გამოყოფენ კონსტრუქტივიზმის შემდეგ ძირითად პრინციპებს:
- სწავლა არის არსის ძიება. ამიტომ სწავლა უნდა დაიწყოს იმ საკითხების ჩამოყალიბებით, რომლებთანაც დაკავშირებით მოსწავლეები აქტიურად ეცდებიან არსის კონსტრუირებას.
- არსის გაგება მოითხოვს როგორც მთელის, ასევე მის ნაწილის გაგებას. ნაწილები უნდა იქნეს გაგებული მთლიანის კონტექსტში. ამიტომ, სწავლის პროცესი ფოკუსირებულია ძირითად ცნებებზე (მთავარზე) და არა იზოლირებულ ფაქტებზე.
- კარგად რომ ვასწავლოთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს ის მენტალური მოდელები, რომლებსაც მოსწავლეები იყენებენ სამყაროს აღსათქმელად და ის ვარაუდები (წარმოდგენები), რომლებსაც ისინი იყენებენ ამ მოდელების მხარდასაჭერად (გასამტკიცებლად).
- ინდივიდის სწავლის დანიშნულებაა საკუთარი გაგების (საკუთარი არსის) კონსტრუირება და არა ”სწორი” პასუხების დამახსოვრება ან სხვის გაგების გადმოცემა. ვინაიდან განათლება არსებითად ინტერდისციპლინურია, არსებობს სწავლის გაზომვის ერთადერთი ფასეული გზა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეფასება უნდა გახდეს სწავლის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოსწავლეს უზრუნველყოფს მისი სწავლის ხარისხთან დაკავშირებული ჭეშმარიტი და სრული ინფორმაციით,
კურიკულუმი - კონსტრუქტივიზმი მოგვიხმობს სტანდარტიზირებული კურიკულუმის უარყოფისაკენ. ის მოგვიწოდებს, რომ გამოვიყენოთ ისეთი კურიკულუმი, რომელიც ეფუძნება მოსწავლეების წინა ცოდნას, ანუ იმ ცოდნას, რომელსაც მოსწავლე უკვე ფლობს. ასევე ის ამახვილებს ყურადღებას პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაზე.
სწავლება - კონსტრუქტივიზმის თეორიის თანახმად მასწავლებელი ფოკუსირებულია იმაზე, რომ აჩვენოს მოსწავლეს კავშირები ფაქტებს შორის და ხელი შეუწყოს მოსწავლეების ახალ გაგებას. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს სწავლების სტრატეგიები მოსწავლეების თავისებურებების გათვალისწინებით, რათა მაქსიმალურად წაახალისოს მოსწავლეებში ინფორმაციის ანალიზის, აღქმისა და პროგნოზირების უნარი.
შეფასება - კონსტრუქტივიზმი მოგვიხმობს ხარისხების (რანგების) და სტანდარტიზებული ტესტების უარყიფისაკენ. ამის მაგივრად, შეფასება უნდა გახდეს სწავლის პროცესის შემადგენელ ნაწილად ისე, რომ მოსწავლეების როლი საკუთარი პროგრესის დადგენაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
No comments:
Post a Comment