოდელირება
  • ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი
  • მაღალეფექტიანი მობილური პლატფორმები
  • კოგნიტური-რადიო
კომპიუტერის მომავალი:
  • ჯერ არ არის სრულად მობილური, მაგრამ მალე ეს იქნება მიღწეული. დღეს კომპიუტერი იმდენად არის მობილური, რამდენადაც ქოლგა არის პორტატული, მაგრამ მომავალში მიაღწევს სათვალეების დონის პორტატულობას;
  • ჯერ არ არის რეალურად პერსონალური. ის პერსონალურია, როგორც ”ჩემი ქუდი”, მაგრამ მალე გახდება იმდენად პერსონალური, როგორც ”ჩემი კბილები”.
მნიშნელოვანია ენერგომოხმარების საკითხი. ნამდვილად პორტატული მოწყობილობა მუდამ უნდა იყოს ჩართული, ამიტომ მის მიერ ენერგიის მოხმარება ძალიან დაბალ ნიშნულზე უნდა დავიყვანოთ.

ჩვენ გვჭირდება მოქნილი პარალელიზმი (რამდენიმე პროცესორის ერთდროული მუშაობა). ჩვენ მივდივართ ასევე SOC-იდან (system on chip) SOS-მდე (system on stack) (სტეკში იგულისხმება ერთმანეთთან შეერთებული ჩიპების კრებული).

აქტუალური ხდება მოწყობილობების საყოველთაო ურთიერთკავშირი. ყველა ციფრულმა მოწყობილობამ, რომლებსაც ფლობს ადამიანი, უნდა იმოქმედონ როგორც ერთიანმა სისტემამ. მობილური ტელეფონი განიხილება ამ სისტემის კვანძად, რომელიც აკონტროლებს ყველა მოწყობილობას. და არა მხოლოდ მოწყობილობებს, არამედ კონტენტს. მაგალითად, ძალიან სწრაფად და მარტივად უნდა შეგვეძლოს ფოტოკამერით გადაღებული ფოტოების კომპიუტერში ატვირთვა, ინტერნეტში Flickr-ში განთავსება, ამ ფოტოების მობილურზე ჩატვირთვა. ანუ კონტენტის ერთიანი და სწრაფი წვდომა.

ამის გარდა შენი მოწყობილობა უნდა იყოს კონტექსტურად გათვიცნობიერებული, მან იცის ბევრი რამ თქვენს შესახებ და კიდევ ბევრი სხვა. და ბოლოს ჩვენ გვჭირდება ”მხიარული და ლამაზი ინტერაქციები...”.

აქ კომენტარი ზედმეტია.

08 January 2010

2010 Quality of Life Index

საიტზე International Living გამოქვეყნდა ცხოვრების ხარისხის ინდექსი 2010, რომელიც მოიცავს 194 ქვეყანას.

საქართველო 56 ქულით 98 ადგილზეა. როგორც ცხრილიდან ჩანს, ეს ადგილი ბევრწილად გარემოსა და კლიმატის ხარჯზე გვაქვს მიღებული.

05 January 2010

ცნობებს სკოლისათვის მშობლები დაწერენ

საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ინტერნეტში.

ესტონეთში, 1 იანვრიდან, ექიმები აღარ გასცემენ ცნობებს სკოლის გაცდენებთან დაკავშირებით. ცნობას, რომელშიც ახსნილი იქნება ბავშვის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი, დაწერს მხოლოდ მშობელი, იმის მიუხედავად, თუ რა მიზეზით და რა ხანგრძლივობით გააცდენს ბავშვი სკოლას.

თურმე ევროკავშირში ასეთი ცნობების გაცემა არ შედის ექიმების მოვალეობაში. 18 წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში სიარულზე პასუხისმგებელია მშობელი, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია ბავშვის განთავისუფლება გაკვეთილებიდან (რა თქმა უნდა, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში მშობელი გაითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებს სკოლის გაცდენასთან დაკავშირებით).

ჩემი აზრით ეს ძალიან გონიერი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაზოგავს როგორც ექიმების, ასევე მშობლების დროს.

განვითარებადი გონება

საინტერესო სტატია ”24 საათში”:

”პატარები უფრო გახსნილები არიან მათემატიკის მიმართ, ვიდრე ჩვენ გვგონია”...

04 January 2010

ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში

დღეს დუბაიში გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა Burj Dubai. 160-სართულიანი შენობის სიმაღლეა 828 მეტრი. შენდებოდა 2004 წლიდან. ღირებულება - 20 მილიარდი დოლარი.

01 January 2010

2010 წელი

დაიწყო ახალი 2010 წელი!

ყველას ვულოცავ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას!