”ჩვენ ვართ ორი განსხვავებული კულტურის (ღია და დახურული) და ოთხი ინდუსტრიის (ინტერნეტი, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და ფიჭური ქსელები) შეჯახების მომსწრე...
ჩვენ ნოკიაში გვსურს ამ მოედანზე თამაში. ჩვენ გვსურს ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოწყობილობები. ანალოგიურად კომპიუტერულ კომპანიებს სურთ მობილური ტელეფონების გაყიდვა...
ამ მოედანზე კიდევ სხვა ინდუსტრიებიც მოვლენ - საავტომობილო, სამომხმარებლო ელექტრონიკის, გასართობი და კონტენტის.
მომდევნო 5-10 წელიწადი იქნება ფენომენალური ინოვაციების ფაზა, რასაც სწორედ ამ ინდუსტრიების ერთ მოედანზე თავმოყრა გამოიწვევს. ეს იქნება ოქროს ერა მკლევარებისათვის.
ნოკიას კვლევები ფოკუსირებულია ოთხ სფეროზე:
- მდიდარი კონტექსტის მოდელირება
- ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი
- მაღალეფექტიანი მობილური პლატფორმები
- კოგნიტური-რადიო
- ჯერ არ არის სრულად მობილური, მაგრამ მალე ეს იქნება მიღწეული. დღეს კომპიუტერი იმდენად არის მობილური, რამდენადაც ქოლგა არის პორტატული, მაგრამ მომავალში მიაღწევს სათვალეების დონის პორტატულობას;
- ჯერ არ არის რეალურად პერსონალური. ის პერსონალურია, როგორც ”ჩემი ქუდი”, მაგრამ მალე გახდება იმდენად პერსონალური, როგორც ”ჩემი კბილები”.
ჩვენ გვჭირდება მოქნილი პარალელიზმი (რამდენიმე პროცესორის ერთდროული მუშაობა). ჩვენ მივდივართ ასევე SOC-იდან (system on chip) SOS-მდე (system on stack) (სტეკში იგულისხმება ერთმანეთთან შეერთებული ჩიპების კრებული).
აქტუალური ხდება მოწყობილობების საყოველთაო ურთიერთკავშირი. ყველა ციფრულმა მოწყობილობამ, რომლებსაც ფლობს ადამიანი, უნდა იმოქმედონ როგორც ერთიანმა სისტემამ. მობილური ტელეფონი განიხილება ამ სისტემის კვანძად, რომელიც აკონტროლებს ყველა მოწყობილობას. და არა მხოლოდ მოწყობილობებს, არამედ კონტენტს. მაგალითად, ძალიან სწრაფად და მარტივად უნდა შეგვეძლოს ფოტოკამერით გადაღებული ფოტოების კომპიუტერში ატვირთვა, ინტერნეტში Flickr-ში განთავსება, ამ ფოტოების მობილურზე ჩატვირთვა. ანუ კონტენტის ერთიანი და სწრაფი წვდომა.
ამის გარდა შენი მოწყობილობა უნდა იყოს კონტექსტურად გათვიცნობიერებული, მან იცის ბევრი რამ თქვენს შესახებ და კიდევ ბევრი სხვა. და ბოლოს ჩვენ გვჭირდება ”მხიარული და ლამაზი ინტერაქციები...”.
აქ კომენტარი ზედმეტია.
No comments:
Post a Comment