03 November 2008

საკლასო ოთახის დიზაინის ნიმუში

ამ საკლასო ოთახის ფოტოები შემხვდა ინტერნეტში. ჩემი აზრით საინტერესო ნიმუშია საკლასო ოთახის მოწყობის. საკლასო ოთახის დიზაინი კარგი ინდიკატორია იმისა, თუ სწავლის რა მეთოდებს იყენებს ოთახის პატრონი ანუ მასწავლებელი.






















































































საკლასო ოთახის მოწყობა მასწავლებლის სრული პრეროგატივაა და აქ არავინ არ უნდა ჩაერიოს. ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობენ, რომ სასწავლო გარემოს მოწყობის მოდელად ეფექტიანია სტუდიის მოდელი (სტუდიის მოდელი გამოიყენება მხატვრების, დიზაინერების, არქიტექტორების სამუშაოს ორგანიზებისას).

სტუდიაში მასწავლებელს ეკისრება ოსტატის როლი, რომელიც სტუდიის ლიდერია და მუდმივად სწავლობს სტუდიის სხვა წევრებთან ერთად. ოსტატი საშუალებას აძლევს სტუდიის წევრებს გამოამჟღავნონ შემოქმედება, იყვნენ მუდმივ ძიებაში, არ ეშინოდეთ შემოქმედებითი რისკის და შეცდომის დაშვების. სტუდიის წევრები სწავლობენ ერთმანეთისგან და არა მხოლოდ ოსტატისგან. ეს ერთი მოსწავლე თემია, რომლის მიზანია სწავლა და შემოქმედება.

ამ იდეის განხორციელება მცირეკონტინგენტიან სოფლის სკოლებში უფრო მოხერხდება. ჩემი აზრით ინოვაციური ცვლილებების განხორციელება სოფლის სკოლებში უფრო რეალურია, ვიდრე დედაქალაქის გადატვირთულ სკოლებში.

3 comments:

Vladimer Sichinava said...

გამარჯობა ჯემალი,

ეს მაგიდაზე რომ დევს Asus-ის EeePC-ა ? :)

ჯემალი said...

გამარჯობა ლადო!
ძალიან გამეხარდა, რომ შენც გაეცანი ჩემს ბლოგს.
დიახ, მაგიდაზე Asus-ის EeePC-ა.
სურათზე დაწყებითი კლასის საკლასო ოთახია. ამ კლასის მასწავლებლის სიტყვებით მას სხვა კომპიუტერების აქვს და სულ გამოდის ერთი კომპიუტერი 1.5 მოსწავლეზე.

Vladimer Sichinava said...

მართლაც რომ კარგი რამაა ეს EeePC,მე პირადად Acer Aspire One მაქვს, ესეც ნეტტოპია და შეღავათიან ფასებში. ეს დაბალფასიანი თითქმის-კომპიუტერების გამოჩენა მართლა კარგი საქმეა, ახლა თითქმის ყველას შეეძლება PC-ს შეძენა და ამით ბევრად გაუმჯობესდება ზოგადი სწავლება და იტ ტექნოლოგიების შესწავლაც წინ წავა.

მეც მაქვს ბლოგი აქ:

http://sichinava.blogspot.com

;) მოგვენატრეთ!