ბლოგის გამოყენება არ არის მხოლოდ წერის პროცესის გადატანა ვირტუალურ სივრცეში. ბლოგების ეფექტიანი გამოყენება სწავლებაში მოითხოვს მასწავლებლისგან სხვადასხვა უნარებს. მას უნდა შეეძლოს წერა ფართე აუდიტორიისათვის, ციტატების და ბმულების გამოყენება, კომენტარების გამოყენება პედაგოგიური მიზნების მისაღწევად, ვებ-მასალების კითხვა და სხვა. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ნავიგაცია ბლოგოსივრცეში.
რატომ არის ბლოგი ასეთი მნიშვნელოვანი სწავლა/სწავლებაში?
- ბლოგი არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ერთმანეთისაგან
- ბლოგების საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური თემების შექმნა, სადაც თემის წევრები ერთობლივად მსჯელობენ, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, მართავენ დისკუსიებს მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ
- ბლოგი ეხმარება მოსწავლეს ცოდნა აღიქვას მთლიანობაში, როგორც ურთიერთდაკავშირებული და არა იზოლირებული ფაქტები
- ბლოგი აძლიერებს საკუთრების გრძნობას და ზრდის არჩევანს
- ბლოგი აძლევს მოსწავლეს საშუალებას მიაწვდინოს საკუთარი ხმა საკმაოდ დიდ აუდიტორიას. ეს ზრდის პასუხისმგებლობას და ანავითარებს საკუთარ სწავლაზე დაკვირვების უნარს
- ბლოგი ზრდის მოსწავლის მოტივაციას და პასუხისმგებლობას. როცა მოსწავლემ იცის, რომ მის ნამუშევარს ეცნობა ფართე აუდიტორია ის მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას
- ის რომ ბლოგში ინახება სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული გზავნილები, ბლოგის ავტორს ეძლევა შესაძლებლობა შეაფასოს თუ როგორ იცვლებოდა დროის განმავლობაში მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში
- ბლოგი აძლევს მოსწავლეს სხვადასხვა სფეროების ექსპერტებთან დაკავშირების და მათთან დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას
No comments:
Post a Comment