იმის ნაცვლად, რომ ”ვასწავლოთ ტესტისათვის”, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ”იმის ტესტირება, რასაც ვასწავლით”.
არც ისე შორეულ წარსულში სწავლის თეორიები ამტკიცებდნენ, რომ მაღალორგანიზებული აზროვნების უნარები მიიღწევა მცირე პორციებით და შესაბამისად სწავლა იყოფოდა საწყისი უნარების სწავლების სერიებად. ითვლებიდა, რომ მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაიმახსოვრებდა ამ პორციებს, ის შეძლებდა შემდგომში მათ გაერთიანებას კომპლექსურ გაგებაში. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. თანამედროვე სწავლის თეორიების თანახმად, აუცილებელია, რომ მოსწავლე ჩავრთოთ პრობლემების გადაწყვეტაში და მან აქტიურად უნდა შექმნას მენტალური მოდელები. ცოდნა არ მიიღწევა უბრალოდ ინფორმაციის მიღებით, არამედ ინფორმაციის ინტერპრეტირებითა და მისი დაკავშირებით მოსწავლის უკვე არსებულ ცოდნასთან. აქედან გამომდინარე, უნდა შეფასდეს არა ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, არამედ ინფორმაციის ორგანიზების, სტრუქტურირებისა და მისი გამოყენებით კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის უნარები.
ინტერვიუდან ჰოვარდ გარდნერთან:
”... ჩვენ გვჯერა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს შეეძლებათ იმის გამოყენება ცხოვრებაში, რაც ისწავლეს. ამისი რომ არ გვჯეროდეს, სკოლები არ გვექნებოდა. დღეისათვის არსებობს დიდი რაოდენობის მტკიცებულებები სხვადასხვა სფეროებიდან, რომ სანამ პიროვნება არ მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას საკუთარი სწავლის პროცესში, ვერაფერი ვერ გამოვა. მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს კარგი ნიშნები გამოცდებში, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ის კარგად სწავლობს, მაგრამ სკოლის დამთავრებიდან ერთი-ორი წლის შემდეგ არაფერი არ რჩება ...
მეორესმხრივ, თუ მოსწავლე ატარებს ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე, აანალიზებს, აკეთებს პროგნოზებს, კითხულობს დოკუმენტებს, სვავს კითხვებს, წერს - ეს არის სწორი მიდგომა სწავლისადმი.
... მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვასწავლით ბევრ საგნებს და ვიყენებთ მრავალ მასალებს, მაგრამ ბოლოს მოსწავლეების ცოდნა არის ზედაპირული და სკოლის დამთავრების შემდეგ მათ თითქმის ყველაფერი ავიწყდებათ. მე ვფიქრობ, რომ სკოლას უნდა ჰქონდეს რამდენიმე პრიორიტეტი და რეალურად აიროს ამ პრიორიტეტებით ძალიან ღრმად.
... მე ვფიქრობ, რომ ამერიკის განათლების სისტემის ცვლილებები ხანგრძლივ დროს მოითხოვს. პირველ რიგში საჭიროა ნიმუშები, სადაც ახალი განათლების პრინციპები რეალურად მუშაობენ, სადაც მოსწავლეები სწავლობენ ღრმად, სადაც შეუძლიათ საკუთარი ცოდნის გამომჟღავნება საჟაროდ და ყველამ, ვინც ამ ნიმუშებს გაეცნობა უნდა თქვას: ”ასეთი ბავშვები მეც მინდა”. ჩვენ ასევე გვჭირდება ადამიანები, ვისაც სიახლეების სჯერა, ვისაც რეალურად სურთ ცვლილებების განხორციელება. ასევე მნიშვნელოვანია გვქონდეს შეფასების სქემები, რომლებიც რეალურად დაარწმუნებენ ყველას, რომ ეს განათლება მუშაობს. აბსურდია გქონდეს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა და შეფასებაში გამოიყენებდე ძველ მრავალარჩევნიან ტესტებს, რომლებიც 50-100 წლის წინად გამოიყენებოდა”.
19 January 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment