ბლოგის უპირატესობები სწავლაში:
- ჩართულობა და მოტივაცია
- კონტექსტი
- კვლევა
- თანამშრომლობა
- რეფლექსია და მეტაკოგნიტურობა
- დისკუსია და დებატები
- თვითმართვადი სწავლა
- სიღრმე და კომპლექსურობა
- უწყვეტობა და სისრულე
- ეთიკური სტანდარტები
- სოციალური და ემოციური განვითარება
- უნიკალური თვითგამოხატვა
- დიფერენციაცია
რატომ უნდა ვაწარმოოთ ბლოგი?
- იმიტომ რომ მომავალში ასე მოგვიწევს სწავლა. სწავლა ხორციელდება მაშინ, როცა მოსწავლე ჩართულია პრაქტიკოსთა თემში, სწავლის აუტენტური ამოცანების გადაჭრის პროცესში, სწავლობს მაშინ, როცა ახდენს ინტერაქციას თემის წევრებთან.
- იმიტომ რომ ეს შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
- იმიტომ რომ ბლოგის საშუალებით დაუკავშირდებით გარე სამყაროს.
- იმიტომ რომ ეს საინტერესო და მიმზიდველია. იმდენად მიმზიდველი, რომ მოსწავლეებს ავიწყდებათ, რომ ისინი სინამდვილეში სწავლობენ.
ბლოგის გამოყენება სწავლაში:
მასწავლებლის კომუნიკაცია - მასწავლებელი ქმნის ბლოგს, რათა აწარმოოს კომუნიკაცია მოსწავლეებთან, მშობლებთან და სხვა მასწავლებლებთან. მაგალითად, მასწავლებელს შეუძლია განათავსოს ბლოგში საშინაო დავალებები ან აღწეროს ის, თუ რა ხდება კლასში.
დიალოგის გენერაცია - სადისკუსიო კითხვების განთავსება ბლოგში არის კარგი საშუალება რათა წავახალისოთ წერითი კომუნიკაცია მოსწავლეების მასწავლებელთან და ერთმანეთთან.
მასწავლებლის პერსონალური ბლოგი - მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, იდეებს, ფილოსოფიას, მეთოდიკას, ინფორმაციას.
No comments:
Post a Comment