პიაჟე გამოყოფს განვითარების ოთხ სტადიას და იმ პროცესებს, რომელთა მეშვეობით ბავშვები აღწევენ პროგრესს ამ სტადიების ფარგლებში. ეს სტადიებია:
- სენსომოტორული სტადია (დაბადებიდან - 2 წლამდე) - ბავშვი შეიცნობს სამყაროს მხოლოდ სხვადასხვა ქმედებების მეშვეობით (დათვალიერება, ხელის ჩაჭირება, წოვა, კბენა, ღეჭვა და სხვა). ამ სტადიაზე ბავშმა არ იცის, რომ ფიზიკური ობიექტები მაშინაც არსებობენ, როცა ის მათ ვერ ხედავს.
- წინაოპერაციული სტადია (2-დან - 7 წლამდე) - ბავშვები იწყებენ ცნებების ფორმირებას და სიმბოლოების გამოყენებას. ეს ცნებები შეზღუდულია მათი პირადი, უშუალო გამოცდილებით. ამ ასაკში ბავშვებს ძალიან უჭირთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და ობიექტებისა და მოვლენების კლასიფიკაცია
- კონკრეტული ოპერაციების სტადია (7-დან - 11-12 წლამდე) - ფიზიკური გამოცდილების დაგროვების შედეგად ბავშვი იწყებს გააზრებას, ლოგიკური სტრუქტურების შექმნას, რომლებიც ხსნიან მის ფიზიკურ გამოცდილებას. იწყებენ კონკრეტულ ობიექტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული აბსტრაქტული პრობლემების გადაწყვეტას.
- ფორმალური ოპერაციების სტადია (11-12-დან - 15 წლამდე) - ბავშვის კოგნიტური სტრუქტურები უტოლდება ზრდასრულისას და მოიცავენ კონცეპტუალურ მსჯელობას.
პიაჟეს თეორიის თანახმად დიდი მნიშვნელობა ენიჭება კურიკულუმის დაგეგმვას ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლეების ლოგიკური და კონცეპტუალური ზრდა. მასწავლებელმა განსაკუთრებული როლი უნდა მიანიჭოს მოსწავლის ირგვლივ არსებულ გარემოს, რადგანაც ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის სწავლაზე.
No comments:
Post a Comment