30 October 2009
რჩევები ბლოგერებს და ”რჩევების კრიტიკა”
27 October 2009
მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების რეიტინგი
2009 წლის რეიტინგი იხილეთ აქ: 2009 Prosperity Index.
სულ რეიტინგი მოიცავს 104 ქვეყანას. ამ ქვეყნებში ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 90%.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების პირველ ხუთეულში წარმოდგენილია ძველი დემოკრატიის ქვეყნები: ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, დანია, ნორვეგია. ანუ ნათლად დასტურდება, რომ ქვეყნის დემოკრატიის დონე და ცხოვრების დონე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
ყველაზე რეიტინგულ ქვეყნებში პატივს სცემენ თავისუფლების ყველა ასპექტს: ეკონომიკურს, პოლიტიკურს, რელიგიურს და პიროვნულს. ნაწილობრივი თავისუფლება არ არის ეფექტიანი.
24 October 2009
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი
Times-ის რეიტინგში ძირითადი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით დგინდება, ხოლო შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგში ძირითადი აქცენტი კეთდება უნივერსიტეტის ლექტორებისა და სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შედეგებზე.
2009 წლის Times-ის რეიტინგი მე რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე ბლოგში. დღეს შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგს წარმოვადგენ.
შანხაის უნივერსიტეტის რეიტინგი მოიცავს მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს.
2008 წლის პირველი ასეული, მეორე ასეული, მესამე ასეული, მეოთხე ასეული, მეხუთე ასეული.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
ევროპის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
აზიის და ავსტრალიის 100 საუკეთესო უნივერსიტეტი
2009 წლის რეიტინგი ნოემბერში გამოქვეყნდება.
ამ ხუთასი უნივერსიტეტის სიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ორი უნივერსიტეტი მოხვდა: მოსკოვის უნივერსიტეტი (პირველ ასეულში) და პეტერბურგის უნივერსიტეტი (მეოთხე ასეულში). ჩვენი მეზობელი თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტი მხოლოდ მეხუთე ასეულის ბოლოშია.
არსებობს უნივერსიტეტების დაფინანსების სამი ძირითადი წყარო:
- სახელმწიფო დაფინანსება (სახელმწიფო ძირითადად აფინანსებს მიმდინარე და სამეცნიერო საქმიანობის ხარჯებს);
- კერძო კაპიტალის მოზიდვა (რომელიც საჩუქრად გადაეცემა უნივერსიტეტებს);
- სწავლის საფასური.
21 საუკუნეში, ცოდნის და ტექნოლოგიების საუკუნეში, მსოფლიო დონის უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანაში არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ეკონომიკური წარმატებისათვის.
ექსპერტების გათვლებით მსოფლიო დონის უნივერსიტეტის შესაქმნელად ბევრი სხვა პირობასთან ერთად, საჭიროა ნახევარი მილიარდი დოლარი.
23 October 2009
ტექნოლოგიური სიახლეები - 23 - 10 - 09
აშშ-ს კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელური ნეიტრალიტეტის კონცეფციას. ამ კონცეფციის თანახმად პროვაიდერებს ეკრძალებათ ტრაფიკის რეგულირება კონკრეტული საიტების სასარგებლოდ. ეკრძალებათ ასევე ცალკეული საიტებისა და გარკვეული ტიპის კონტენტის დისკრიმინაცია. სატელეკომუნიკაციო კომპანიების ურთიერთობა კლიენტებთან უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. პროვაიდერებს ეკრძალებათ კანონიერი კონტენტის და სერვისების ბლოკირება. ჩემი აზრით ეს ძალიან პროგრესული კონცეფციაა, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერნეტის განვითარებას.
პროექტ Internet Archive-მა განაცხადა BookServer-ის გაშვების შესახებ. BookServer არის ელექტრონული წიგნების დისტრიბუციის უნივერსალური და ღია სისტემა. ეს სისტემა უზრუნველყოფს ყველა არსებული (მაღაზიებში, ბიბლიოთეკებში და ღია წვდომაში) წიგნების კატალოგიზაციას, რაც გაუადვილებს ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მოძებნას. მოძებნილი ელექტრონული ტექსტის წაკითხვა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მოწყობილობით. დღეისათვის ეს კატალოგი მოიცავს 1,6 მილიონი დასახელების წიგნს.
22 October 2009
სოციალური მედიის ზრდის დინამიკა
ცხრილში წარმოდგენილია სოციალური მედიის ზრდის დინამიკის ვიზუალიზაცია.
21 October 2009
ТЕЛЕГА ЖИЗНИ
ТЕЛЕГА ЖИЗНИ
Хоть тяжело подчас в ней бремя,
Телега на ходу легка;
Ямщик лихой, седое время,
Везет, не слезет с облучка.
С утра садимся мы в телегу;
Мы рады голову сломать
И, презирая лень и негу,
Кричим: пошел! ........
Но в полдень нет уж той отваги;
Порастрясло нас; нам страшней
И косогоры и овраги;
Кричим: полегче, дуралей!
Катит по-прежнему телега;
Под вечер мы привыкли к ней
И дремля едем до ночлега,
А время гонит лошадей.
Word Ahead - განმარტებითი ლექსიკონი
სასარგებლო საიტი ინგლისური ენის შემსწავლელთათვის - Word Ahead (Vocabulary Videos).
საიტზე წარმოდგენილია 500-ზე მეტი ვიდეო, რომლებშიც განმარტებულია მოსწავლეებისათვის რთულად გასაგები სიტყვების მნიშვნელობა.
შესაძლებელია Word Ahead ვიჯეტის ჩასმა საკუთარ საიტზე ან ბლოგში.
20 October 2009
საინტერესო საიტები - 20 ოქტომბერი, 09
საინტერესო ფლეშ-ანიმაცია. გადადით ამ ვებ-გვერდზე, დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას, ეკრანის ცენტრში დააწკაპუნეთ Play და შემდეგ უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.
Conflict History
Google Map-ის გამოყენების კიდევ ერთი კარგი მაგალითი. წარმოდგენილია ყველა დროის ომებისა და კონფლიქტების დროის სკალა და რუკაზე აღნიშნულია მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.
Руниверс
ისტორიული თემატიკის ძალიან საინტერესო რუსული საიტი. საიტზე წარმოდგენილია ბევრი ისტორიული დოკუმენტი. რამდენიმე დღის წინ საიტზე დაიდო 1917 წლამდე გამოცემული ყველა რუსული სამხედრო ენციკლოპედია ("Военный энциклопедический Лексикон" под редакцией М.И.Богдановича 1852-1858 гг. издания, "Энциклопедия военных морских наук" под редакцией Г.А. Леера, выходившую в 1883-1897 гг, "Военная энциклопедия" издательства «Т-ва И.Д.Сытина).
შესაძლებელია ამ წიგნების საიტზე წაკითხვა ან გადმოწერა.
17 October 2009
best global brands
როგორ გგონიათ რომელი ბრენდია ყველაზე ძვირადღირებული?
ბრენდების პირველ სამეულში ორი ტექნოლოგიური ბრენდია: IBM და Microsoft.
მეოთხე გამოცდასთან დაკავშირებით
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მე დადებითად ვაფასებ ერთიანი ეროვნული გამოცდების როლს. ამ გამოცდებმა გადაჭრა მთავარი პრობლემა: ყველა აბიტურიენტი ჩააყენა თანაბარ პირობებში და უზრუნველყო სამართლიანი გარემო.
მაგრამ თავი იჩინა სხვა პრობლემამ. სამწუხაროდ სკოლა ჯერ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას ისე, რომ მათ სკოლაში მიღებული ცოდნით წარმატებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები (ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ საგნობრივი სტანდარტები, მაგრამ არ განვსაზღვრეთ ამ სტანდარტების მისაღწევად საჭირო პირობების სტანდარტები, რომლებზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს). ამიტომ აბიტურიენტების აბსოლუტური უმრავლესობა იძულებულია მიმართოს რეპეტიტორებს. თანხები, რომლებიც ადრე იხარჯებოდა კორუფციულ გარიგებებში, დღეს მიემართება რეპეტიტორებისაკენ.
თვით რეპეტიტორობას მე არ განვიხილავ პრობლემად. საგანმანათლებლო ბაზარზე გაჩნდა გამოცდებისათვის მომზადების მოთხოვნილება და გაჩნდა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებაც. თუ რეპეტიტორი პატიოსნად ასრულებს თავის საქმეს, ის სავსებით იმსახურებს იმ ანაზღაურებას, რომელსაც ითხოვს. რეპეტიტორობის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლა, არის ბრძოლა შედეგთან და არა მიზეზთან, არის ბრძოლა მოჩვენებით და არა რეალურ პრობლემასთან.
ნამდვილი პრობლემის დადგენა კი არც ისე ადვილია. მე ვეცდები ჩემი ხედვა წარმოვადგინო.
დავიწყებ რამდენიმე დებულებით: 1. ყველა მშობელს საკუთარი შვილისათვის მხოლოდ კარგი სურს; 2. მშობლების უმეტესობა (და არა მარტო მშობლები) სკოლას ზოგადად განიხილავს უმაღლესში მოსამზადებელ ინსტიტუდან; 3. მშობლები დარწმუნდნენ, რომ სკოლა ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და მოძებნეს ალტერნატივა რეპეტიტორის სახით; 4. მშობლები საკუთარ შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში ძალიან პრაგმატულები არიან (მათ დაინახეს, რომ ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად მათი შვილებისათვის საკმარისია ერთი ან ორწლიანი მომზადება რეპეტიტორთან (სხვათაშორის ეს ზოგადი უნარების გამოცდასაც ეხება, რასაც ადასტურებს ამ წლების გამოცდილება) და გაუჩნდათ ბუნებრივი კითხვა: მაშ რატომ უნდა ვატაროთ უფროსკლასელები სკოლაში?).
ამ დებულებებიდან გამომდინარე მშობლები სრულიად ლოგიკურად მოქმედებენ: ამზადებენ ბავშვებს რეპეტიტორებთან და ცდილობენ სკოლაში არ ატარონ (განსაკუთრებით უფროს კლასებში).
აქედან გამომდინარე მეოთხე გამოცდის დამატება პირდაპირ ურტყავს მშობლის ჯიბეს, რაშიც სიმონს სავსებით ვეთანხმები. აბიტურიენტის მომზადება მესამედით ძვირდება.
თუ ამ ლოგიკას ვიზიარებთ, სამართლიანობა რომ დავიცვათ, ეროვნული გამოცდებისათვის უნდა დადგინდეს გამოცდების ოპტიმალური მინიმუმი.
სწორედ ამ მინიმუმთან დაკავშირებით არსებობს, როგორც ჩანს, აზრთასხვადასხვაობა.
მე ვეთანხმები სიმონს, რომ მეოთხე გამოცდის შემოტანით მოხდა ”მეტი აქცენტის გადატანა შინაარსობრივ ცოდნაზე”. მაგრამ რა ლოგიკას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება?
თუ ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ნამდვილად ზომავს იმ უნარებს, რომლებიც ”ადამიანს სჭირდება პროფესიის დასაუფლებლად”, მაშინ გამოცდების არსებული მინიმუმი მისაღები უნდა იყოს.
მაგრამ ბევრს, და მეც მათ შორის, ეჭვი ეპარება იმაში, რომ ზოგადი უნარების გამოცდა ზომავს ამ უნარებს (ამის დასაბუთების მიზანი აქ არ მაქვს). ისინი, ვინც მეოთხე გამოცდის შემოტანის იდეას იზიარებს, შეიძლება ასე ფიქრობენ:
სწავლისა და აზროვნების უნარების ფლობა ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებელში წარმატებული სწავლისათვის, მაგრამ ამ უნარების გაზომვა ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია. ზოგადი უნარების გამოცდა ამას ვერ აკეთებს, ამიტომ არსებობს რისკი, რომ უნივერსიტეტებში მივიღებთ ნაკლებად მომზადებულ ადამიანებს. ამ პრობლემის დასაძლევად შემოვიტანოთ კიდევ ერთი გამოცდა და გამოცდის შედეგებით ირიბად მაინც დავადგენთ რამდენად ფლობს აბიტურიენტი საჭირო უნარებს. მაგალითად, თუ აბიტურიენტმა კარგად ჩააბარა ფიზიკა, გარკვეულწილად ეს ნიშნავს, რომ ის ფლობს სწავლისა და აზროვნების უნარებს და ჩვენ ვიღებთ დამატებით გარანტიებს, რომ სტუდენტებად მივიღებთ მომზადებულ ადამიანებს.მე ვთვლი რომ ამ ლოგიკას აქვს არსებობის უფლება და ბევრი ადამიანისათვის ეს ძალიან დამაჯერებელია.
არსებობს მეოთხე გამოცდის შემოტანის გასამართლებელი კიდევ ერთი არგუმენტი. ეს გამოცდა ერთგვარი მონიტორინგია ისეთი მნიშვნელოვანი საგნების სწავლებისა, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, რომელთა სწავლების ხარისხის შემოწმება ფაქტიურად არ ხორციელდება.
როგორც ჩანს პრობლემა ერთგვაროვანი არ არის.
არსებულ პირობებში მე უფრო მშობლების ჯიბეს გავუფრთხილდებოდი და მეოთხე გამოცდას არ დავამატებდი.
ჩემი აზრით რეალური გამოსავალი შემდეგშია:
- უნდა განემარტოს მშობლებს და საზოგადოებას, რომ სკოლის დანიშნულება არა უმაღლესში მისაღები გამოცდებისათვის მომზადებაა, არამედ თითოეული ბავშვის ყოველმხრივი განვითარების ხელშეწყობა. უნდა ფართედ გავრცელდეს აზრი, რომ მაგალითად, მუსიკალური ინტელექტის განვითარება ბავშვში არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ლოგიკური ან ლინგვისტური ინტელექტისა. ეს უნდა იქცეს განათლების რეფორმის მთავარ პრიორიტეტად.
- ეს პრიორიტეტი უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მატერიალურად და მეთოდურად. მხოლოდ სწავლის თანამედროვე თეორიების პრინციპების დეკლარაციით საქმე ვერ გამოვა. ამით მხოლოდ საზოგადოების თვალში ამ თეორიების დევალვაციას ვახდენთ. მარტო ის რად ღირს, რომ ძალიან ბევრ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები არ ტარდება პირობების არარსებობის გამო.
- ჩვენ აქცენტი არა უნარების გაზომვაზე, არამედ ამ უნარების განსავითარებლად საჭირო პირობების შექმნაზე უნდა გავამახვილოთ. მთავარია არა შედეგის გაზომვა, არამედ პროცესის უზრუნველყოფა. გამართული პროცესი აუცილებლად იქნება შედეგიანი.
- უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სკოლებში რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი წრეები და სექციები ამოქმედდეს. და საერთოდ, არაფორმალურ განათლებას (მათ შორის ქსელურ განათლებას) რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
- სკოლებში თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა არა საეჭვო ხარისხის ტრენინგებით, არამედ საგანგებოდ შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
თუ ამ და კიდევ სხვა საკითხებს გადავწყვეტთ, აღარ დაგვჭირდება სკოლებში მოსწავლეების მოსაყვანად დისციპლინარული ღონისძიებების გამკაცრება.
გულახდილად რომ ვთქვა, ამ საკითხების ფონზე უმაღლესში მისაღები გამოცდები მე მესამეხარისხოვან პრობლემად მიმაჩნია.
15 October 2009
მსოფლიოსTop200 უნივერსიტეტი
როგორც სიიდან ჩანს, პირველ 16 ადგილს ამერიკული და ბრიტანული უნივერსიტეტები ინაწილებენ. საკმაოდ რეიტინგულია ავსტრალიის, კანადის, შვეიცარიის, იაპონიისა და ჰონკონგის უნივერსიტეტები.
მაინტერესებდა თურქული უნივერსიტეტების რეიტინგი, მაგრამ არცერთი მათგანი ამ სიაში არ აღმოჩნდა.
მოსკოვის უნივერსიტეტი 155-ე ადგილზეა.
14 October 2009
ვალუტის კურსები რუკაზე
კარგი რესურსია გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის.
Google Building Maker
Building Maker-ზე უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ.
Newspapers and Thinking the Unthinkable
PS. ციტატები:
... люди, которым доверено спасение газет, требуют ответа на вопрос: "Если старая модель сломана, что будет работать на её месте?" Ответ на него: ничто. Ничто не сработает. Не существует универсальной модели для газет, которая могла бы заменить ту, которую уничтожил Интернет.
Когда старая экономика разрушена, организационные формы, подогнанные под промышленное производство, должны быть заменены структурами, оптимизированными для работы с цифровыми данными. Становится всё меньше и меньше смысла говорить даже об издательском деле, потому что принципиальная проблема, которую решает издательское дело — невероятные трудность, сложность и дороговизна процесса, позволяющего сделать чего-то общедоступным — перестала быть проблемой. ...
Конкурентоотклоняющий эффект стоимости печатания был уничтожен Интернетом, где каждый платит за инфраструктуру, а затем начинает её использовать. И когда Wal-Mart и местный дилер Maytag, и юридическая контора, нанимающая секретаря, и тот парнишка из соседнего квартала, продающий свой велосипед, — когда все они имеют возможность использовать эту инфраструктуру, чтобы избавиться от своих прежних взаимоотношений с издателем, они делают это. ...
Обществу не нужны газеты. Ему нужна журналистика. В течение столетия императивы укрепления журналистики и укрепления газет были так плотно сплетены, что стали неразличимы. Это была счастливая случайность, но когда её действие заканчивается, как это сейчас происходит у нас на глазах, вместо неё нам понадобится множество других способов, чтобы укрепить журналистику. ...
В ближайшие несколько десятилетий журналистика будет состоять из перекрывающихся особых случаев. Многие из этих моделей будут полагаться на любителей в качестве исследователей и писателей. Многие из этих моделей будут полагаться на спонсорство, гранты или пожертвования, а не на доходы. Многие из этих моделей будут полагаться на возбудимых 14-летних, которые будут распространять материалы. Многие из этих моделей ожидает неудача. Ни один из экспериментов не заменит то, что мы сейчас теряем вместе с гибелью новостей на бумаге, но со временем совокупность новых экспериментов, которые окажутся работоспособными, может дать нам журналистику, которая нам нужна.
ინტერნეტის განვითარების ტენდენციები
ხუთი წლის წინად ტრაფიკი თანაბრად იყო განაწილებული ათი ათასობით ქსელს შორის. დღეს 100 უმსხვილეს ქსელზე მოდის ინტერნეტის ტრაფიკის 60%. (2007 წელს ტრაფიკი უფრო თანაბრად იყო განაწილებული. ტრაფიკის ნახევარს ინაწილებდა 15 ათასი ქსელი).
ტრაფიკის ზრდას თანსდევს მონაცემთა გადაცემის ღირებულების შემცირება. 2003 წელს 1 მეგაბიტიანი ჩართვა ინტერნეტში საშუალოდ 120$ ღირდა, დღეს ამ სიჩქარის ჩართვა ღირს 12$, ხოლო 2014 წლისათვის ეღირება 1,2$.
13 October 2009
სამაგიდო ოპერაციული სისტემები - ახლო მომავალი
ამავე დროს Microsoft-ში დაწყებულია მუშაობა ახალ ოპერაციულ სისტემაზე, რომლის პირობითი სახელწოდებაა Windows 8. მისი გამოშვება 2012 წლისათვის იგეგმება. ამ ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ხმის გარჩევის სრულფასოვანი უზრუნველყოფა. ასევე ამბობენ, რომ Windows 8 128 ბიტიანი იქნება.
Microsoft-ს დიდი მუშაობა მოუწევს, რადგან სამაგიდო ოპერაციული სისტემების ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. ბოლო წლებში გაიზარდა Apple-ის Mac OS-ის წილი ბაზარზე, Google-ი ამზადებს ახალ ოპერაციულ სისტემას Chrome OS. ანგარიშგასაწევია ასევე Android-ი, რომელიც ნეტბუქებზეც გამოჩნდა.
ახალი მედიის ფორუმი
დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს.
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ქართულ ბლოგოსფეროში უნდა დაიწყოს განვითარების ახალი ეტაპი. იმედია ეს გრძნობა გამართლდება.
PS. კარგი იქნებოდა, თუ პოლიტიკოსებსაც დაპატიჟებდნენ ამ ფორუმზე. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის კატეგორიებით აზროვნებს.
12 October 2009
განსხვავება რეალობასა და აღქმას შორის
ასე შეუძლია თანამედროვე მედიას ნებისმიერი იდეებისა და მოვლენების ”შეფუთვა” და გალამაზება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში მედია წიგნიერების ელემენტების სწავლება, რათა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ წარმოდგენა თანამედროვე მედიის შესაძლებლობებზე და მეთოდებზე.
11 October 2009
ქართული ბლოგების კატალოგი
გაიშვა ქართული ბლოგების პირველი კატალოგი და აგრეგატორი blogroll.ge, რომელიც ქართველ ბლოგერებს და მათ მკითხველებს გაუადვილებს ურთიერთობას, გაამარტივებს ახალი ბლოგების აღმოჩენას და საზოგადოებისათვის გაცნობას.
იმედია ეს საიტი მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს ქართულ ბლოგოსფეროს.
10 October 2009
სწრაფი ჩანაწერები - 10 ოქტომბერი, 09
მსოფლიო განათლებაში ბოლო წლებში განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივების დიდი ნაწილი ინსპირირებულია ინტერნეტის ევოლუციითა და ზრდით.
ინტერნეტის ბოლო ევოლუციას წარმოადგენს Web 2.0, რომელმაც ფაქტიურად წაშალა ზღვარი კონტენტის შემქმნელებსა და მომხმარებლებს შორის. ახალი ტიპის ონლაინ რესურსები, როგორიცაა სოციალური ქსელების საიტები, ბლოგები, ვიკი და ვირტუალური თემები საშუალებას აძლევენ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებს გაცვალონ იდეები, ითანამშრომლონ ახალი ინოვაციური გზებით. ფაქტიურად Web 2.0-მა შექმნა მონაწილეობითი მედიუმის ახალი ნაირსახეობა, რომელიც იდეალურია სწავლის ინოვაციური მეთოდების მხარდასაჭერად.
ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია, მაგალითად, სოციალური სწავლის სხვადასხვა ასპექტების მნიშვნელოვანი გაძლიერება.
რა იგულისხმება ”სოციალურ სწავლაში”?
”სოციალურში” იგულისხმება ურთიერთობა სხვებთან და მსოფლიოსთან.
ჩვენს მიერ კონტენტის გაგება არის სოციალურად კონსტრუირებული ამ კონტენტთან დაკავშირებული საუბრებისა და სხვებთან ინტერაქციის მეშვეობით. ფოკუსი არის არა იმდენად იმაზე, თუ რას ვსწავლობთ, არამედ იმაზე, თუ როგორ ვსწავლობთ.
სოციალური ფაქტორის მნიშვნელობა ჩანს, მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის შედეგებიდან, რომელთა თანახმად უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი უნარი ჩამოაყალიბოს ან ითანამშრომლოს მცირე ჯგუფებში. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ჯგუფებში კვირაში ერთხელ მაინც, უფრო მეტ წარმატებას ამჟღავნებენ და უფრო კარგად არიან მომზადებული, ვიდრე სტუდენტები, რომლებიც მარტო სწავლობენ.
ტრადიციული ხედვისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს ”მე ვაზროვნებ, მაშასადამე მე ვარსებობ” და რომელსაც ცოდნა წარმოუდგენია სუბსტანციად, რომელიც უნდა გადაეცეს მოსწავლეს სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების გამოყენებით, სწავლის სოციალური ხედვა ამბობს ”ჩვენ ვმონაწილეობთ, მაშასადამე ჩვენ ვარსებობთ”. ანუ ყურადღების ფოკუსი საგნის კონტენტიდან გადადის ამ კონტენტის გარშემო გამართულ სწავლის აქტივობებსა და ადამიანებს შორის ინტერაქციებზე.
სწორედ ამით აიხსნება ჯგუფური სწავლის ეფექტიანობა. ჯგუფებში მოსწავლეებს შეუძლიათ კითხვების დასმა, რათა უკეთ გაერკვნენ საგანში, შეუძლიათ მოისმინონ პასუხები ამ კითხვებზე, რომლებსაც გამოთქვამენ ჯგუფის სხვა წევრები, მათ ასევე შეუძლიათ იტვირთონ ამ ჯგუფებში მასწავლებლის როლი და აუსხნან სხვებს სხვადასხვა საკითხები.
არის სოციალური სწავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. რაიმე სფეროში დაოსტატებისათვის საჭიროა არა მხოლოდ საგნის არსის სწავლა (”learning about"), არამედ უნარი გახდე ჭეშმარიტი მონაწილე ამ სფეროში ("learning to be"). ეს არის დაუფლება ამ სფეროში არსებული პრაქტიკული უნარებისა და აქ გამომუშავებული ნორმების ანუ ამ სფეროს პრაქტიკოსთა თემში სრულფასოვანი გაწევრიანება. ასეთი თემის მაგალითია ”ღია კოდის პროგრამების” შექმნისათვის ჩამოყალიბებული თემები.
პრაქტიკოსთა თემში ცოდნის ძებნა და ათვისება ხდება მაშინ, როცა ის საჭიროა სიტუაციური ამოცანის ამოხსნისას.
ინტერნეტი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს საკმაოდ ადრეულ წლებში ჩაერთონ იმ სფეროს პრაქტიკოსთა თემებში, რომელიც მათ აინტერესებთ და ამით მნიშვნელოვნად გაზარდონ ამ სფეროში ცოდნის გაფართოებისა და დაოსტატების შესაძლებლობები.
Jon Seely Brown-ის პუბლიკაციებიდან.
09 October 2009
მოსკოვის უნივერსიტეტის არხი YouTube-ზე
მათემატიკური კონკურსი ”მოაზროვნე”
კონკურსის ვებ-გვერდი
08 October 2009
მათემატიკოსის ტირილი
სტატია დაწერილია 2002 წელს ამერიკელი მათემატიკის მასწავლებლის, პოლ ლოკხარტის მიერ.
საინტერესოა ასევე სტატია А.Шень "О пользе и вреде математических классов"
დემოკრატიული სკოლა
პასუხი თვით კითხვაშია: სამოქალაქო საზოგადოების სკოლა უნდა იყოს სამოქალაქო სკოლა ანუ უფრო კონკრეტულად - მოქალაქეების სკოლა.
ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანთა ჯგუფებს ეძლევათ საშუალება დააფუძნონ სკოლა, რომელიც შეესაბამება მათ ფასეულობებს, მსოფლმხედველობას და სრული თაცისუფლება, ამ სკოლის საქმიანობის წარმართვის. მაგალითად, თავისუფლება შექმნან სკოლის სასწავლო გეგმა, მოიწვიონ ის მასწავლებლები, რომლებიც იზიარებენ ადამიანთა ამ ჯგუფის ხედვასა და ფასეულობებს. სწორედ ეს შეუწყობს ხელს აღზრდის პრობლემის გადაწყვეტას, რომელსაც აბსოლუტურად ვერ წყვეტს სახელმწიფო მართვის ქვეშ მყოფი სკოლა.
აქ საუბარია არა კერძო, კომერციულ სკოლაზე, არამედ თავისუფალ სკოლაზე, რომელსაც აფუძნებენ მოქალაქეები და, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
სამოქალაქო სკოლის მოდელი წარმოადგენს დემოკრეტიული ქვეყნის სკოლის ოპტიმალურ ხედვას, რომელიც ჩემი აზრით უფრო მისაღებია, ვოდრე გავრცელებული ხედვები: ერთის მხრივ ტოტალურად სახელმწიფო სკოლის (კომუნიტარიზმი) და მეორეს მხრივ - ბაზარზე სრულად მინდობილი სკოლის (რადიკალური ლიბერალიზმი).
რა პრინციპებს ეფუძნება სამოქალაქო სკოლის მოდელი?
- სახელმწიფოს ვეღარ შეუძლია ერთპიროვნულად მართოს სკოლა. სახელმწიფო იზიარებს ამ აზრს და თვითონ მიდის სკოლიდან.
- სახელმწიფო არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან სკოლის წინაშე. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება მხოლოდ სკოლის მხარდაჭერაში: რესურსებით უზრუნველყოფა, კოორდინაცია, სტანდარტიზაცია, უსაფრთხოება და სხვა.
- ჭეშმარიტი განათლება და აღზრდა შესაძლებელია მაშინ, როცა მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აქვთ ფასეულობათა საერთო ორიენტაცია. სწორედ ეს არის ძირითადი არგუმენტი, რომელიც განაპირობებს სახელმწიფოს წასვლას სკოლიდან, რადგანაც ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპი სწორედ ფასეულებრივი, მსოფლმხედველობითი ნეიტრალიტეტია (ის უნდა იყოს ყველა მოქალაქის სახელმწიფო). სკოლა კი ვერ იქნება ნეიტრალური ფასეულობათა მიმართ.
- სამოქალაქო სკოლაში დასაშვებია პედაგოგიური სისტემების მრავალფეროვნება ანუ პედაგოგიური პლურალიზმი.
მაგალითად, ძველი დემოკრატიის ქვეყნებში, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, დანია, ნიდერლანდები, სადაც ძლიერია განათლების სამოქალაქო ტრადიციები, სკოლის მოდელი ახლოსაა ამ იდეალურ მოდელთან და ეს ტენდენცია ვითარდება.
ისეთ სახელმწიფოებში, როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, რომლებშიც დემოკრატია გაიგება უფრო იურიდიულ-ნორმატიულად, შესაბამისად სკოლის მოდელიც უფრო ცენტრალიზებულისკენ იხრება.
რამდენადაც ვიცი, ჩვენშიც მიმდინარეობდა გარკვეული დისკუსიები სკოლის მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ ოპტიმალური ხედვა ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა. დღეისათვის ჩვენ გვაქვს სკოლის ”ეკლეკტიკური მოდელი”, რომელიც სხვადასხვა ხედვების ნარევს წარმოადგენს და შესაბამის შედეგებსაც იძლევა.
07 October 2009
04 October 2009
Horizon Project
2009 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ინოვაციებისა და კრეატულობის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. სულ უფრო იზრდება იმ სამუშაოების რიცხვი, სადაც მუშაკებისგან პირველ რიგში მოითხოვენ იმპროვიზაციას, შემოქმედებას. აღნიშნულია, რომ განათლების სისტემამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს ტენდენცია, რათა მოამზადოს ახალგაზრდები დროის მოთხოვნილებების შესაბამისად.
აღნიშნულია ასევე, რომ ტექნოლოგიების როლი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ტემპებით იზრდება. ინტერნეტი ფაქტიურად შლის საზღვრებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ინტერნეტი გადაიქცა ვირტუალურ სივრცედ, სადაც ადამიანები ურთიერთობენ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების, მათი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ინსტრუმენტი.
იცვლება სწავლის გარემოს ხედვა. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. მისი შემადგენელი ნაწილია ვირტუალური სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ”გავიდნენ” საკლასო ოთახის კედლებს გარეთ და დაუკავშირდნენ მთელ მსოფლიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეებისათვის გაცილებით მიმზიდველია მოქნილი, თავისუფალი ინსტრუმენტები და არა კომერციული პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლის მართვის სისტემები (learning management systems).
ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ტექნოლოგია, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაში უახლოეს ხუთ წელიწადში. ეს ტექნოლოგიებია:
ინტერნეტის მობილური მოწყობილობები (რომელთა საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის სრული კონტენტი)
პრივატული ”ღრუბელი” (cloud computing-ის უსაფრთხო გარემო)
ღია კონტენტი (ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში არსებული ღია საგანმანათლებლო ინფორმაცია. ბლოგები ასეთი გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია)
ვირტუალური, გაფართოებული და ალტერნატიული რეალობები (ეს არის სხვადასხვა სიმულატორების, ვირტუალური ექსპერიმენტების, ვირტუალური თამაშების გამოყენების ფართე შესაძლებლობები)
ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სწავლა (მობილური მოწყობილობები ადვილად დაადგენენ მოსწავლის ფიზიკურ ადგილმდებარეობას და მიაწვდიან მას ამ ადგილისათვის რელევანტურ ინფორმაციას ანუ შესაძლებელი ხდება სწავლის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება)
”ჭკვიანი” ობიექტები და მოწყობილობები (ეს მოწყობილობები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ინფორმაციისა და მედიის სხვადასხვა ობიექტებს)
02 October 2009
ტექნოლოგიური სიახლეები - 02-10-09
Google-მა შექმნა საკუთარი თარგმნის სერვისის ვიჯეტი, რომელიც დაგვეხმარება საიტის ტექსტის თარგმნაში 51 ენაზე (სამწუხაროდ ქართული ენა ამ ენებს შორის არ არის). ამისათვის საიტის ან ბლოგის მფლობელმა უნდა მოათავსოს ვიჯეტის კოდი ვებ-გვერდზე.
Google-ის კიდევ ერთი ახალი სერვისი - კომენტირების უნივერსალური სისტემა Sidewiki. ამ სერვისის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ინტერნეტში ნებისმიერ ვებ-გვერდს დაამატოს საკუთარი ანოტაცია ან კომენტარი.
ამ სერვისით რომ შეგვეძლოს სარგებლობა ბრაუზერში უნდა დავაყენოთ Google Toolbar-ის სპეციალური ვერსია.
ინსტალაციის შემდეგ Google Toolbar-ზე გაჩნდება ღილაკი Sidewiki. ამ ღილაკზე დაწკაპუნებით ბრაუზერის მარცხენა კიდესთან გაიხსნება ვერტიკალური პანელი, სადაც შესაძლებელია კომენტარების ჩაწერა. ეს კომენტარები ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ მომხმარებლისათვის, ვისაც აქვს ინსტალირებული Google Toolbar-ი Sidewiki ღილაკით.
01 October 2009
გამარჯვებული პრეზენტაცია
ქვემოთ წარმოდგენილია 2009 წლის გამარჯვებული პრეზენტაცია, რომელიც აშშ-ში ჯანდაცვის რეფორმის თემას ეხება.