30 January 2010

Apple iPad

27 იანვარს სტივ ჯობსმა წარმოადგინა Apple-ის ახალი მოწყობილობა (პლანშეტი), სახელწოდებით iPad. ამ მოწყობილობას სტივმა რევოლუციური უწოდა.



















უამრავი რამ იწერება პრესაში ახალ მოწყობილობასთან დაკავშირებით. არის როგორც აღტაცებული, ასევე სკეპტიკური დამოკიდებულებები. მოკლედ წარმოვადგენ Apple iPad-ის ძირითად მახასიათებლებს.

სიგრძე: 242.8 mm
სიგანე: 189.7 mm
სისქე: 13.4 mm
წონა: 0.68 - 0.73 კგ.

ეკრანის დიაგონალი: 9,7 დიუმი
გარჩევადობა: 1024 x 768

პროცესორი: 1GHz Apple A4, მწარმოებელი Samsung (როგორც წერენ, საკმაოდ სწრაფია)
შიდა მეხსიერება (სამ ვარიანტად): 16GB, 32GB ან 64GB flash drive
(ოპერატიულ მეხსიერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ არის)
უკაბელო კავშირი: Wi-Fi 802.11a/b/g/n, Bluetooth 2.1
აქვს მიკროფონი და დინამიკი
აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა 10 საათი.

მუშაობისას პლანშეტი შეიძლება მოვათავსოთ მუხლებზე ან დავდოთ მაგიდაზე.

ტექსტის შესატანად გამოიყენება ვირტუალური კლავიატურა (თუმცა შესაძლებელია ნამდვილი კლავიატურის მიერთება).

პროგრამული უზრუნველყოფა:
Mail, Mobile Safari, Calendar, Contacts, iTunes, iPod, App Store (დაახლოებით 140 000 სხვადასხვა სახის პროგრამების კრებული), Maps, Notes, iWork (საოფისე პროგრამების პაკეტი), ე-წიგნების წამკითხავი პროგრამა iBooks (Apple-ი აპირებს ე-წიგნების საკუთარი ინტერნეტ-მაღაზიის გახსნას).

სამწუხაროდ iPad ერთამოცანიანი სისტემაა (ყოველ მოცემულ მომენტში შესაძლებელია მხოლოდ ერთ პროგრამასთან მუშაობა). ალბათ მომავალში ეს შეიცვლება.

ხელნაწერი ტექსტის შეტანის შესაძლებლობა არ არის.

ფასები აშშ-ში (გაყიდვები ორ თვეში დაიწყება):
  • Wi-Fi, 16 Gb: $499
  • Wi-Fi, 32 Gb: $599
  • Wi-Fi, 64 Gb: $699
  • 3G, Wi-Fi, 16 Gb: $629
  • 3G, Wi-Fi, 32 Gb: $729
  • 3G, Wi-Fi, 64 Gb: $829

No comments: