საინტერესო ინფორმაცია შემხვდა ინტერნეტში.
ესტონეთში, 1 იანვრიდან, ექიმები აღარ გასცემენ ცნობებს სკოლის გაცდენებთან დაკავშირებით. ცნობას, რომელშიც ახსნილი იქნება ბავშვის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი, დაწერს მხოლოდ მშობელი, იმის მიუხედავად, თუ რა მიზეზით და რა ხანგრძლივობით გააცდენს ბავშვი სკოლას.
თურმე ევროკავშირში ასეთი ცნობების გაცემა არ შედის ექიმების მოვალეობაში. 18 წლამდე ასაკის ბავშვის სკოლაში სიარულზე პასუხისმგებელია მშობელი, ამიტომ მხოლოდ მას შეუძლია ბავშვის განთავისუფლება გაკვეთილებიდან (რა თქმა უნდა, ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევაში მშობელი გაითვალისწინებს ექიმის რეკომენდაციებს სკოლის გაცდენასთან დაკავშირებით).
ჩემი აზრით ეს ძალიან გონიერი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაზოგავს როგორც ექიმების, ასევე მშობლების დროს.
05 January 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
1 comment:
თავიდანვე მასე უნდა ყოფილიყო...
ეგებ არაავადმყოფობის გამო ვერ მივდივარ სკოლაში, ექიმი რა შუაშია მაშინ?
Post a Comment